ტრივიზიონი / Trivision

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალება

შემადგენლობა:
თევზის ქონი, ვიტამინი С (კალციუმის ასკორბეტის სახით), გამხმარი მოცვი (ფხვნილი), რაფინირებული ქოქოსის კარაქი, ვიტამინი E (D- ალფა – ტოკოფეროლის სახით), რაფინირებული პალმის ზეთი, სოიოს ლეციტინი (ემულგატორი, E322), ცხიმოვანი მჟავის მონო და დიგლიცერინები (ემულგატორი, E471), თუთია (თუთიას ციტრატის სახით), ტიტანის დიოქსიდი (მღებავი, E171), ლუთეინი, რკინის III ოქსიდი (მღებავი, E172), კაროტინოიდები, ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ფორმით), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ფორმით), ვიტამინი B1 (თიამინის მონოჰიდრატის ფორმით), ფოლიუმის მჟავა, ზექსანტინი, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი), ჟელატინი.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:
·         კაროტინოიდები – 1,5 მგ:
ბეტა–კაროტინი – 1,4 მგ
·         თევზის ქონი:
ეკოცეპენტაგენური მჟავა (ЕРА) – 23 მგ
დოქოჰესეენენოინის მჟავა (DHA) – 113 მგ
ომეგა -3 – 150 მგ
· ვიტამინი В1 – 1,1 მგ
· ვიტამინი В2 – 1,4 მგ
· ვიტამინი В6 – 1,4 მგ
· ვიტამინი В12 – 7,5 მკგ
· ვიტამინი С – 100 მგ
· ვიტამინი Е – 12 მგ
· მოცვი – 75 მგ
· ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ
· ბეტა–კაროტინი – 1,4 მგ
· ლუთეინი – 4 მგ
· ზექსანტინი – 0,2 მგ
· თუთია – 5,0 მგ

ჩვენებები:
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ბადურის დისტროფიული ცვლილებები;
· მიოპია, განსაკუთრებით მოსწავლეებში;
· სიბნელეში მხედველობის ადაპტირების უნარის დარღვევა;
· თვალის,,დაღლილობის’’ სინდრომი;
· თვალის სტრუქტურის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა;
· დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს თვალის დაავადებების პროფილაქტიკა;
· ოპერაციული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
· აღმდგენი საშუალება თვალის დაავადებების პირველივე ნიშნებიდან და პროფილაქტიკისთვის კონკრეტული პროფესიების დროს, რომლებიც ჭარბ გამოსხივებას უკავშირდება (მსახიობი, ტელევიზიის თანამშრომელი, კომპიუტერთან ინტენსიურად მომუშავე, რენტგენოლოგი, ალპინისტი, მოთხილამურე და სხვ.).

დოზირება:
მოზრდილებმა დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში განაგრძეთ მიღება.
რეკომენდირებულია მისი მიღება 12 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები:
· პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური შეუთვისებლობა
· ორსულობა
· ძუძუთი კვება

სპეციალური მითითებები:

მიღებამდე რეკომენდირებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
არ შეიცავს:
გლუტენს
ლაქტოზას
მარილს
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულები #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vitane Pharma, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook