ტაზოცინი – TAZOCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პიპერაცილინი+ტაზობაქტამი/ POPERACILLIN; TAZOBACTAM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციოხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში
1 ფლ.
პიპერაცილინი………….   2 გ
ტაზობაქტამი…………      250 მგ
1 ფლ.
პიპერაცილინი………….   4 გ
ტაზობაქტამი…………      500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს – პიპერაცილინს და უმრავლესი ბეტალაქტამაზების ინჰიბიტორს, პლაზმიდური და ქრომოსომული ფერმენტების ჩათვლით – ტაზობაქტამს.

პრეპარატი აქტიურია აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების: Escherichia coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae; აერობული გრამდადებით ბაქტერიები: Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus bovis, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები); EnterºCºCcus spp. (EnterºCºCcus faecalis, EnterºCºCcus faecium), Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis; ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus), Fusobacterium spp.
პრეპარატი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ პიპერაცილინი არ აბსორბირდება. Cmax აღინიშნება პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანიდან 30 წთ-ის შემდეგ.
პლაზმაში ცილებს უკავშირდება პრეპარატის 16%. პიპერაცილინი ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში, ასევე ძვლებსა და წინამდებარე ჯირკვალში. იგი გამოიყოფა დედის რძეში.
პრეპარატი ორგანიზმიდან ელიმინირდება უცვლელი სახით ძირითადად თირკმელებით. თირკმელების უმნიშვნელო ან ზომიერი დაზიანების შემთხვევაში T1/2 2-ჯერ იზრდება, ხოლო მძიმე ფორმის დაზიანებისას – 5-6-ჯერ.

ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
ინტრააბდომინალური ინფექციები;
ინფექციები გართულებების გარეშე;
ძვლისა და რბილი ქსოვილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, აბსცესი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები);
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (მათ შორის ენდომეტრიტი);
ინფექციები ნეიტროპენიით შეპყრობილ პაციენტებში;
სეპტიცემია;
შერეული სახის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით;
მძიმე ფორმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა გამომწვევის იდენტიფიკაციამდე.

მიღების წესი და დოზირება:
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით, ასევე პრეპარატის მიმართ გამომწვევების მგრძნობელობის მიხედვით.
პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში ინექციის ან წვეთოვანი სახით (30 წთ-ის განმავლობაში).
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პიპერაცილინის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 12 გ-ს ხოლო ტაზობაქტამის – 1.5 გ-ს (ანუ 2..25 გ ტაზოცინი ყოველ 6 სთ-ში ან 4.5 გ ტაზოცინი ყოველ 8 სთ-ში ერთხელ).
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2..25 გ ყოველ 8 სთ-ში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივოაბა 7-10 დღე.
ხსნარის მომზადების წესი: ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელის სახით იყენებენ ფიზიოლოგიურ ხსნარს, 5% დექსტროზას ხსნარს, სტერილური საინექციო წყალს (1 გ პიპერაცილინი – 5 მლ ხსნარზე).

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მომატება.
ალერგიული რეაქციების მხრივ: შესაძლებელია კანზე გამონაყარი; ქავილი, ურტიკარია, ერითემა.

უკუჩვენებები:
პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიული რეაქციები ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტაზოცინი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მკაცრად ჩვენების მიხედვით.
სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ კოაგულაციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
♦ ტაზოცინის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი პასუხი.
♦ მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება: არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

მწარმოებელი: LEDERLE LABORATORIES, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook