სტრომაკი / STROMAC

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აზიტრომიცინი/azithromycin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის – მაკროლიდები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. უკავშირდება რიბოსომის 50S -სუბერთეულს, თრგუნავსმიკროორგანიზმების ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
მოქმედების ფართო სპექტრი;
გრამდადებითი Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, სტრეპტოკოკი ჯგუფი C, F, G, Streptococcus viridians.
გრამუარყოფითი: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Campylobacter jejuni, Legionella pneumophila, Neisseria gonorrhoeae, Gardnerella vaginalis.
ანარეობული მიკროორგანიზმები; (Bacteroides bivius, Peptostreptococcus spp., Peptococcus, Clostridium perfringens), ქლამიდია (Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae), mikobaqteria (Mycobacteria avium complex), მიკობაქტერია (Mycoplasma pneumoniae), ურეპლაზმა (Ureaplasma urealyticum),სპიროქეტი (Treponema pallidum, Borrelia burgdorferi).
 
ჩვენებები და დოზირება:
გამოიყენება აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
· ზემო სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება, სინუსიტი, ტონზილიტი და ფარინგიტი);
· ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ბრონქიტი და პნევმონია);
· ოდონტოსტომატოლოგიური ინფექციები;
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
· ურეთრიტი არაგონოკოკური (გამოწვეული Chlamydia Trachomatis-ით)
· შანკროიდი (გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით).

მოზრდილები:
– ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდაზითრომიცინის მთლიანი დოზა შეადგენს 1500 მგ-ს, რომელიც მიღებული უნდა იყოს სამი დღის განმავლობაში(ერთი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადი დოზის სახით).
– Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო ორგანოების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ: 1გ (ორი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.
– Helicobacter pylori-თ გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ: 1 გ დღეში(ორი 500 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტი) 3 დღის განმავლობაში, ანტისეკრეტორულ და სხვა პრეპარატებთანკომბინაციაში, ექიმის გადაწყვეტილებით.

ხანდაზმულები:
– გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები.

ბავშვები:
– სტრომაკი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება მხოლოდ მინიმუმ 45 კგ წონის
ბავშვებში, რომლებშიცშეიძლება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზის გამოყენება.
ტაბლეტები მიიღება ერთჯერადი სადღეღამისოდოზის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთბავშვს. პრეპარატი არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში ექიმის მკაცრი რეკომენდაციის გარეშე.
– ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტები:
აზითრომიცინი ხასიათდება კარგი ამტანობით და არასასურველი რეაქციების დაბალი
სიხშირით.
გულისრევა, პირღებინება,  დისკომფორტი მუცლის არეში (ტკივილი/სპაზმები) და გაზების დაგროვება, ასევე თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. ალერგიული რეაქცია პრეპარატზე ან მასში შემავალ კომპონენტებზე.

უკუჩვენება:
ალერგიული რეაქცია პრეპარატზე ან მასში შემავალ კომპონენტებზე. 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოშვების ფორმა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი:
DOPPEL Farmaceutici, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook