ტერცეფი – TERCEF

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ცეფტრიაქსონი/CEFTRIAXONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:
ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.
1 ფლ.
ცეფტრიაქსონი……..    1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტერცეფი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედებით. მისთვის დამახასიათებელია ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი, მაღალი აქტივობა სხვადასხვა სახის ბაქტერიების, განსაკუთრებით გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ტერცეფის ბაქტერიციდული მოქმედების მექანიზმი, როგორც პენიცილინებთან ახლოს მდგომი სხვა ცეფალოსპორინების, მდგომარეობს უჯრედის გარსის ბიოსინთეზის ინჰიბირებაში.
იგი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: ფაკულტატური ანაერობები -StaphilºCºCcus aureus (პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამების ჩათვლით), StaphilºCºCcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები A ჯგუფის (S.pyrogens)სტრეპტოკოკები Bჯგუფის (S.agalactiae)  Streptococcus viridans, არაენტეროკოკური სტრეპტოკოკები D ჯგუფის; Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Haemophilus dicreyi, Klebsiella spp., Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa, (ზოგიერთი შტამები მდგრადია), Salmonella spp. (S.typhi ჩათვლით), Serratia spp. (მათ შორის S.marcescens) Shigella spp., Vibrio spp., (მათ შორის V.cholerae) Yersinia spp., (მათ შორის Y.enterºColiticva). მკრთალი სპიროქეტას – Treponema pallidum; აერობების – Neisseria meningitidis,Pseudomonas aeruginosa;  ობლიგატური ანაერობები – ბაქტეროიდების ნაირსახეობანი(ზოგიერთი შტამების ჩათვლით B.fragilis), Clostridium (C.difficile-ს უმეტესი შტამები ხასიათდებიან რეზისტენტობით), PeptºCºCcus, PeptoStreptococcus, fusobacterium (F.mortiferum-ის და F. varium-ის ჩათვლით)

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი ხასიათდება მაღალი სტაბილურობით. კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 43-80 მკგ/მლ-ში. მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაციები სისხლში შენარჩუნებულია 24 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. გაივლის პლაცენტას, მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ტერცეფის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე და იგი ვარირებს 6-დან 9 სთ-მდე, თუმცა მის გახანგრძლივებას ადგილი აქვს ავადმყოფებში თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს. იგი აქტიური ფორმის სახით (50%-მდე) გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 48 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაახლოებით 40-65% შეუცვლელი სახით ელიმინირდება ორგანიზმიდან შარდთან ერთად, ძირითადად გლომერულული ფილტრაციით. დანარჩენი ნაწილი (30-60%) გამოიყოფა ნაღველთან ერთად და იდენტიფიცირდება ფეკალურ მასაში შეუცვლელი აქტიური ფორმით და არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
თირკმელების უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს პრეპარატის ექსკრეცია შეფერხებულია.

ჩვენებები:
ქვედა სასუნთქი გზების (განსაკუთრებით პნევმონიები, ბრონქიტები) ინფექციები;
ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები;
თირკმელების და საშარდე გზების ინფექციები;
ბაქტერიული ენდოკარდიტი;
კანის (მისი დანამატების ჩათვლით) ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული სტრეპტოდერმიები;
მენინგიტების მკურნალობა;
ძვლების და სახსრების ინფექციები;
ინტრააბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება და ნაწლავური ინფექციები;
გაურთულებელი გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით;
სეპტიცემია;
ლაიმას დაავადება, ავადმყოფებში დაქვეითებული იმუნური სისტემით;
იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
ტერცეფი შეყავთ ღრმად კუნთებში ან ვენაში. კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის პრეპარატს ხსნიან 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 0.5 გ-ს ხსნიან 2 მლ ლიდოკაინის ხსნარში, 1 გ-ს 3.5 მლ-ში. შესაძლებელია აგრეთვე საინექციო წყლის გამოყენება. ვენაში შეყვანის დროს პრეპარატს ხსნიან სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 0.5 გ-ს ხსნიან 5 მლ გამხსნელში. 1 გ-ს – 1 მლ-ში.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით დღეღამური დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (შეყავთ 1-2-ჯერ დღეში ან ნახევარი დოზით 2-ჯერ დღეში). მძიმე შემთხვევებში დღეღამური დოზას ზრდიან 4 გ-მდე, შეჰყავთ 2-ჯერ 12 სთ-იანი ინტერვალით.
ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში ცეფტრიაქსონის დოზაა – 20-50 მგ/კგ წონაზე.
ბავშვებში 2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე დღეღამური დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ წონაზე.
ვენაში შეყვანის დროს 50 მგ/კგ-ზე მეტი დოზით ბავშვებში პრეპარატი შეჰყავთ პარციულად 30 წთ-იანი შესვენებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე. ძირითადად იგი  შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე  ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი დროით მკურნალობა. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, უმრავლესი ინფექციური დაავადების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს.

გვერდითი მოვლენები:
ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ღებინება, ფაღარათი, ფსევდომემბრანული კოლიტის საწყისი სიმპტომები, იშვიათად – ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლის შედედების პერიოდის გახანგრძლივება, გამონაყარი, კანისა და ლორწოვანი გარსების ქავილი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

პრეპარატის ვენაში განმეორებით შეყვანის დროს გამორიცხული არ არის ფლებიტის განვითარება.

უკუჩვენებები:
* ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ;
* ლიდოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (კუნთებში მისი ინექციების დროს);
* პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტერცეფს არ ახასიათებს ემბრიო და ფეტოტოქსიკური მოქმედება, ისევე როგორც ტერატოგენული ეფექტი, თუმცა ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში საჭიროა პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის უკმარისობით გამოწვეული მძიმე დაავადებების დროს პრეპარატის დოზას ამცირებენ.
♦ ავადმყოფებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 1 მლ-წთ-ში, ანტიბიოტიკის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
♦ ტერცეფს არ ახასიათებს უარყოფითი მოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და იმ პირებზე, რომლებსაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ტერცეფის კომბინაციისას ამინოგლიკოზიდებთან ვითარდება სინერგიზმი. ამ დროს საჭიროა აღნიშნული პრეპარატების ოპტიმალური დოზების შერჩევა.
– ტერცეფის ხსნარის შერევა სხვა ხსნარებთან, ან მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული  არ არის.
– ტერცეფის და ძლიერი დიურეზელი საშუალებების კომბინაციით თირკმელებში ცვლილებები არ აღინიშნება.
– პრობენეციდს არ ახასიათებს ტერცეფის გამოყოფის პროცესზე ზემოქმედება.
– ტერცეფთან ერთად ალკოჰოლის გამოყენებით არ აღინიშნება რაიმე რეაქცია, ხოლო დისულფირამთან კომბინირებისას ადგილი აქვს  ალდეჰიდდეჰიდროგენაზას დათრგუნვას და ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტის მომატებას.
– ტერცეფი შეუთავსებელია ვანკომიცინთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, გახსნის შემდეგ – 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში) არა უმეტეს 24 სთ-სა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BALKANPHARMA-RAZGRAD,ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook