ტრი-ვი პლუსი – TRI-V PLUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.
1 ტაბ.
ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) …………………………….   5000 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  ………………………………..    60 მგ
ვიტამინი E(dI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი)………………..  30 სე
თუთია (თუთიის ოქსიდი)………………………………………     40 მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)  ……………………………..       2 მგ
სელენი (ამინომჟავის ხელატი)…………………………………     40 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
დიკალციუმის ფოსფატი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, საქაროზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლივინილპიროლიდონი, ტრიაცეტინი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი.
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მინერალური ცხიმი, FD&C ყვითელი №6 ლაქი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედიან ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:
ორგანიზმის საერთო მდგრადობის ამაღლება გრიპის, გაციების ინფექციებისა და ინტოქსიკაციების კომპლექსური თერაპიის დროს;
ორგანიზმის დაზიანებებისა და დაავადების პროფილაქტიკა გამოწვეული სტრესებით, გადაღლილობით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვით, არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (პირველ რიგში, მომატებული რადიაციული ფონით) ზეგავლენით;
სომატური დაავადებების სიმძიმის ხარისხის შესამცირებლად;
დაბერების პროცესების შენელებისათვის ხანდაზმული ასაკის პირებში;
ონკოლოგიური დაავადებებისას სხივური და ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარების შემდგომ.

მიღების წესი და დოზირება:
დღე-ღამეში 1 ტაბლეტი ერთხელ ჭამის დროს. ეკოლოგიურად არასასურველ რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის 3-თვიანი კურსის ჩატარება და კურსის განმეორება 1-თვიანი ინტერვალის შემდგომ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მითითებით.
სამკურნალო მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები;
* ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
* ცნს-ის დაავადებები მომატებული ქალასშიდა წნევით;
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
* მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის დეკომპენსირებული მანკებისა და კარდიოსკლეროზის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
◄ არ არის სასურველი ერთ ტაბლეტზე მეტი დოზით მიღება პირებში გააქტივებული სისხლის შედედებით, თრომბოფლებიტებითა და თრომბოზისადმი მიდრეკილებით.
◄ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლსა და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.
◄ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან შეთანხმებით.

ჭარბი დოზირება:
– ორგანიზმში ბეტა-კაროტინის ჭარბმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
– დიდი დოზებით ასკორბინის მჟავის ხანგძლივმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის დათრგუნვა ჰიპერგლიკემიით, იშვიათად, გლუკოზურიითა და ცალკეულ შემთხვევებში შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროვოცირებით.
–  მაღალი დოზებით ვიტამინ E ხანგრძლივ მიღებას თან ახლავს ვიტამინ K აქტივობის დათრგუნვა, ჰემორაგიების წარმოქმნით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ჭრილობების შეხორცების შეფერხებით. დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა პათოლოგიური სიმპტომების სრულ ალაგებამდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ბეტა-კაროტინი ვიტამინი-E სინერგისტია.
მიზანშეწონილი ვიტამინი C მიღება აასს-თან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა აქრობს ამ პრეპარატების შემაფერხებელ გავლენას კოლაგენის სინთეზსა და ნეიტროფილების ფაგოგოციტურ აქტივობაზე,
სელენი წარმოადგენს ვიტამინ E სინერგისტს. მათი ერთდროული გამოყენება არსებითად ზრდის ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook