ფამეტოლი / FAMETOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: წყლულის სამკურნალო საშუალებები

აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი საღეჭი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის წახნაგით.

შემადგენლობა: საღეჭი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:  ფამოტიდინი 10 მგ; კალციუმის კარბონატი 800 მგ; მაგნიუმის ჰიდროქსიდი 165 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზატორი “პიტნა”, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფამეტოლი – კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს ფამოტიდინს და ანტაციდებს – კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის ჰიდროქსიდს. ფამოტიდინი აქვეითებს ბაზალურ, ღამის და სტიმულირებულ (საკვების მიღებით, ჰისტამინით, კოფეინით, გასტრინომით და ა.შ.) სეკრეციას. ფამოტიდინის მოქმედება მძლავრი და პროლონგირებულია. პერორალური მიღებიდან ფამოტიდინი მოქმედებას იწყებს  1-2 საათში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი დგება მისი მიღებიდან 1-3 საათში და ანტისეკრეტორული მოქმედება გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი და კალციუმის კარბონატი მოქმედებენ უკვე გამომუშავებული კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციის გზით.
H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების და ანტაციდების ოპტიმალური თანაფარდობა უზრუნველყოფს მჟავიანობის დაქვეითებას, ტკივილის სწრაფ მოხსნას და დისკომფორტის აღმოფხვრას.

ფარმაკოკინეტიკა
ფამოტიდინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება კალციუმის კარბონატისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ერთდროული დანიშვნისას.
ფამოტიდინი
ფამოტიდინს აღენიშნება ხაზოვანი კინეტიკა. ფამოტიდინი სწრაფად აბსორბირდება, პიკური პლაზმური კონცენტრაცია დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, რომელიც მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში. საშუალო ბიოშეღწევადობა 40-45% შეადგენს. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობაზე. პირველადი მეტაბოლიზმი მინიმალურია. პრეპარატის განმეორებითი მიღება არ იწვევს ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატის დაგროვებას. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შედარებით დაბალია (15-20%). ერთჯერადი პერორალური დოზის ან რამდენიმე დოზის მრავალჯერადი (5 დღის განმავლობაში) მიღების შემდეგ პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს. სამკურალო პრეპარატის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის სულფოქსიდის წარმოქმნით. პერორალური მიღების შემდეგ ფამოტიდინის აბსორბირებული დოზის შარდით საშუალო გამოყოფა  შეადგენს 65-70%, რომლის 25-30% გამოიყოფა შეუცვლელი ფორმით. თირკმლისმიერი კლირენსი 250-450 მლ/წთ შეადგენს და აჩვენებს ზოგიერთ ტუბულარულ გამოყოფას. მცირე რაოდენობა შეიძლება გამოიყოს სულფოქსიდის ფორმით.
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი პროლონგირებულია და თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება აჭარბებდეს 20 საათს.
ანტაციდები
ანტაციდები კაცლიუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი განმეორებით არ შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შესაბამისად მათი გამოყენებისას რეკომენდებული სადღეღამისო დოზით და მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობით არ მიიღწევა კლინიკურად მნიშვნელოვანი პლაზმური კონცენტრაციები.
კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი კუჭის მჟავის მოქმედებით გარდაიქმნებიან ხსნად ქლორიდებად. აბსორბირებული სამკურნალო საშუალებიდან დაახლოებით 10% შეადგენს კალციუმს და მაგნიუმს, ხოლო დარჩენილი ხსნადი ქლორიდების  15-20% გარდაიქმნება უხსნად მარილებად, რომლებიც გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში, კალციუმის და მაგნიუმის მცირე რაოდენობა სწრაფად გამოიყოფა თირკმლებით.

გამოყენების ჩვენებები
ფამეტოლი ნაჩვენებია კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით განპირობებული მდგომარეობების ხანმოკლე სიმპტომური თერაპიისთვის (გულძმარვა, ტკივილი, სიმძიმე, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ბოყინი), რომლებიც გამოწვეულია მწვავე და ქრონიკული გასტრიტით, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლულით, რეფლუქსით, პილოროსპაზმით, ასევე იმ სიმპტომების ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია ცუდი კვებით, სამკურნალო პრეპარატებით, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენებით ან მოწევით.

გამოყენების წესი და დოზები
ფამეტოლის საღეჭი ტაბლეტები ენიშნებათ მოზრდილებს და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს.
კუჭში მჟავის სეკრეციის ინჰიბირებისთვის და სიმპტომების მოხსნისთვის ღეჭავენ ერთ ტაბლეტს ჭამამდე 15-60 წუთით ადრე. არ შეიძლება ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2 ტაბლეტს 24 საათის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული შესვენების გარეშე 6 დღეზე ხანგრძლივად გამოყენება.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აგრეთვე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც აქვეითებენ მჟავიანობას (რანიტიდინი, ციმეტიდინი და სხვები);
– თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
– ბავშვები და 16 წლამდე მოზარდები;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება
ფამეტოლის გამოყენებისას არასასურველი ეფექტები იშვიათად ვლინდება. ჩვეულებრივ ისინი მსუბუქი სიმძიმისაა და სწრაფად იხსნება, აგრეთვე შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ნევროზულობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, დიარეა, მუცლის შებერილობა, რომელიც გამოწვეულია გაზების ჭარბი რაოდენობით დაგროვებით, საჭმლის მონელების დარღვევა, ბოყინი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება.
კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: იშვიათად – ხელებსა და ფეხებში ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნური დაავადების არსებობა.
ფამეტოლი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციების  მქონე პაციენტებში,
თირკმლის მძიმე უკმარისობისას ფამეტოლი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დაკვირვებით, გარდა ამისა, აუცლებელია შრატში მაგნიუმის დონის კონტროლი. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება დაგროვდეს აბსორბირებული მაგნიუმის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები და ჰიპერმაგნიემიის სხვა სიმპტომები.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე   
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ კონცენტრაციას და მომატებულ ყურადღებას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან არ არსებობს კლინიკური მონაცემები.

გამოყენება პედიატრიაში
უკუნაჩვენებია ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფამეტოლის კომბინირებულმა გამოყენებამ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შეიძლება გამოიწვიოს მისი თერაპიული ეფექტის გაზრდა ან შემცირება, ან სხვა სამკურნალო პრეპარატების თერაპიული ეფექტის ცვლილება.
ანტაციდები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენენ კალციუმის და მაგნიუმის იონებს, წარმოქმნიან კომპლექსებს ტეტრაციკლინთან, მნიშვნელოვნად აქვეითებენ სისხლში ანტიბიოტიკების კონცენტრაციას.
სიფრთხილის მიზნით ფამეტოლის გამოყენება რეკომენდებულია ცალკე ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღებიდან არა უმცირეს ორი საათის და ანტიბიოტიკების მიღებიდან არა უმცირეს ოთხი საათის შემდეგ.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება არ არის გამოვლენილი. ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობის მქონე პაციენტებში ფამოტიდინის 800მგ/დღეში მიღების შემდეგ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში არ გამოვლენილა  მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა და პაციენტის კლინიკური გამოკვლევა.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა: 10მგ/800მგ/165მგ საღეჭი ტაბლეტი N24

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ADIPHARM LTD, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook