ტიმოპტიკი – TIMOPTIC

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თიმოლოლის მალეატი/TIMOLOL MALEATE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის სამკურნალო საშუალება – ბეტა ადრენობლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.25%: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
თიმოლოლის მალეატი…………..  3.42 მგ,
მათ შორის თიმოლოლი…………  2.5 მგ
თვალის წვეთები 0.5%: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
თიმოლოლის მალეატი………..    6.48 მგ
მათ შორის თიმოლოლი……….   5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არასელექტიური ბეტა – ბლოკატორი მემბრანომასტაბილიზებელი აქტიობის გარეშე. ადგილობრივი გამოყენებისას აქვეითებს თვალშიგა წნევას წყლიანობის შემცირების გზით და მცირედ მისი უკუდენის გაზრდით. თვალშიგა წნევის შემცირება გავლენას არ ახდენს აკომოდაციაზე და გუგის ზომაზე, ამიტომ მხედველობის სიმახვილის გაუარესება არ ხდება, არ უარესდება ფერადი და ღამის მხედველობა.
მოქმედება ვლინდება ჩაწვეთებიდან 20 წთ–ის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა  1–2 სთ–ის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლიობა – 24 სთ.

ჩვენებები:
თვალშიგა ჰიპერტენზია: ღიაკუთხოვანი გლაუკომა, მეორადი გლაუკომა (უვეალური, აფაკიური, პოსტრავმატული);
დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით: დახურულკუთხოვანი გლაუკომისას (მიოტიკებთან კომბინაციაში), თანდაყოლილი გლაუკომა (სხვა თერაპიული მეთოდების უეფექტობისას), თვლშიგა წნევის მწვავედ მომატება.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს კონიუნქტივის პარკში აწვეთბენ 0.25% ხსნარის 1 წვეთს 2–ჯერ დღეში, არასაკმარისი ეფექტისას – 0.5% ხსნარის 1 წვეთს 2–ჯერ დღეში.
თვალშიგა წნევის მოწესრიგებისას შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს – 0.25% ხსნარის 1 წვეთს 1–ჯერ დღეში. ორი კონცენტრაციის მოქმედებაში ცვლილება შეადგენს 10–15%. ახალშობილებში და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში – 25% ხსნარის 1 წვეთი 2–ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, რქოვანაზე დისტროფიული პროცესები.

სიფრთხილით: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მძიმე მიმდინარეობით, ბრონქიალური ასთმა, სინუსური ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა რიცხვი <55/წთ), სინოაურიკულური ბლოკადა, AV–ბლოკადა II-III ხარისხის; დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა II-III ხარისხის; არტერიული ჰიპოტენზია, ატროფიული რინიტი, ფილტვისმიერი უკმარისობა, მძიმე ცერებროვასკულარული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, თირეოტოქსიკოზი, მიასთენია, ერთდროული დანიშვნა სხვა ბეტა–ადრენობლოკატორებისა, ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი), განსაკუთრებით ახალშობილობის პერიოდი (ფორმებისთვის, რომელიც კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება – კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა ან ცრემლის გამოყოფის შემცირება, სინათლის შიში, რქოვანას ეპითელის შეშუპება, თვალის წვა და ქავილი, ქუთუთოების კანის ჰიპერემია, მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზედაპირული წერტილოვანი კერატოპათიის განვითარება (რქოვანას გამჭვირვალობის შემცირება) და რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, შესაძლებელია ფტოზი, იშვიათად– დიპლოპია.
სისტემური რეაქციები: პარესთეზიები, რინიტი, „გაჭედილი“ ცხვირი, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ბრადიკარდია, ბრადიარითმია, AV –ბლოკადა, მიოკარდის კუმშვადობის დაქვეითება, გულის ქრონიკული უკმარისობის გაღრმავება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, მიასთენია, პოტენციის დაქვეითება; ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვისმიერი უკმარისობა; გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი გულმკერდში, ხმაური ყურებში.
ფსიქომოტორული რეაქციების შენელება;
ალერგიული რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია ბეტა–ბლოკერებისთვის დამახასიათებელი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: დაუყოვნებლივ საჭიროა თვალების დაბანა წყლით ან 0.9% NaCl ხსნარით, სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისას ღამის საათებში, ასევე უნდა მოერიდოთ ცუდი განათების პირობებში მუშაობას, სადაც საჭიროა მომატებული ადაპტაცია.
ეფექტურობის კონტროლი უნდა ჩატარდეს დაახლოებით თერაპიის დაწყებიდან 3–4 კვირის შემდეგ (არა უადრეს 1–2 კვირისა). თიმოლოლის ხანგრძლივი მოხმარებისას შესაძლებელია ეფექტის დასუსტება. მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს ცრემლის გამოყოფის ფუნქციას, რქოვანას მთლიანობას და შეფასდეს მხედველობის ველი 6 თვეში 1–ჯერ. თვეში 1–ჯერ მაინც უნდა გაიზომოს თვალშიგა წნევა. პრეპარატში შემავალი კონსერვანტი შეიძლება რბილ კონტაქტურ ლინზებზე დაგროვდეს, ამიტომ მათი გამოყენება მკურნალობის დროს არ ღირს. მაგარი კონტაქტური ლინზები კი პრეპარატის  ჩაწვეთების წინ მოხსნილი უნდა იქნას და გამოყენება შეიძლება 15წთ–ის შემდეგ.
მკურნალობის პერიოდში სიფრხილის დაცვაა საჭირო ავტოტრასპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშოების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას,  სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს და კარგ მხედველობას (ჩაწვეთებიდან 0.5 სთ–ია მანძილზე).

ურთიერთქმედება:
ეპინეფრინი, პილოკარპინი, სისტემური ბეტა–ადრენობლოკატორები აძლიერებენ მოქმედებას. არ შეიძლება ერთდროულად ანტიფსიქოტროპული საშუალებების მიღება (ნეირილეპტიკები და ანქსიოლიტიკები (ტრანკვილიზატორები). აძლიერებს მიორელაქსანტების და ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას (ქლოროფორმით ან ეთერით ზოგადი ანესთეზიისას ან პერიფერიული მიორელაქსანტების გამოყენებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა). პრეპარატით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ვენაში ვერაპამილის, დილთიაზემის, (შსაძლებელია AV გამტარებლობის დათრგუნვა, ბრადიკარდიის განვითარება და არტერიული წნევის დაქვეითება). მკურნალობის დროს არ შეიძლება ეთნოლის მიღება (შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება). სიფრთხილით ინიშნება ჰიპოტენზიურებთან ერთად და სხვა ბეტა–ადრენობლოკატორებთან, ინსულინთან ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ფსიქოაქტიურ სამკურნალო საშუალებებთან, ასევე, პრეპარატებთან რომელთა მოქმედება ეპინეფრინის გაძლიერებულ გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

მწარმოებელი: MERCK SHARP & DOHME

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook