სპორიმი – SPORIM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  ცეფოტრაქსიმი

შემადგენლობა: ყოველი ფლაკონი შეიცავს 1 მგ ცეფოტაქსიმს.

მოქმედების მექანიზმი:
ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. მაღალაქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტა-ლაქტამაზის თანდასწრებით.

ჩვენება:
ნაჩვენებია სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციების, შარდ–სასქესო სისტემის, კანის და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, გინეკოლოგიური ინფექციების, მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიტების, ბაქტერიული მენინგიტების, ბაქტერიემიის დროს, აგრეთვე პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის დროს.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობის დროს მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის დროს. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც პრეპარატი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
შეუთავსებელია ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ხსნარებთან.

გვერდითი ეფექტები:
შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, და ალერგიული რეაქციები.

მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეჰყავთ ინტრამუსკულარულად 1 გრამი ყოველ 12 საათში. გართულებული ინფექციების დროს 1-2 გ ყოველ 8 საათში ინტრამუსკულურად.
პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: შეჰყავთ 1 გრამი ინტრამუსკულურად (30 წუთით ადრე ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ).
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გამოიყენება ერთჯერადი დოზის ნახევარი. შეყვანის ინტერვალი რჩება უცვლელი.
0-12 წლის ბავშვები: 50-100 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე.
დღენაკლულ ბავშვებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ/კგ-ს.

ხსნარის მომზადება:
1.    ინტრამუსკულური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ ლიდოკაინის  1%-ან ხსნარში. ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.
2.    ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ საინექციო წყალში. შეყავთ ნელა 3-5 წუთის განმავლობაში.
3.    წვეთოვანი შეყვანისთვის პრეპარატს ხსნიან 40-100 მლ საინექციო წყალში ან საინფუზიო ხსნარში.

შენახვის წესები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: საინექციო ფხვნილი 1.0 გ ფლაკონში
ამპულა (ქსაილენი), რომელიც შეიცავს 5 მლ ლიდოკაინ HCL-ის 1%-ან ხსნარს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook