ბავშვები და ზღვა

ბავშვები დასასვენებლად. ზღვა, მზე, სანაპირო

ბავშვები და ზღვაშვებულების გატარება ბავშვთან ერთად – შესანიშნავი საშუალებაა მისი გაჯანსაღებისთვის, დაავადებების მიმართ მდგრადობის ასამაღლებლად, პატარასთან დასაახლოვებლად, შეგიძლიათ ასწავლოთ უამრავი რამ – ცურვა, მზის ქვეშ ნებივრობა, ყვინთვა, ქვიშებისგან კოშკების აშენება და სხვა. ამასთანავე, უნდა იყოთ ფრთხილად, რათა დასვენებამ ზიანი არ მიაყენოს.

♦ ბავშვები მზის ქვეშ

იმისათვის, რომ ასწავლონ ბავშვებს, მშობლებმა თავად უნდა იცოდნენ ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება არსებობდეს ზღვაზე ბავშვთან ერთად დასვენების დროს. უპირველეს ყოვლისა, ზღვაზე წასვლამდე უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. 1 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ თერმორეგულაციის პრობლემები, ამიტომ შედარებით მეტი რისკია რომ მიიღონ მზის დარტყმა ან გადახურება; მათი მზეზე ყოფნის პერიოდი უნდა შემოიფარგლოს მოკლევადიანი შუალედებით და ჩრდილიანი ადგილებით.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ძნელად გამომუშავდება მელანინი, რომლის წყალობითაც მიიღება რუჯი; სწორედ ამიტომ ისინი ადვილად იღებენ დამწვრობას. იმისათვის კი, რომ აქტიურად გამომუშავდეს D ვიტამინი, საკმარისია ჩრდილში ყოფნა. ყველაზე პატარებს შეუძლიათ ბანაობა დაიწყონ 22-24 გრადუსის მქონე წყალში, ყოველ შემთხვევაში არანაკლებ 20 გრადუსისა.

რეკომენდაციების მიუხედავად, რთულია 2-3 წლის ბავშვი ერთ ადგილზე გააჩერო. რა თქმა უნდა არიან ბავშვები, რომელთაც ურჩევნიათ მთელი დღე ქოლგის ქვეშ ჯდომა და ზღაპრების მოსმენა; თუმცა ბავშვების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს მზიან სანაპიროზე სირბილს და წყალში ყოფნას. უფროსი ასაკის ბავშვებს კი ჩრდილში საერთოდ ვერ გააჩერებ. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს და მინიმუმამდე შევამციროთ სანაპიროზე დასვენების საშიში შედეგები?

ყველაზე პატარებისთვის სრულიად საკმარისი გასაბერი აუზი, რომელშიც წყალი მზეზე სწრაფად ცხელდება. ასევე, შეიძლება მისი გადატანა ჩრდილში. მასში მოცურავე სათამაშოები და საბავშვო ფორმები გაართობს პატარას გარკვეული დროით. ცხელი დღის განმავლობაში სანაპიროზე მყოფმა ბავშმა ბევრი სითხე უნდა მიიღოს – წვენი, წყალი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გაზიანი სასმელი.

სხვა რეკომენდაციები ეხება ნებისმიერი ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს.


♦ მომზადება სანაპიროზე წასვლის წინ

ოჯახური დასვენება – არც ისე მარტივი საქმეა, როგორიც გვინდა რომ იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში გულგრილობას თან მოსდევს მძიმე შედეგები, რომელთა თავიდან აცილება უფრო ადვილია. ამიტომ, უნდა მოემზადოთ ხარისხიანად.

  • ზოგჯერ ქოლგის ან ტენტის წაღება ვერ ხერხდება და მისი შეძენა ადგილზე უფრო იაფია, ვიდრე ყოველდღიურად დაქირავება
  • წაიღეთ ბავშვისთვის პირსახოცი და სანაპირო საცვლების ნაკრები, რათა დასველების შემთხვევაში გამოუცვალოთ
  • არ დაგავიწყდეთ ბავშვისთვის შეიძინოთ მზისგან დამცავი სათვალე და ასაკის შესაბამისი დამცავი კრემი
  • თან იქონიეთ მშრალი და სველი სალფეთქი
  • მიუხედავად იმისა რომ ბავშვს მარტო არ ტოვებთ წყალში, მაინც იქონიეთ დამცავი საშუალებები – რგოლი, ჟილეტი, სახელურები
  • მკვეთრი ფერის თავსაბურავი არა მხოლოდ დაიცავს ბავშვს მზისგან, არამედ საშუალება გექნებათ არ დაგეკარგოთ მხედველობის არიდან
  • თუ სანაპირო ან ზღვის ფსკერი ქვიანია, იქონიეთ კარგად ფიქსირებადი სანდლები
  • ჩაუტარეთ ბავშვს ტეტანუსის აცრა
  • აუცილებლად, ყოველთვის თან ატარეთ სანაპიროზე სასმელი წყალი და აფთიაქი

♦ აუცილებელი მინიმუმი რაც თან უნდა წაიღოს მშობელმა ბავშვთან ერთად დასვენების დროს:

  • მზისგან დამცავი სპრეი ან კრემი
  • გამგზავრების წინ არ დაგავიწყდეთ თურმანიძის მალამოების შეძენა
  • ბაქტერიოციდული პლასტირი, წყალბადის ზეჟანგი და სტერილური ბამბა
  • ანტიჰისტამინური პრეპარატები რომელიმე მწერის ან ფუტკრის ნაკბენის ალერგიის შემთხვევისთვის

სანაპიროზე ბავშვი ბევრს მოძრაობს, ამიტომ ხშირად უნდა ჭამა. საკვებიდან წაიღეთ ის, რაც არ გაფუჭდება: ორცხობილა, ფუნთუშა, ბოსტნეული, ხილი, განსაკუთრებით წვნიანი ხილი, რომელსაც შეუძლია დაკარგული სითხის შევსება (მაგ: საზამთრო, მსხალი, ატამი, ვაშლი, ყურძენი და სხვა).


♦ ადგილის შერჩევა სანაპიროზე

უმჯობესია ბავშვთან ერთად დაისვენოთ კარგად აღჭურვილ სანაპიროზე; არა მხოლოდ ტენტისა და საშხაპის გამო, არამედ სისუსფთავის თვალსაზრისით (სადაც ასუფთავებენ ნაგვისგან და არ არის დაშვებული ძაღლით სეირნობა, შესაბამისად ნაკლებია პარაზიტებით დასნებოვნების შანსი).

შეამოწმეთ, ხომ არ არის ტერიტორიაზე მინები, მავთულები და სხვა სახიფათო ნივთები. თუ არის არჩევანის საშუალება, უპირატესობა მიანიჭეთ ქვიშიან სანაპიროს, რადგანაც იქ ნაკლებია სითბური დარტყმის მიღების რისკი, გაცხელებული ქვიშა ნაკლებად წვავს ტერფებს, ვიდრე ქვა.

ვიდრე ბავშვს დართავთ ბანაობის უფლებას, უმჯობესია ჯერ თვითონ შეხვიდეთ წყალში და შეარჩიოთ მონაკვეთი ჩაღრმავებების და ქვების გარეშე.

უმჯობესია, თუ არ გაჩერდებით სანაპიროს ატრაქციონების ახლოს, ვინაიდან ისინი ზოგჯერ ძალიათ სახიფათოა და არ არის ბავშვებისთვის განკუთვნილი, პატარა კი აუცილებლად დაიწყებს წუწუნს, რომ უნდა სკუტერით გასეირნება. ასევე, თავი აარიდეთ ხმაურიან ან მსმელ კომპანიას, ადრე თუ გვიან ვინმე შეიძლება ძალიან დათვრეს და დაიწყოს ჩხუბი.


♦ ძირითადი წესები სანაპიროზე მყოფი მშობლებისთვის

როდესაც ბავშვთან ერთად ისვენებთ, მუდმივად ფხიზლად უნდა იყოთ. რას ნიშნავს ეს?

  • არ მიიღოთ ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ყურადღება გაგეფანტებათ და ბავშვს დაკარგავთ მხედველობის არიდან
  • ნუ დარჩებით სანაპიროზე დილის 11 სთ-ის შემდეგ და ნუ მიხვალთ სანაპიროზე საღამოს 4 სთ-მდე, ვინაიდან მზის ენერგიას შეუძლია ბავშვს ზიანი მიაყენოს
  • მონაცვლეობით ამყოფეთ ბავშვი მზეზე და ჩრდილში; დაიწყეთ 5 წთ-იანი მზის აბაზანებით და 20 წთ-იანი შესვენებით, ყოველდღიურად გაზარდეთ მზეზე დაყოვნების პერიოდი რამოდენიმე წუთით
  • ბავშვის ყოველი ბანაობის შემდეგ წაუსვით მზისგან დამცავი კრემი და ჩააცვით მშრალი საცვლები. უმჯობესია პატარა გოგონებმაც იბანავონ მხოლოდ ქვედა საცვლებით და არა მთლიანი საცურაო კოსტუმით, რადგანაც მისი 1 სთ-ზე მეტი ტარების შემთხვევაში დიდია ფილტვების ანთების განვითარების რისკი
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა მუდმივად ატაროს ქუდი
  • დაალევინეთ ბავშვს რაც შეიძლება მეტი წყალი
  • ბავშვი წყალში შეიყვანეთ ფრთხილად ხელში აყვანილმა
  • ბანაობა დააწყებინეთ 2-3 წთ-დან და თანდათან გაზარდეთ 10 წთ-მდე. ოპტიმალურად ითვლება ბანაობა საათში ერთხელ
  • ბავშვთან ერთად იბანავეთ ჭამიდან არანაკლებ ნახევარი საათის შემდეგ
  • ასწავლეთ ბავშვს არ შევიდეს ღრმა წყალში, მაქსიმუმ გულმკერდის დონემდე
  • მუდმივად ახლოს იყავით ბავშვთან; გახსოვდეთ, რომ გასაბერი სათამაშოები არ იძლევიან უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას
  • ბავშვთან ერთად ზღვაზე დასასვენებლად წადით არანაკლებ ერთი თვით, რადგან პირველი 2 კვირა სჭირდება ადაპტაციას
  • უნდა შეგეძლოთ გაუწიოთ პირველადი დახმარება ტრავმების და მზის დარტყმების დროს; გქონდეთ მინიმალური ცოდნა წყალში გადასარჩენად

თუ ბავშვის ასაკი ხელს გიწყობთ, დაიწყეთ ცურვის სწავლება. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად გადაავლეთ სუფთა  წყალი. თუ მუდმივად ახლოს იქნებით ბავშვთან, დასვენება იქნება სრულიად უსაფრთხო, სასიამოვნო და სასარგებლო. გადასვლა >> ბავშვი; საზაფხულო პოსტები


 

Share this...Share on Facebook
Facebook