ტოტალფერი / Totalfer

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ტოტალფერი – ბიოლოგიურად აქტიური საკვების დანამატი, განკუთვნილია ერითროპოეზის ნორმალიზებისათვის და ანემიის პროფილაქტიკისათვის.

შემადგენლობა

ნუტრიენტების

დასახელება

რაოდენობა 1 კაფსულისთვის რაოდენობა % სმრდ1
ვიტამინი C

(L-ასკორბინის მჟავა)

50 მგ

(50 მგ)

63%
რკინა

(რკინის (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზატი, 28% რკინის შემცველობით)

14 მგ

 

 

(50 მგ)

100%
ნიაცინი

(ნიკოტინის მჟავა)

10 მგ ნე

(10 მგ)

63%
 (თუთიის ოქსიდი) 8 მგ

(10 მგ)

80%
თიამინი

(თიამინის ჰიდროქლორიდი)

2 მგ

 

(2,54 მგ)

182%*
რიბოფლავინი

(რიბოფლავინი)

2 მგ

(2 მგ)

143%*
ვიტამინი B6

(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

1 მგ

 

(1, 21 მგ)

71%
ფოლიუმის მჟავა

(ფოლიუმის მჟავა)

200 მკგ

(200 მკგ)

100%
დამხმარე ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი; ჟელატინის კაფსულა; შემავსებელი (მიკროკრისტალური ცელულოზა); (მაგნიუმის სტეარატი)


ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ:
– სისხლის წითელი უჯრედების (რკინა, ვიტამინი B6, რიბოფლავინი) და ჰემოგლობინის (რკინა) ნორმალურ ფორმირებას;
– სისხლის წითელი უჯრედების და ლორწოვანი გარსის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
– ორგანიზმში რკინის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას (რიბოფლავინი);
– ერითროპოეზის სტიმულაცია, მეგალობლასტების მომწიფება (ფოლიუმის მჟავა);
– რკინის შეწოვის ზრდა (ვიტამინი C);
– ორგანიზმში ჟანგბადის  ნორმალური ტრანსპორტირება (რკინა);
– უჯრედების გაყოფის ნორმალიზაცია (რკინა, თუთია, ფოლიუმის მჟავა);
– კოლაგენის ნორმალური წარმოქმნა სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისათვის (ვიტამინი C);
– იმუნური სისტემის ფუნქციის ნორმალიზაცია (ვიტამინი C, რკინა, თუთია, ვიტამინი B6, ფოლიუმის მჟავა);
– ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალიზაცია (ვიტამინი C, რკინა, ნიაცინი, ტიამინი, ვიტამინი B6, რიბოფლავინი);
– დაღლილობის შეგრძნების შემცირება (ვიტამინი C, რკინა, ნიაცინი, ვიტამინი B6, რიბოფლავინი, ფოლიუმის მჟავა).

ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• რკინის ფარული დეფიციტი
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
• მდგომარეობები რკინის მომატებული დანაკარგით(მენსტრუალური ციკლი,ხშირი სისხლდენები ცხვირიდან,ქირურგიული ჩარევები,ჰემოდიალიზი)
• მოზარდებში სწრაფი ზრდის პერიოდში,ინფექციური დაავადებების, ჭიებით ინვაზიის დროს
• ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

მიღების წესები და დოზები:
შიგნით, ჭამამდე ან ჭამის დროს, საკმარისი ოდენობის წყლის მიღებით (დაახლოებით 200 მლ). არ დაიშვება წყლის შეცვლა სხვა სითხეებით.
7 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და ზრდასრულები 1 კაფსულა დღეში. ზრდასრულებისთვის დასაშვებია 1 კაფსულის 2 ჯერ დღეში მიღება.
პროდუქტის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმში რკინის დეფიციტის ხარისხისაგან. სისხლში რკინის დონის აღდგენის შემდეგ, ორგანიზმში მისი მარაგის შენარჩუნებისათვის, საჭიროა პროდუქტის მიღება კიდევ 3 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
პროდუქტი არ შეიცავს ნივთიერებებს ალერგიული პოტენციალით.
იშვიათად ვლინდება შემდეგი გვერდითი რეაქციები: ღებინება, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი. აღნიშნული გვერდითი რეაქციები ხანმოკლეა და არ საჭიროებენ პროდუქტის გაუქმებას.

უკუჩვენება:
პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა ან მაღალი მგრძნობელობა, ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (აპლასტიური ან ჰემოლიზური ანემია), ორგანიზმში რკინის საჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი), რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა (ტყვიის ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია, თალასემია), სისხლის ხშირი გადასხმები, 7 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებთან არ გამოიყენოთ როგორც კვების სხვადასხვა რაციონის შემცვლელი.
პროდუქტის მიღების პერიოდში არაშეწოვილი რკინა გამოიყოფა განავლით და შეაფერადებს მას მუქ ფერად.
დოზის გადაჭარბების თავიდან არიდების მიზნით, არ არის რეკომენდებული ტოტალფერის მიღება სხვა პოლივიტამინების პრეპარატებთან ერთად.
არ მიიღოთ ტოტალფერი ინექციური პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ რკინას, ვინაიდან მცირდება რკინის შეწოვება და პროდუქტის ეფექტურობა.
არ უნდა მიიღოთ ტოტალფერი ალკოჰოლიური სასმელებთან ერთად.
პროდუქტი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან დანადგარების მომსახურების უნარზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. სასურველია გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული თვის და წლის ბოლომდე.

შენახვის პირობები:
ინახება შუქის და ტენიანობისგან დამცავ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30. 3 ბლისტერი 10 კაფსულით ფურცელი-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vitapharm-Com, მოლდოვა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook