უროტოლი / Urotol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტოლტეროდინი /tolterodine

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდსადენი გზების გლუვი კუნთების ტონუსის დამაქვეითებელი პრეპარატები,  მ-ქოლინობლოკატორები

შემადგენლობა
შეფუთვაში 56 ც.
1 ტაბ.
ტოლტეროდინის ჰიდროტარტრატი…. 1 მგ
1 ტაბ.
ტოლტეროდინის ჰიდროტარტრატი…. 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
გარსი: 1 მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი.
2 მგ ტაბლეტები: ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
როგორც ტოლტეროდინი, ისევე მისი 5-ჰიდროქსიმეთილური წარმოებული, მაღალსპეციფიურია მუსკარინული რეცეპტორების მიმართ, კონკურენტულად აბლოკირებს მ-ქოლინორეცეპტორებს უმაღლესი სელექტიურობით შარდის ბუშტის რეცეპტორების მიმართ (სანერწყვე ჯირკვლების რეცეპტორებთან შედარებით). პრეპარატი აქვეითებს შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსს, დეტრუზორის კუმშვადობის აქტივობას, ასევე ამცირებს ნერწყვდენას.
თერაპიულზე მაღალი დოზების მიღებისას იწვევს შარდის ბუშტის არასრულ დაცლას და ზრდის დარჩენილი შარდის რაოდენობას.
ტოლტეროდინის თერაპიული ეფექტი მიიღწევა 4 კვირაში.
ტოლტეროდინი არ აინჰიბირებს CYP2D6, 2C19, 3A4 და 1A2.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პრეპარატის შიგნით მიღებისას ტოლტეროდინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ). შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. თერაპიული დოზების ინტერვალით (1-4 მგ) მიღებისას არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება სისხლის შრატში Cmax მნიშვნელობასა და პრეპარატის დოზას შორის. ტოლტეროდინის სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს 65%-ს CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში და 17%-ს პაციენტთა უმრავლესობაში.
საკვები არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ ტოლტეროდინის კონცენტრაცია იზრდება მისი საკვებთან მიღებისას.
განაწილება: ტოლტეროდინი და 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტი უკავშირდება უპირატესად ოროზომუკოიდს. შეუკავშირებელი ფრაქციები შეადგენს 3,7% და 36%, შესაბამისად. ტოლტეროდინის განაწილების მოცულობა შეადგენს 113 ლ.
ტოლტეროდინისა და 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის ცილებთან შეკავშირების განსხვავების გამო ტოლტეროდინის მრუდის ქვეშ ფართობი ~კონცენტრაცია – დროს~ (AUC) CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში ახლოსაა ტოლტეროდინისა და 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის AUC სიდიდეების ჯამთან პაციენტთა უმრავლესობაში დოზირების ერთნაირი რეჟიმის დროს. აქედან გამომდინარე, პრეპარატის უსაფრთხოება, ამტანობა და კლინიკური ეფექტი არ არის დამოკიდებული CYP2D6 აქტივობაზე.
მეტაბოლიზმი: ტოლტეროდინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში პოლიმორფული ფერმენტი CYP2D6 საშუალებით ფარმაკოლოგიურად აქტიური 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელიც შემდეგ მეტაბოლიზდება 5-კარბონის მჟავა და N-დეზალკილირებულ 5-კარბონის მჟავამდე. 5-ჰიდროქსიმეთილურ მეტაბოლიტს აქვს ტოლტეროდინის მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებები და უმრავლეს ავადმყოფში არსებითად აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას.
დაქვეითებული მეტაბოლიზმის (CYP2D6 უკმარისობით) მქონე პირებში ტოლტეროდინი განიცდის დეზალკილირებას CYP3A4 იზოფერმენტებით N-დეზალკილირებული ტოლტეროდინის წარმოქმნით, რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა. გამოყოფა: შრატში ტოლტეროდინის სისტემური კლირენსი უმრავლეს პაციენტში შეადგენს დაახლოებით 30ლ/სთ. პრეპარატის მიღებისას ტოლტეროდინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 2-3 საათს, ხოლო 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის თ1/2 – 3-4 საათს. დაქვეითებული მეტაბოლიზმის მქონე პირებში T1/2 დაახლოებით 10 საათია. საწყისი შეერთების კლირენსის დაქვეითება CYP2D6 უკმარისობის მქონე პირებში იწვევს ტოლტეროდინის კონცენტრაციის გაზრდას (დაახლოებით 7-ჯერ) გამოვლენას დაუქვემდებარებელი 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის კონცენტრაციების ფონზე. ტოლტეროდინის დაახლოებით 77% გამოიყოფა შარდთან და 17 % – განავალთან. დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი სახით და დაახლოებით 4% – 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის სახით. 5-კარბონის მჟავა და N-დეზალკილირებული 5-კარბონის მჟავა შეადგენს, შესაბამისად, შარდთან გამოყოფილი რაოდენობის დაახლოებით 51% და 29%. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ პირობებში ტოლტეროდინისა და მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის AUC სიდიდე იზრდება დაახლოებით 2-ჯერ ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით.
ტოლტეროდინისა და 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის AUC საშუალო სიდიდე 2-ჯერ მაღალია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (გორგოლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ). პლაზმაში სხვა მეტაბოლიტების შემცველობა ამ პაციენტებში მნიშვნელოვნად მაღალია (12-ჯერ). ამ მეტაბოლიტების AUC მომატების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.

ჩვენებები
შარდის ბუშტის ჰიპერრეფლექსია (ჰიპერაქტივობა, არასტაბილურობა), რომელიც ვლინდება მოშარდვის ხშირი, იმპერატიული სურვილით და/ან შარდის შეუკავებლობით.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით 2 მგ 2-ჯერ დღეში, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. პრეპარატის საერთო დოზა შეიძლება შემცირდეს 2 მგ-მდე დღე-ღამეში, პრეპარატის ინდივიდუალურ ამტანობაზე დამოკიდებით.
ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, ასევე კეტოკონაზოლთან ან CYP3A4 სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებისას რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება 1 მგ-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
თერაპიის ეფექტურობა განმეორებით უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში.

გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება (ძალიან იშვიათად). ნერვული სისტემის მხრივ: ნერვოზულობა, გონების დაკარგვა, ჰალუცინაციები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია, თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალების სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, მომატებული გულის ცემა, არითმია (იშვიათად).
კნტ მხრივ: სიმშრალე პირის ღრუში, დისპეფსია, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ღებინება, იშვიათად – გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
კანის საფარის მხრივ: კანის სიმშრალე.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდვის შეკავება.
სხვა: მომატებული დაღლილობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, ბრონქიტი, სხეულის მასის მომატება.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– შარდვის შეკავება;
– მკურნალობას დაუქვემდებარებელი დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
– მიასთენია გრავის;
– მძიმე წყლულოვანი კოლიტი;
– მეგაკოლონი;
– 18 წლამდე ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქვედა შარდგამომყოფი გზების გამოხატული ობსტრუქციის შემთხვევაში შარდვის შეკავების რისკთან დაკავშირებით, კნტ პერისტალტიკის დაქვეითების მომატებული რისკის, კნტ ობსტრუქციული დაავადებების (მაგალითად, კუჭის გასავლის სტენოზი), თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის (დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ-ს), ნევროპათიის, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ტოლტეროდინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. იმის გამო, რომ ტოლტეროდინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ ცნობები არ არსებობს, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
შვილოსნობის ასაკის ქალებმა ტოლტეროდინით თერაპიის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფპციის საიმედო მეთოდები.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს მოშარდვის ხშირი და იმპერატიული სურვილის ორგანული მიზეზები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში მკურნალობის დაწყება შეიძლება მხოლოდ საიმედო კონტრაცეპციის გამოყენების პირობით.
ამ მომენტისათვის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რაც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და კარგ მხედველობას (შეიძლება გამოიწვიოს აკომოდაციის დარღვევა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: აკომოდაციის პარეზი, მიდრიაზი, შარდვის მტკივნეული სურვილი, ჰალუცინაციები, ძლიერი აგზნება, კრუნჩხვა, სუნთქვის უკმარისობა, ტაქიკარდია, QT ინტერვალოს გახანგრძლივება, შარდის შეკავება.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი. ჰალუცინაციების, ძლიერი აგზნების განვითარებისას – ფიზოსტიგმინი, კრუნჩხვების ან გამოხატული აგზნების დროს – ბენზოდიაზეპინის სტრუქტურის ანქსიოლიტიკები, სუნთქვის განვითარებული უკმარისობის დროს – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ტაქიკარდიის დროს – ბეტა-ადრენობლოკატორები, შარდის შეკავების დროს – შარდის ბუშტის კატეტერიზაცია, მიდრიაზის დროს – პილოკარპინი თვალის წვეთებში და/ან პაციენტის გადაყვანა ბნელ ოთახში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მოერიდეთ ტოლტეროდინის ერთდროულად მიღებას CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორებთან, მაგალითად, მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და მიკონაზოლი), პროტეაზის ინჰიბიტორებთან სისხლის შრატში ტოლტეროდინის კონცენტრაციის მომატების შესაძლებლობის გამო, რაც ზრდის პრეპარატის დოზის გადაჭარბების რისკს. მუსკარინული ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტები აქვეითებს ტოლტეროდინის ეფექტურობას.
ანტიქოლინერგული თვისებების მქონე სამკურნალო სასუალებები აძლიერებს გვერდითი მოვლენების მოქმედებას და ზრდის მათი განვითარების რისკს.
პრეპარატი ასუსტებს პროკინეტიკების (მეტოკლოპრამიდი, ციზაპრიდი) მოქმედებას. შესაძლებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პრეპარატებდან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტებით (ინდუქტორებით და ინჰიბიტორებით).
ფლუოქსეტინთან (CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორი – მეტაბოლიზდება ნორფლუოქსეტინამდე, რომელიც წარმოადგენს CYP3A4 ინჰიბიტორს) ერთდროულად მიღება იწვევს ტოლტეროდინისა და მისი აქტიური 5-ჰიდროქსიმეთილური მეტაბოლიტის საერთო AUC მხოლოდ უმნიშვნელო მომატებას, რაც არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას.
არ არსებობს ურთიერთქმედება ვარფარინთან და კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან (რომლებიც შეიცავს ეთინილესტრადიოლს/ლევონორგესტრელს).
ტოლტეროდინი არ წარმოადგენს CYP2D6, 2C19, 3A4, 1A2 ინჰიბიტორს, ამიტომ ტოლტეროდინთან კომბინაციაშია მიღებისას მოსალოდნელი არ არის სისხლის პლაზმაში იმ პრეპარატების დონის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება მოცემული იზოფერმენტებით.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 2მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №56, 1მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №56

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Zentiva,  ჩეხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook