ტირექსი / TIREX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იმიპენემი, ცილასტატინი / imipenem, cilastatine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარბაპენემების ჯგუფის ანტიბიოტიკები

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – იმიპენემის (მონოჰიდრატის სახით) 500 მგ-ს და ცილასტატინის (ნატრიუმის მარილის სახით) 500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბიკარბონატი.

მოქმედების მექანიზმი
ტირექსი – კომბინირებული შემადგენლობის, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
იმიპენემი – ტიენამიცინის წარმოებულია, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების – კარბაპენემების ჯგუფის პირველი წარმომადგენელი.
იმიპენემი აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს და ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება ფართო სპექტრის გრამდადებითი და გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ. იმიპენემი აქტიურია ასევე გრამდადებითი შტამების მიმართაც, რომელთა წინააღმდეგ მხოლოდ ვიწრო სპექტრის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებია აქტიური.
ცილასტატინი – სპეციფიკური ფერმენტია, რომელიც თირკმლებში აინჰიბირებს იმიპენემის მეტაბოლიზმს და მნიშვნელოვნად ზრდის შეუცვლელი იმიპენემის კონცენტრაციას შარდგამომტან სადინარებში.
ტირექსის მოქმედების სპექტრი მოიცავს Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus, EnterºCºCcus faecalis da Bacteroides fragilis, სხვადასხვა პათოგენურ მიკრობებს, რომლებიც ჩვეულებრივ მდგრადია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ტირექსი მდგრადია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზას მიმართ, რაც მას ეფექტურს ხდის მრავალი მიკროორგანიზმის მიმართ, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa, Serratia spp., Enterobacter spp., რომლებიც რეზისტენტულია უმრავლესი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ.
ტირექსის ანტიმიკრობული სპექტრი მოიცავს კლინიკური მნიშვნელობის მქონე პრაქტიკულად ყველა პათოგენურ მიკროორგანიზმს.
იმიპენემი/ცილასტატინი in vitro აქტიურია აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Achromobacter spp., Acinetobacter spp. (იგივე Mima – Herellea), Aeromonas hydrophila, Alcaligenes spp., Bordetella bronchicanis, Bordetella bronchiseptica, Bordetella pertussis, Brucella melitensis, Campylobacter spp., CapnºCytophaga spp., Citrobacter spp. (მათ შორის Citrobacter diversus, Citrobacter freundii), Eikenella corrodens, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae  (მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus ducreyi, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytºCa, Klebsiella pneumoniae, Klebsiella ozaenae), Moraxella spp., Morganella morganii (იგივე Proteus morganii), Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Pasteurella multºCida, Proteus spp.
(მათ შორის Proteus mirabilis, Proteus vulgaris), Plesiomonas shigelloides, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri (igive Proteus rettgeri), Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas putida, Pseudomonas stutzeri), Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi), Serratia spp. (მათ შორის Serratia proteamaculans  /იგივე Serratia liquefaciens/, Serratia marcescens), Shigella spp., Yersinia spp. (maT Soris Yersinia enterºColitica, Yersinia pseudotuberculosis);
აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:
Bacillus spp., EnterºCºCcus faecalis, Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monºCytogenes, NºCardia spp., PediºCºCcus spp., Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus spp. B ჯგუფი (მათ შორის Streptococcus agalactiae), Streptococcus spp. C, G ჯგუფი, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans  (ალფა- და გამა-ჰემოლიზური შტამების ჩათვლით);
აქტიურია ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ:
Bacteroides spp., Bacteroides distasonis, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaomicron, Bacteroides uniformis, Bacteroides vulgatus, Bilophila wadsworthia, Fusobacterium spp., Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Porphyromonas asaccharolytica (იგივე Bacteroides asaccharolytica), Prevotella bivia(იგივე Bacteroides bivius), Prevotella disiens (igive Bacteroides disiens), Prevotella intermedia (იგივე Bacteroides intermedius), Prevotella melaninogenica (იგივე Bacteroides melaninogenicus),Veillonella spp.;;
აქტიურია ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:
Actinomyces spp., Bifidobacterium spp., Clostridium spp. (მათ შორის Clostridium perfringens), Eubacterium spp., Lactobaccilus spp., Mobilincus spp., Microaerophilic Streptococcus, PeptºCºCcus spp., PeptoStreptococcus spp., Propionibacterium spp. (მათ შორის Propionibacterium acnes);
აქტიურია სხვადასხვა გამომწვევის მიმართ:
Mycobacterium fortuitum, Mycobacterium smegmatis.
ტირექსისადმი მდგრადია:
Xanthomonas maltophilia (იგივე Pseudomonas maltophilia) და Pseudomonas cepacia-ს ზოგიერთი შტამი, ასევე
Streptococcus faecium და მეტიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკები.
In vitro ტესტით დადგენილია, რომ იმიპენემი/ცილასტატინს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში ახასიათებს სინერგიული მოქმედება Pseudomonas aeruginosa–ს მიმართ.
ტირექსის მოქმედება ფართო სპექტრის პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, განსაზღვრავს მის ეფექტურობას პოლიმიკრობული და შერეული აერობული/ანაერობული ინფექციების მკურნალობაში, ასევე საწყის თერაპიაში – დაავადების ბაქტერიული გამომწვევის სახეობის დადგენამდე.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ, პლაზმაში იმიპენემის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 36 მკგ/მლ, ხოლო ორივე კომპონენტისთვის პლაზმაში Тmax მიიღწევა 20 წუთში. პლაზმის ცილებს უკავშირდება იმიპენემის 20%, ხოლო ცილასტატინის – 40%. თითოეული კომპონენტის T1/2 შეადგენს 1 საათს. ვენაში შეყვანილი იმიპენემის დაახლოებით 70%, ხოლო ცილასტატინის70-80% გამოიდევნება თირკმლებით, 10 საათის განმავლობაში.

ჩვენება
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
– მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები;
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
– გინეკოლოგიური ინფექციები;
– სეპტიცემია;
– შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
– ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– ინფექციური ენდოკარდიტი;
– შერეული ინფექციები (მათ შორის
Bacteroides fragilis-ით გამოწვეული ინფექციები).
ტირექსი არ არის ნაჩვენები მენინგიტის სამკურნალოდ.
ტირექსი ზოგიერთ შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება პაციენტებში, პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების მაღალი რისკით.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
იმიპენემი/ცილასტატინის კომბინაცია ეფექტურია მრავალი ინფექციური დაავადების გამომწვევი  ბაქტერიის მიმართ, რომლებიც მდგრადია ცეფალოსპორინებისადმი, მათ შორის ცეფაზოლინის, ცეფოპერაზონის, ცეფალოტინის, ცეფტაზიდიმის, ცეფოქსიტინის, ცეფოტაქსიმის, მოქსალაქტამის, ცეფამანდოლის და ცეფტრიაქსონის ჩათვლით.
ამინოგლიკოზიდებისადმი (გენტამიცინი, ამიკაცინი, ტობრამიცინი) და/ან პენიცილინებისადმი (ამპიცილინი, კარბენიცილინი, პენიცილინ-G, ტიკარცილინი, პიპერაცილინი, აზლოცილინი, მეზლოცილინი) მდგრადი მიკროორგანიზმები, მგრძნობელობას იჩენენ იმიპენემი/ცილასტატინის მიმართ.
ტირექსი მონოთერაპიის სახით გამოიყენება ონკოლოგიურ პაციენტებში დასუსტებული იმუნიტეტით, დადასტურებული ან სავარაუდო ინფექციების შემთხვევაში, როგორიცაა სეფსისი.
არსებობს გარკვეული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები ნაწილობრივ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების გამოვლინებაზე იმიპენემი/ცილასტატინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, პენიცილინების და ცეფალოსპორინების ერთდროულად გამოყენებისას.
ცნობილია მძიმე ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიის ჩათვლით) გამოვლინების ფაქტი უმრავლესი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ. ამიტომ, ტირექსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაწვრილებითი ანამნეზის შეგროვება ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ადრე არსებული ალერგიული რეაქციების შესახებ. პრეპარატით მკურნალობის დროს ალერგიული რეაქციის გამოვლინებისთანავე, საჭიროა მისი მოხსნა და შესაბამისი მკურნალობა.
ფსევდომემბრანული კოლიტი აღწერილია როგორც, პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკით მკურნალობის გართულება. მისი სიმძიმე მერყეობს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიში ფორმების ჩათვლით. ამიტომ პაციენტებში, ანამნეზში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით, განსაკუთრებით კოლიტის შემთხვევაში, ტირექსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარების ალბათობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების მიღების ფონზე დიარეის გამოვლინებისას. იმ შემთხვევაშიც, როცა ანტიბიტიკების ფონზე კოლიტის გამოვლინების პირველად მიზეზად ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-ს მიერ პროდუცირებული ტოქსინები დასტურდება, ყველა სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზი უნდა იქნას განხილული.
იმიპენემი/ცილასტატინით მკურნალობის ფონზე, ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ გვერდითი ეფექტები გამოვლენილია იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მასისა და  თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით რეკომენდებული დოზები. ცნს-ის მხრივ გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, უვლინდებათ პაციენტებს ცნს-ის დაზიანებებით (ანამნეზში თავის ტვინის ტრავმა ან ნერვული შეტევების არსებობა) და/ან რისკის ჯგუფის პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, როცა მოსალოდნელია პრეპარატის ორგანიზმში დაგროვება. ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია დოზირების მკაცრი დაცვა და საჭიროებისას, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის შენარჩუნება.
თუ პრეპარატით მკურნალობის ფონზე წარმოიქმნება ცენტრალური ტრემორი, მიოკლონია ან შეტევები, პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ნევროლოგიური გამოკვლევა და საჭიროებისას დაინიშნოს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ცნს-ის მხრივ სიმპტომები შენარჩუნებული რჩება, საჭიროა ტირექსის დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ანტიბიოტიკების დანიშვნა.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით ცნს-ის დაავადებებით, ტირექსი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს თირკმლის უკმარისობის გაღრმავების პოტენციურ რისკს.
ტირექსი შესაძლებელია დაინიშნოს ბავშვებში სეფსისის სამკურნალოდ. მკურნალობის ხანგრძლივობას დამატებითი შეზღუდვები არ აქვს, თუ არ არის ეჭვი მენინგიტზე.
არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო 3 თვემდე ასაკის ბავშვებში და ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (შრატის კრეატინინი 2 მგ/დლ-ზე მეტი), პრეპარატის გამოყენების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე პრეპარატის გავლენა დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის დროს იმიპენემი/ცილასტატინის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის პოტენციურ რისკს.
ამიტომ ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას  საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბება
იმიპენემი/ცილასტატინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ტირექსის ვენაში საინფუზიო ხსნარი ქიმიურად შეუთავსებადია რძის მჟავას მარილებთან (ლაქტატთან). ამიტომ გამხსნელის სახით არ უნდა გამოიყენონ რძის მჟავას მარილის შემცველი ხსნარები.

ტირექსის ვენაში საინფუზიო ხსნარი არ უნდა შეერიოს ან დაემატოს სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებს.

დოზირება და მიღების წესი
ტირექსი საშუალო სადღეღამისო დოზა და შეყვანის წესი განისაზღვრება ინფექციის სიმძიმით და ნაწილდება რამდენიმე თანაბარ მიღებაზე, მიკროორგანიზმის მგრძნობელობის, თირკმლის ფუნქციური მდგომარეობისა და სხეულის წონის გათვალისწინებით.
რეკომენდებული დოზები გადათვლილია იმიპენემის დოზაზე, 70 კგ სხეულის წონაზე და თირკმლის ნორმალურ ფუნქციურ მდგომარეობაზე. ნაკლები წონის პაციენტებში და 70 მლ/წთ/1,73 მ2-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში, საჭიროა რეკომენდებული დოზის პროპორციულად შემცირება.
გასათვალისწინებელია, რომ იმიპენემი/ცილასტატინის კუნთში საინექციო წამლის ფორმის გამოყენება ვენაში შესაყვანად, დაუშვებელია.
პრეპარატი ვენაში შესაყვანად ინიშნება ბაქტერიული სეფსისის, ენდოკარდიტის ან სხვა მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების, მათ შორის Pსეუდომონას აერუგინოსა-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, მძიმე ფორმის გართულებების (როგორიცაა შოკი) საწყის ეტაპზევე სამკურნალოდ.
მოზრდილებში ინფუზიის დროს საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 1-2 გ/დღე-ღამეში (იმიპენემის დოზაზე გადათვლით) განაწილებული 3-4 ინფუზიაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს ან 50 მგ/კგ სხეულის წონაზე (დოზა, რომელიც უფრო ნაკლებია).
ვენაში საინფუზიოდ იმიპენემის რეკომენდებული დოზები, ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.

ინფექციის სიმძიმე იმიპენემის დოზა ინფუზიებს შორის ინტერვალი სადღეღამისო დოზა
მსუბუქი 250 მგ 6 სთ 1 გ
საშუალო 500 მგ 8 სთ 1.5 გ
1 გ 12 სთ 2 გ
მძიმე (მაღალმგრძნობიარე შტამები) 500 მგ 6 სთ 2 გ
მძიმე და/ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები (ნაკლებადმგრძნობიარე შტამები, მათ შორის Pseudomonas aeruginosa) 1 გ 8 სთ 3 გ
1 გ 6 სთ 4 გ

ტირექსის 500 მგ-ზე ნაკლები დოზა ინიშნება ვენაში 20-30 წუთის განმავლობაში საინფუზიოდ, ხოლო 500 მგ-ზე მეტი დოზა – 40-60 წუთის განმავლობაში. პაციენტებში, რომელთაც ინფუზიის დროს გულისრევა აღენიშნებათ, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ინტრავენურად ინიშნება 1 გ ტირექსი შემყვანი ანესთეზიის დროს და კიდევ 1 გ 3 საათის შემდეგ. მაღალი რისკის ქირურგიული ოპერაციების დროს (მაგ.: მსხვილ ნაწლავზე), ნარკოზის შემდეგ 8 საათის და 16 საათის შემდეგ დამატებით ინიშნება 500 მგ.
საინფუზიო იმიპენემის დოზა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით და წონით 70 კგ და მეტი, მოყვანილია ქვემოთ:

სადღეღამისო დოზა, ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით სადღეღამისო დოზა კკ(მლ/წთ/1,732)-ის გათვალისწინებით
41-70 21-40 6-20
1 g 250მგ  ყოველ 8 სთ-ში 250მგ  ყოველ 12 სთ-ში 250მგ  ყოველ 12 სთ-ში
1.5 g 250მგ  ყოველ 6 სთ-ში 250მგ  ყოველ 8 სთ-ში 250მგ  ყოველ 12 სთ-ში
2 g 500მგ  ყოველ 8 სთ-ში 250მგ  ყოველ 6 სთ-ში 250მგ  ყოველ 12 სთ-ში
3 g 500მგ  ყოველ 6 სთ-ში 500მგ  ყოველ 8 სთ-ში 500მგ  ყოველ 12 სთ-ში
4 g 750მგ  ყოველ 8 სთ-ში 500მგ  ყოველ 6 სთ-ში 500მგ  ყოველ 12 სთ-ში

ტირექსი არ ინიშნება პაციენტებში კკ ნაკლები 5 მლ/წთ/1,73 მ2, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულია დიალიზი ყოველ 48 საათში. იმიპენემი, როგორც ცილასტატინი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზით. პრეპარატი უნდა დაინიშნოს ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ და პროცედურის დამთავრებიდან 12 საათიანი ინტერვალების დაცვით.
პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, დღეისათვის არ არსებობს პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები.
3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში, 40 კგ-ზე ნაკლები წონით, პრეპარატი ინიშნება 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში ერთხელ. სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2 გ-ს. ინიშნება ინფუზიის სახით.
40 კგ-ზე მეტი წონის შემთხვევაში ინიშნება მოზრდილთა დოზა.
საინფუზიო ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
ტირექსის ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 100 მლ გამხსნელში.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად თავდაპირველად საჭიროა ფლაკონის შიგთავსი გაიხსნას შეთავსებადი გამხსნელის 10 მლ-ში, კარგად შეინჯღრეს ფლაკონი და მიღებული ხსნარი გადაიტანონ (შეურიონ) დარჩენილ გამხსნელში.
გამხსნელის სახით შეიძლება გამოიყენონ – ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი, 5% დექსტროზის ხსნარი, 10 % დექსტროზის ხსნარი, 5% დექსტროზისა და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზისა და 0,45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზისა და 0,225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზისა და 0,15% კალიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% და 10% მანიტოლის ხსნარი. მიღებული ხსნარი (იმიპენემის კონცენტრაცია 5 მგ/მლ) უნდა შეინჯღრეს გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე. ხსნარის შეფერილობა ყვითლიდან უფერო ხსნარამდე არ მოქმედებს პრეპარატის აქტივობაზე.
ტირექსის ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება რძის მჟავას მარილების ხსნარები (ლაქტატი).

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: ვენაში ინფუზიის დროს – ერითემა, პრეპარატის შეყვანის ადგილას ტკივილი და ინფილტრატები, თრომბოფლებიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები, მულტიფორმული ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება; იშვიათად – ექსფოლაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა; ტრანსამინაზების, ბილირუბინის და/ან შრატის ტუტე ფოსფატაზას ზომიერი მატება, კბილების ფერის ცვლილება; იშვიათად – ფსევდომემრანული კოლიტი, ჰეპატიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია (აგრანულოციტოზის ჩათვლით), თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება კუმბსის პირდაპირი დადებითი რეაქცია.
საშარდე სისტემის მხრივ: აღინიშნება შრატის კრეტინინის  და შარდოვანას აზოტის დონის მატება; იშვიათად – ოლიგურია/ანურია, პოლიურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. შესაძლებელია – შარდის ფერის ცვლილება (რაც უსაფრთხოა და არ უნდა მოხდეს ჰემატურიაში აღრევა).
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ტირექსის დანიშვნისას (ისევე როგორც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობისას) აღწერილია მიოკლონიის, ფსიქიკური დარღვევების, ჰალუცინაციების ჩათვლით, ცნობიერების არევის, ეპილეფსიური შეტევების, პარესთეზიის, გემოს დარღვევის შემთხვევები.
ტირექსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
გვერდითი მოვლენები იშვიათად მოითხოვენ თერაპიის შეწყვეტას და როგორც წესი, ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა, მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები უკავშირდება ინექციის ადგილას ადგილობრივ რეაქციებს.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე (25°C ტემპერატურამდე) შენახვისას ვარგისია 4 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80ჩ ტემპერატურაზე) 24 სთ-ის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 500მგ/500მგ სტერილური ფხვნილი ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian