ტარდიფერონი – TARDIFERON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: რკინის სულფატი/FERROUS SULFATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
ბლისტერზე 10 ტაბ. შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 ტაბ.
რკინის სულფატის ჰიდრატი………….  256.30 მგ
(ექვივალენტური 80 მგ რკინისა)
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის გული: ასკორბინის მჟავა, უწყლო მუკოპროტეაზა, კარტოფილის სახამებელი, მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერის მეთაკრილის მჟავა (უედრაგიტ S), ტრიეთილციტრატი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, ტრისილიკატის მაგნიუმი:
გარსი: ძირითადი ბუტილირებული მეტაკრილის კოპოლომერი (ეუდრაგიტ E), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიდროკარბონატის ნატრიუმის, კარნაუბის ცვილი, სუკროზა.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიის მკურნალობა. განსაკუთრებით, თუ იგი გამოწვეულია საკვებიდან მისი არასრულფასოვანი მიღების შედეგად, ფიზიოლიგურად გაზრდილი მოთხოვნილების ან ქრონიკული სისხლდენის გამო;
რკინის ლატენტური უკმარისობა განსაკუთრებით რეპროდუქციის ასაკის მქონე ქალებში, მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდში ხანდაზმულებში რკინის გაძლიერებული მოხმარების გამო;
პროფილაქტიკის მიზნით მიღება როგორც ორსულ ქალებში, ასევე მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მოზრდილებში და 6 წელზე უფროს ბავშვებში.
6 წელზე უფროს ბავშვებში: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში.
10 წელზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში: მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში.
თუ ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტის მიზნით, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 1 ტაბლეტი ყოველ დღე ან დღეგამოშვებით ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში (ან ორსულობის მე-4 თვიდან).

უკუჩვენებები:
* მდგომარეობები, როდესაც ორგანიზმში მომატებულია რკინის შემცველობა ან დარღვეულია მისი მოხმარება (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ჰემოლიზური ანემია).

განსაკუთრებული მითითბები:
♦ ანთებითი რეაქციების გამო განვითარებული რკინის დონის დაქვეითება სისხლში არ ექვემდებარება “ტარდიფერონით” (80 მგ შემოგარსული ტაბლეტი) მკურნალობას.
♦ პრეპარატის შემადგენლობაში შედის საქაროზა. შესაბამისად იგი არ გამოიყენება ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში, აგრეთვე გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის და სუკრაზა-იზომალთაზას დეფიციტის დროს (იშვიათი მეტობოლური დარღვევები).
♦ არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი აბუსალათინის ზეთის მიღების შედეგად, რაც განსაკუთრებული გამოხატული 3 წელზე უმცროს ბავშვებში.

ჭარბი დოზირება:
ტარდიფერონის რეკომენდებული დოზების მიღება არ იწვევს ორგანიზმში რკინის ჭარბი რაოდენობის დაგროვებას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიიღება უმი კვერცხი და რძე, რაც ხელს უწყობს რკინის უხსნადი ნაერთების წარმოქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და შესაბამისად, მათ გამოძევებას ორგანიზმიდან. თუ პრეპარატი მიღებულია უახლოეს პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მისი გამოძევება ორგანიზმიდან შესაძლებელია ღებინების გამოწვევის საშუალებით.  ასეთ შემთხვევაში მკურნალ ექიმს ასევე შეუძლია დანიშნოს კუჭის ამორეცხვა 1% ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით და დეფეროქსამინით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან განსაკუთრებით კი რკინის მარილებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს სხვა მედიკამენტების მიღების შესახებ.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook