უროსტიმი / UROSTIM

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა
უროსტიმის ერთი ტაბლეტი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს 50 მგ ლიოფილიზირებულ მკვდარ ბაქტერიებს:
Еscherichia coli 29 – 3×109 ბაქტერიული უჯრედი;
Еscherichia coli J5 – 3×109 ბაქტერიული უჯრედი;
Proteus mirabilis,  Klebsiella pneumoniae, EnterºCºCcus faecalis – თითოეული მიკროორგანიზმისთვის 0.4×109 ბაქტერიული უჯრედი და დექსტრანი 40 – სტაბილიზატორის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ხორბლის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.

მოქმედების მექანიზმი

უროსტიმი პოლიბაქტერიული იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც ზრდის ორგანიზმის ბუნებრივ რეზისტენტობას და სპეციფიკურ იმუნიტეტს უროგენიტალური ტრაქტის სხვადასხვა სახის ინფექციების დროს. უროსტიმი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას ჰუმორულ  და უჯრედულ დონეზე, ხელს უწყობს სისტემური იმუნიტეტისა და ლოკალურად იმუნური პასუხის აქტივაციას.

ჩვენება
უროსტიმი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
გამოიყენება მოზრდილებში მწვავე, მორეციდივე და ქრონიკული არასპეციფიკური უროგენიტალური ინფექციების იმუნოთერაპიისა და პროფილაქტიკისთვის, მიუხედავად ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმებისა.
პრეპარატის მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ცისტიტების, პიელონეფრიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის, უსიმპტომოდ მიმდინარე ბაქტერიურიის და ა.შ დროს.
საჭიროებისას უროსტიმი ინიშნება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. უროსტიმის დანიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა პაციენტებში, რომელთაც ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე აღენიშნებათ დაქვეითებული იმუნური აქტივობა.

უკუჩვენება
– აუტოიმუნური დარღვევები მომატებული ანტისხეულების სინთეზით;
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
უროსტიმი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ცელიაკიით დაავადებულებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
უროსტიმის დანიშვნა ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
უროსტიმისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის. შესაძლებელია მისი დანიშვნა სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მათ შორის ანტიბიოტიკებთან.

დოზირება და მიღების წესი
როგორც წესი, პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე.
მოზრდილებში მწვავე უროგენიტალური ინფექციების დროს, Aანტიბიოტიკებით მკურნალობასთან ერთად, ინიშნება 1 ტაბლეტი უროსტიმი დილით, უზმოზე. მკურნალობა გრძელდება სიმტომების გაქრობამდე, მაგრამ არა ნაკლებ 10 დღის განმავლობაში.
ქრონიკული და მორეციდივე უროგენიტალური ინფექციების დროს – 1 ტაბლეტი დილით, უზმოზე, 2-3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში უროსტიმით მკურნალობა შესაძლებელია განახლდეს 3 თვის შემდეგ.
უროსტიმი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოსტ-ქირურგიული გართულებების პროფილაქტიკისთვის. ამ შემთხვევაში  პრეპარატის მიღება იწყება ოპერაციამდე ერთი თვით ადრე და გრძელდება ოპერაციის შემდგომ კიდევ ერთი თვის განმავლობაში – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, არაა საჭირო პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება. ასეთ შემთხვევაში ხდება გამოტოვებული დოზის უგულებელყოფა და მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში უროსტიმის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 50მგ ტაბლეტი №10; №30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook