სუმეტროლიმი – SUMETROLIM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი/
CO-TRIMOXAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული (სულფანილამიდური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი……….  400 მგ
ტრიმეტოპრიმი………………..  80 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა.

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიები, პნევმონია, ტონზილიტი, სინუსიტი, ფარინგიტი;
საშარდე გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი;
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებები: ქოლესცისტიტი, ქოლანგიტი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: ენტერიტი, მუცლის ტიფი, პარატიფი, ბაქტერიული დიზენტერია;
კანის ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, აბსცესი, ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციები;
სასქესო ორგანოების ინფექციები: გონოკოკური ურეთრიტი, პროსტატიტი.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება მინიმუმ 4 დღე, შემდგომში ენიშნებათ შემანარჩუნებელი დოზა, სანამ დაავადების კლინიკური სურათის ნორმალიზების შემდეგ არ გაივლის უსიმპტომოდ მიმდინარე 2 დღე;
მოზრდილებში სამკურნალო დოზა შეადგენს 2 ტაბ. 2-ჯერ დღეში;
შემანარჩუნებელი დღიური დოზაა: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში;
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
3 ტაბ, 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს ჭამის შემდეგ.
მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 4 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
შეუძლოდ ყოფნა თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები,  ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მცირე რაოდენობით ანტაციდის მიღება).
იშვიათად – სისხლის სურათის მხრივ შექცევადი ცვლილებები (ლეიკოპენია, თრომბოციტებისა და ფოლის მჟავას რაოდენობის მაჩვენებლების დაქვეითება). აღნიშნული მოვლენები ქრება ორგანიზმში ფოლის მჟავას შევსების შემდეგ. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა სულფანილამიდური პრეპარატების მიმართ;
* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
* სისხლმბადი სისტემის დაავადებები;
* ორსულობა (I ტრიმესტრი და ბოლო კვირა მშობიარობის დაწყებამდე);
* ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია დღენაკლულ და 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.
♦ თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში, მოსალოდნელი კუმულაციური ეფექტის თავიდან აცილების მიზნით ინიშნება მცირე დოზა. (რეკომენდებულია პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში).
♦ ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და თრომბოციტების რაოდენობის სისტემატური კონტროლი.
♦ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის პერიოდში ადგილი აქვს კანზე ალერგიულ გამონაყარს, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ორგანიზმის მიერ სითხის გარკვეული რაოდენობის მიღება.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფოლიდეფიციტური ანემიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, რევმატოიდული ართრიტით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობის მიზნით იღებენ იმუნოსუპრესულ პრეპარატებს.
♦ პრეპარატი არ ინიშნება ლაქტაციის პირველი 6 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ყველა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული და სულფანილამიდის მიმართ მგრძნობიარე შტამის მიერ, დედის მკურნალობის პერიოდში და შემდგომი 3 დღის განმავლობაში  სასურველია ახალშობილისათვის სხვა დედის რძის მიღება ან უკიდურეს შემთხვევაში მისი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სუმეტროლიმი
შეუთავსებელია:
– ანტიკოაგულანტების (ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება) პერორალურად მიღებისას;
– ფენიტოინთან (შესაძლებელია ფენიტოინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში _ ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);
– სალიცილატებთან, ფენილბუტაზონთან, ნაპროქსენთან და ინდომეტაცინთან (შესაძლებელია სულფანილამიდური კომპონენტის მაჩვენებლების გაზრდა სისხლის შრატში – ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);
– მეტოტრექსატთან (მისი მაჩვენებლები სისხლის შრატში იზრდება ტოქსიკურ მაჩვენებლებამდე).

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook