ურტიდინი / Urtidin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები:
•           დამხმარე სამკურნალო საშუალება დაცლის სიმპტომებისათვის (შარდის ბუშტის არასაკმარისად დაცლის შეგრძნება, შარდის შეუკავებლობა)  I და II ხრისხის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია(BPH).
•           დამხმარე სამკურნალო საშუალება გაღიზიანებული შარდის ბუშტისთვის.

შემადგენლობა:
მსუსხავი ჭინჭრის (Urtica dioica) ფესვების ექსტრაქტი
მოქმედი ნივთიერებები:
პოლისაქარიდები, ფიტოსტეროლები, ფლავონოიდები, ტრიტერპენული მჟავები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჭინჭრის ფოთლები წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინურ ნედლეულს. ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვა კაროტინოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს, ჭიანჭველის, პანთოტენის და სხვა ორგანულ მჟავებს. ფოთლებში აღმოჩენილია ქლოროფილი, მთრიმლავი ნივთიერებები, გომიზი, პროტოპორფირინი, კოპროპორფირინი, სიტოსტერინი, გლიკოზიდი ურტიცინი, რკინა, ფიტონციდები, კვერცეტინი, კოფეინის, კუმარის, ფერულის მჟავები, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და 5 ჰიდროქსიტრიფტამინი.
ფოთლების ბუსუსები შეიცავს ჰისტამინს. საერთო ნაცრის რაოდენობა 20%-მდეა. ნაცარში გამოვლენილია K,Ca, Fe, S, Si, Mg და სხვ.
ჭინჭარს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე საშარდე გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.

დოზირება და მიღების წესი:
მიიღეთ  40 წვეთი,  3- ჯერ დღეში საკმარისი რაოდენობით სითხესთან. მკურნალობის დაწყებიდან მდგომარეობის გაუმჯობესება თანდათან ფიქსირდება.  იმის გამო, რომ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია(BPH)  ქრონიკული ხასიათისაა,  საჭიროა მკურნალობის კურსის ხანგრძლივად ჩატარება.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
• იმის გამო, რომ მსუსხავ ჭინჭარს სხვა ჩვენებებთან ერთად აქვს ანალგეზიური ეფექტები,  მოერიდეთ მის მიღებას ორსულობის განმავლობაში. აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში.
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

გვერდითი ეფექტები:
რეკომენდირებული დოზებით მიღებისას უარყოფითი გვერდითი ეფექტი არ    გამოვლენილა.  იშვიათად, შეიძლება კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები გამოვლინდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
ურტიდინი ამძაფრებს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ეფექტებს.
რკინის პრეპარატები ურტიდინის მიღებიდან 1-2 საათის შემდგომ უნდა იქნეს მიღებული.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება:
ორსულობის და ლაქტაცი:ის პერიოდში არ მიიღება.

დამატებითი შენიშვნები
• ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
• შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება  ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას,  დახურულ კონტეინერში, სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30 °C ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები 30მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook