ულგანოლი / Ulganol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები, რეპელენტები
შემადგენლობა
100 გ
მენთოლი…………… 2 გ
მიხაკის ზეთი…………. 0.5 გ
არნიკა მონტანას ექსტრაქტი…. 5 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ალკოჰოლი, პოლისორბიდი 80, გლიცერინი 95,5%, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, Fragrance, CL 42090, წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მწერების ნაკბენით გამოწვეულ ანთებით პროცესს მომენტალურად ხსნის. იგი ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის კანზე არასასიამოვნო შეგრძნებას და სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებას. პრეპარატს გააჩნია შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის კანზე.

ჩვენებები
მწერების ნაკბენით გამოწვეული ანთებითი პროცესების მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი დაიტანება მწერის ნაკბენის ადგილას ყოველ საათში ერთხელ, სანამ სრულად არ გაქრება კანის ქავილი და წვის შეგრძნება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ჟელე 35გ ტუბი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: გემი,  პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian