ულცეპრაზოლი / ULCEPRAZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რაბეპრაზოლი/rabeprazole

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

შემადგენლობა
ერთი ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ნატრიუმის რაბეპრაზოლს, რაც შეესაბამება 18.84მგ რაბეპრაზოლს
და დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა 0.03685გ
სახამებელი 0.03249გ
მაგნიუმის სტეარატი 0.00095გ
პოლივინილპიროლიდონი 0.00366გ
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 0.00523გ
ტალკი 0.0006გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002გ
FD&C Blue No.1 saRebavi 0.00002გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზიმიდაზოლის წარმოებული ანტისეკრეტორული პრეპარატი. თრგუნავს ფერმენტ H+/K+-ATP-აზას აქტივობას, რითაც ახდენს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ბლოკირებას. გამღიზიანებლის წარმოშობის მიუხედავად პრეპარატი აქვეითებს მარილმჟავას როგორც ბაზალურ ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. რაბეპრაზოლ ნატრიუმი წარმოადგენს სუსტ ფუძეს და ამიტომ სწრაფად ადსორბირდება და ხვდება პარიეტალური უჯრედების მჟავა გარემოში. პრეპარატის პირველივე დოზის მიღებიდანვე მნიშვნელოვნად მცირდება, როგორც ბაზალური ასევე საკვებით სტიმულირებული მარილმჟავას სეკრეცია. ეს ეფექტი გრძელდება 48 საათის განმავლობაში. ანტისეკრეტორული მოქმედება უფრო ძლიერდება პრეპარატის თითო ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას. სტაბილური მჟავა-დამთრგუნველი ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ. მკურნალობის დამთავრებისას სეკრეტორული აქტივობა აღდგება 2-3 დღის განმავლობაში. დადგენილია ულცეპრაზოლის მაღალი ბაქტერიოციდული ეფექტი H. Pylori-ს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 3.5 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%. სისხლის ცილებთან შეკვრადობა შეადგენს 97%. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 1 საათს. პრეპარატის 90% გამოიყოფა შარდის საშუალებით, დანარჩენი განავალით.

ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეფლუქს ეზოფაგიტი (მ.შ. პროფილაქტიკა), ქრონიკული გასტრიტი, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი (20 მგ) დღეში ერთჯერ. პაციენტების უმრავლესობაში (90% -ზე მეტი) წყლულის შეხორცება ხდება 1 თვის განმავლობაში, მაგრამ რიგ შემთხვევებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 4-6 კვირის განმავლობაში. დაავადების სიმძიმის მიხედვით და H. Pყლორი-თ ინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დღეში 2-ჯერ პირველი 7-10 დღის განმავლობაში, სხვა ბაქტერიოციდულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები
ულცეპრაზოლით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შესაძლებელია თავის ტკივილი, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, იშვიათად მულტიფორმული ერითემა და ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პარესთეზიები, ანგიოედემა, მხედველობის გაუარესება, ფოტოსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ტემპერატურული რეაქცია, ღვიძლის დისფუნქცია, ბრონქოსპაზმი, ნეფრიტი, მენტალური დარღვევები, მძიმე შემთხვევებში დეპრესია ან ჰალუცინაცია.

უკუჩვენება
ავთვისებიანი სიმსივნეები და ღვიძლის დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
სიფრთხილე: პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას უნდა გამოირიცხოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები, რადგანაც მკურნალობამ შეიძლება დაფაროს დაავადების სიმპტომები.

პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის ეფექტს. ულცეპრაზოლი აძლიერებს ვარფარინის მოქმედებას. ულცეპრაზოლის მოქმედებით ქვეითდება კეტოკონაზოლის და ინტრაკონაზოლის აბსორბცია. პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს საგულე გლიკოზიდების პლაზმური კონცენტრაცია, ძლიერდება ტრანკვილიზატორების ეფექტი, ესტროგენების და პროგესტაგენების მეტაბოლიზმი.
სუკრალფატი ამცირებს ულცეპრაზოლის აბსორბციას. ულცეპრაზოლი ზრდის ტაკროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაიღეჭვა ან გაიყოფა.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 20მგ ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: გამა,  საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook