უპსავიტი ვიტამინი C – UPSAVIT VITAMIN C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ასკორბინის მჟავა/ASCORBIC ACID

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.
1 ტაბ.
ასკორბინის მჟავა……………… 1 გ
დამხმარე ნივთიერება: ნატურალური ფორთოხლის არომატიზატორი.
საღეჭი ტაბლეტები: ტუბში 15 ტაბ. შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.
1 ტაბ.
ასკორბინის მჟავა………………         500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რიბოფლავინის ფოსფატი, ფორთოხლის არომატიზატორი, შაქრის შემცვლელი – ასპარტამი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) წარმოადგენს სიცოცხლისათივს აუცილებელ ელემენტს; ვიტამინ C-ზე ორგანიზმის მოთხოვნილების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარე წყაროების ხარჯზე. გარკვეულ შემთხვევაში ვიტამინ C-ზე მოთხოვნილება იზრდება მაგალითად, აქტიური ზრდის პროცესში ან გამოჯანმრთელების პერიოდში, ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.

ჩვენებები:
უფსავიტი რეკომენდებულია სისუსტის, მომატებული დაღლილობის ინფექციური დაავადების, გრიპის მკურნალობისას, აგრეთვე გამოჯანმრთელების პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტები (1 გ): 1-2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით ან დღის I ნახევარში 5-7 დღის განმავლობაში. მიღების წინ ტაბლეტი იხსნება 1/2 ჭიქა წყალში.
გამოყენების შემდეგ ტუბი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.
საღეჭი ტაბლეტი (500 მგ): 2-3 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით ან დღის I ნახევარში 5-7 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები:
მუცლის ტკივილი, ფაღარათი, შარდის გამოყოფის გაძნელება, შარდის მოყვითალო შეფერილობა.
უმარილო ან მარილის დაბალი შემცველობის დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 283 მგ ნატრიუმს.
ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლის ინსულინარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენება:
* არ ინიშნება მაღალი დოზებით: შაქრიანი დიაბეტის, თრომბოფლებიტების, თრომბოზებისადმი მიდრეკილების სისხლის შედედების მომატებული უნარის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება დღის ბოლოს.
♦ დიდი დოზებით მიღებისას კორტიკოსტეროიდების სინთეზის მასტიმულირებელი ეფექტის გამო, აუცილებელია არტერიული  წნევისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას.
– თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას;
– აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს;
– ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C-ს შეთვისების უნარს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook