ტრიმებუტინი – TRIMEBUTINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ჩვენებები
სწორი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ნებისმიერი კოლონოპათიები;
გასტროდუოდენიტები, პეპტიური წყლულები, წამლისმიერი გასტროპათიები;
დისფაგია, დესპეფისური სინდრომები;
გულისრევა და ღებინება;
ახალშობილებში, უმცროსი ასაკის ბავშვებში – რეგურგიტაცია, ღებინება, აგრეთვე დისპეფსიური, ტოქსიური, ინფექციური და აცეტენემიური ეთიოლოგიის აბდომინალური დარღვევები.
ქირურგიული ჩვენება:
წვრილი ნაწლავების ოპერაციისშემდგომი ატონია;
ოპერაციისშემდგომი სლოკინი, გულისრევა და ღებინება.

დიაგნოსტიკური ჩვენება:
გასტროდუოდენოგრაფია-პილორულ ნაწილში საკვების ევაკუაციის დარღვევის დროს;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოსკოპიული გამოკვლევა;

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებს ენიშნებათ ყოველდღიურად საშუალოდ 300-400 მგ.
ბავშვებში დოზის დადგენა ხდება ასაკთან მიმართებაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანზე ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, მკურნალობა ტარდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში ტრიმედატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება
ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღწერილი არ არის

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook