Thiomargarita namibiensis

Thiomargarita namibiensis (ლათ.) – ზღვის ბინადარი, გრამუარყოფითი კოკოიდური ბაქტერიის სახეობა. კლასი გამა-პროტეობაქტერია. აღმოჩენილია ნამიბიის შელფის ბუნებრივ კონტინენტალურ დანალექში. ცნობილი ბაქტერიებიდან ყველაზე დიდი ბაქტერიაა. დიამეტრი 0.1-0.3 მმ, ზოგჯერ 0.75 მმ-მდე. გააჩნია ბურთისებრი ფორმა, ჩანს შეუიარაღებელი თვალით. წარმოქმნიან კარგად ორგანიზებულ ჯაჭვებს.  უჯრედში აქვთ სამარაგო ნიტრატის შემცველი ვაკუოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაქტერიას გაუძლოს ნიტრატის და სულფიდის ხანგრძლივ არარსებობას. უჯრედში ვაკუოლის არსებობის გამო T. Namibiensis-ს შეუძლია უმოძრაო ცხოვრება. ფაკულტატური ანაერობია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.