ტოლპერიზონი – TOLPERISONE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიდოკალმი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იგი ამცირებს ექსპერიმენტულად გაძლიერებულ კუნთოვან ტონუსს და დეცერებრაციულ რიგიდობას. პრეპარატი თრგუნავს რეტიკულოსპინალურ რეფლექსურ აგზნებადობას. იგი არ მოქმედებს თავის ტვინის ქერქის ფუნქციაზე, აძლიერებს პერიფერიულ სისხლმიმოქცევას. პრეპარატის მოქმედება სისხლმიმოქცევაზე არ არის დამოკიდებული თავის ტვინის ვაზომოტორული ცენტრების რეგულაციაზე, რაც მიუთითებს მისი მოქმედების პერიფერიული მექანიზმების შესახებ.

ჩვენებები
განივზოლიანი კუნთების მომატებული ტონუსის დასაქვეითებლად, რომელიც გამოწვეულია ორგანული ნევროლოგიური დაავადებებით (პირამიდული გზების დაზიანება, მრავლობითი სკლეროზი, მიელოპათია, ენცეფალომიელიტი), მაგალითად, კუნთების ჰიპერტონია, კუნთების სპაზმი, კუნთების კონტრაქტურა, რიგიდულობა, სპინალური ავტომატიზმი.
სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები (არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი თრომბანგიტი, რეინოს დაავადება, დიფუზური სკლეროდერმა). ამის გარდა, პათოლოგია, გამოწვეული სისხლძარღვოვანი ინერვაციის დარღვევით (აკროციანოზი, ხანგამოშვებითი ანგიონევროზული დისბაზია). პოსტთრომბული ვენური და ლიმფის მიმოქცევის მხრივ დარღვევები, წვივის წყლული.

დოზირების რეჟიმი
მიდოკალმი ინიშნება დოზით 200 მგ დღეში (1 ამპულა 2-ჯერ) კუნთებში, ან ყოველდღიურად 100 მგ (1 ამპულა) ინტრავენურად, ნელა.

გვერდითი მოვლენები
– კუნთების სისუსტე, ძილიანობა.
– იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური, შოკი, დისპნოე);
– კანის რეაქციები: ქავილი, ერითემა, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ამის გარდა, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.
გვერდითი მოვლენები გაივლის დოზის შემცირების შემთხვევაში.

უკუჩვენებები
* მძიმე მიასთენია;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბავშვებში.

გაფრთხილება