ურო-ვაქსომი – URO-VAXOM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 და 90 ც.
1 კაფს.
ლიოფილიზირებული ფხვნილი
Escherichia coli………………………      6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი, პროპილგალატი (E310), ნატრიუმის გლუტამატი, მანიტოლი, რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ურო-ვაქსომი წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს. იგი არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს T-ლიმფოციტების სტიმულაციას და ენდოგენური ინტერფერონის ინდუცირების პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა: არ არის ცნობილი.

ჩვენებები:
იყენებენ საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და საშარდე გზების მწვავე ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მისაღებად ენიშნებათ თითო კაფულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 3 თვის განმავლობაში.
მწვავე პერიოდში – თითო კაფსულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 10 დღის განმავლობაში ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება დაახლოებით 4%-ში.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.
დერმატოლოგიური რეაქციების მხრივ: ეგზანთემა.
მსუბუქი ხველა, ალერგიული რეაქციები, ამ დროს სასურველია შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
* 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები:
ავტოტრანსპორტის მძღოლებში, პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა.

ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: OM PHARMA, შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook