სუპერმინთი / Supermint

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები

  • მეტეორიზმის სამკურნალოდ
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმის მომხსნელი და ანალგეტიკი
  • დისპეფსიის საწინააღმდეგო
  • კუჭის ტკივილის სამკურნალოდ

შემადგენლობა: პიტნის ეთერზეთი (Mentha spicata)

მოქმედი ნივთიერებები: კარვონი და მეთილაცეტატი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
პიტნის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის განსაზღვრული, თუმცა მისი ბევრი სასარგებლო თვისებაა ცნობილი: პიტნის და პიტნის ზეთის მეტეორიზმის სამკურნალო ეფექტები, საყლაპავის ქვედა სფინქტერის რელაქსაცია, რასაც მოყვება კუჭში აირის წნევის შემცირება. პიტნის ზეთს სპაზმოლიზური თვისებაც გააჩნია. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს პიტნის ზეთის კლინიკური ეფექტურობა არის შედეგი ნაწლავის გლუვი კუნთების  ჰიპერ-კუმშვადობის ინჰიბირებისა და შედეგად კუნთები უბრუნდება ჩვეულ ტონუსს.

დოზირება და მიღების წესი
ერთი რბილი კაფსულა სამჯერ დღეში.

უკუჩვენებები
•          ღვიძლის მწვავე დაავადებები
•          ქოლესტაზი, ქოლეცისტიტი
•          ნაღვლკენჭოვანი დაავადებები
•          ბავშვთა ასაკი 6 წლამდე
•          გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებები
•          გულძმარვა

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, მაგრამ მგძნობიარე ინდივიდებში იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ლორწოვანის გაღიზიანება, გულისრევა და წვის სიმპტომები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
უარყოფითი ეფექტები აღმოჩენილი არ არის

დამატებითი შენიშვნები

  • ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
  • შეინახეთ სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა N30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook