უნიკრეონი D / UNICREON D

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პანკრეატინი, დიმეთიკონი/pancreatine, dimethicone

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება
პანკრეატინი 170 მგ (ლიპაზა 6500სე, ამილაზა 5500სე, პროტეაზა 400სე).
დიმეთიკონი – 80 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, რკინის ოქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი, საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტული პრეპარატი. აკომპენსირებს კუჭქვეშა ჯირკვლის შიდასეკრეტორული ფუნქციის უკმარისობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას.
პანკრეატინი –საკლავი პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლის ფხვნილი, რომელიც შეიცავს ისეთ ფერმენტებს, როგორიცაა ლიპაზა, ალფა-ამილაზა, პროტეაზა, ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი და სხვ. პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ამილაზა, ლიპაზა, პროტეაზა აუმჯობესებს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მონელების პროცესს და ხელს უწყობს მათ სრულ შეწოვას წვრილ ნაწლავში.
ლიპაზა შლის ცხიმოვან მჟავებს ტრიგლიცერიდების 1 და 3 პოზიციებზე. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც წარმოიქმნება ამგვარი დაყოფისას, შეიწოვება ძირითადად წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან ნაღვლის მჟავების მონაწილეობით. ტრიფსინი წარმოიქმნება ტრიფსინოგენიდან ენტეროკინაზას მოქმედებით წვრილ ნაწლავში. არღვევს პეპტიდებს შორის კავშირებს, რომლებშიც მონაწილეობს ლიზინი ან არგინინი. კლინიკური გამოკვლევების შედეგებით ტრიფსინი აინჰიბირებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციას უკუკავშირის მექანიზმით. არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთ გამოკვლევაში აღწერილი პანკრეატინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი სწორედ ამასთან არის დაკავშირებული. ალფა-ამილაზა, ისევე როგორც ენდოამილაზა, ყოფს გლუკოზის შემცველ პოლისაქარიდებს.
დიმეთიკონი ამცირებს წვრილ ნაწლავში გაზების წარმოქმნას და ხელს უშლის მათ მომატებულ დაგროვებას. დიმეთიკონი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა, ამცირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ გახეთქვას.
პანკრეატინი და დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები
• კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (შიდასეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა), მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტები და კუჭის აქილია;
• საჭმლის მონელების დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას;
• საჭმლის მონელების დარღვევები კუჭზე და წვრილ ნაწლავზე ოპერაციის შემდეგ, განსაკუთრებით, თუ ეს დაავადებები დაკავშირებულია აირების მომატებულ წარმოქმნასთან და გაზების დაგროვებასთან ნაწლავებში (მეტეორიზმი).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი ყოველი საკვების მიღებაზე.
12 წლის ასაკიდან ბავშვებში დოზირების რეჟიმი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.
პრეპარატი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (პრეპარატის რომელიმე კომპონენტის აუტანლობისას).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერურიკოზურია, შარდმჟავას დონის მომატება სისხლის პლაზმაში.

უკუჩვენება
12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მწვავე პანკრეატიტის ადრეულ სტადიებზე და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავებისას, აგრეთვე გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტოზური უკმარისობის დროს და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფის განვითარებაზე ტოქსიკური მოქმედების შესახებ არ არსებობს. თუმცა, ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მისი დანიშვნისას.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას შეიძლება გამოყენება ჩვენებების შესაბამისად.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაგნიუმის კარბონატის და/ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდური პრეპარატების იმავდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიმეთიკონის ეფექტურობის შემცირება.
პანკრეატინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 20ºC-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: ევრომედიკალი, საქართველო

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №24

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook