ურსოსანი – URSOSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ურსოდეოქსიქოლის მჟავა/ ursodeoxycholic acid

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული  საშუალება, ნაღვლმდენი  და  ქოლელითიაზური მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 10 და 50 ც.
1 კაფს.
ურსოდეოქსიქოლის მჟავა………….  250 მგ

ჩვენებები:
ქოლესტერინული კონკრემენტები ნაღვლის ბუშტში (იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით ვერ ხერხდება მათი მოცილება);
ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
მწვავე ჰეპატიტი;
ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური საშუალებებით გამოწვეული) დაზიანებები;
ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;
ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
სანაღვლე გზების დისკინეზიები;
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.

მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება დასალევად მცირეოდენ სითხესთან ერთად.
ნაღვლის
კონკრემენტების
გახსნის
მიზნით,
აგრეთვე
ღვიძლის
მწვავე
და
ქრონიკული
დაავადებების
სამკურნალოდ იყენებენ ურსოსანის 10 მგ/კგ-ს დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ურსოსანის
მიღების ხანგრძლივობა
ქოლესტერინული
წარმოშობის
ნაღვლის
კონკრემენტების
დაშლის
მიზნით
შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურსოსანის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კონკრემენტების შემცირების პროცესი, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.
ღვიძლის
ქრონიკული
დაავადებების
დროს ურსოსანით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვიდან 2 წლამდე.
ჩვეულებრივ პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.
ბილიარული
რეფლუქსგასტრიტის
და
რეფლუქსეზოფაგიტის
სამკურნალოდ ინიშნება პრეპარატის 250 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია დიარეა, კანის ქავილი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ნაღვლის კონკრემენტების კალცინირება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
* ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;
* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის  დაავადება;
* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;
* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:
ურსოსანის მიღების დროს ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
◄ კონკრემენტები უნდა იყოს სუფთა ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური),
◄ მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;
◄  ნაღვლის ბუშტის ფუნქცია, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
◄ გარდა ამისა, პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა პერიოდულად (თვეში ერთხელ) ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრის მიზნით სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
◄ მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, სანაღვლე გზების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.
◄ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.
◄  ურსოსანით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქოლესტირამინი, ქოლესტიროლი და ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, აქვეითებენ ურსოდეოქსიქოლის მჟავას აბსორბციის პროცესს და ურსოსანის ეფექტურობას, აღნიშნულის გამო ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ურსოსანთან ერთად მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

გაფრთხილება