ფარლოსარი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლოსარტანი/losartan

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

აქტიური ნივთიერება: ლოსარტან კალიუმი  100მგ
ფარლოსარი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის ჯგუფის პრეპარატებს (AIIA) და გამოირჩევა მაღალი არჩევითობითა და აფინიტეტით AT1 ტიპის რეცეპტორების მიმართ. AT1-რეცეპტორების სპეციფიკური ბლოკადა იძლევა გამოკვეთილ ანტიჰიპერტენზიულდა ორგანოპროტექტორულ ეფექტს.
AT1-რეცეპტორების ბლოკადის ფონზე მცირდება ანგიოტენზინ II-ის არახელსაყრელი ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.  ფარლოსარი გადის  ჰემატოენცეფალურ ბარიერს და  ცნს-ში სიმპათიკური ნეირონების პრესინაფსური AT1-რეცეპტორების ბლოკირებით  თრგუნავს ნორადრენალინის გამოთავისუფლებას.  რის შედეგადაც  ქვეითდება. სისხლძარღვთა გლუვი მუსკულატურის ადრენორეცეპტორების სტიმულაცია, რასაც თავის მხრივ მივყავართ ვაზოდილატაციამდე.

ფარლოსარი
· ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგიბას და ინსულტის განვითარების რისკს
· არეგულირებს წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ამცირებს ადრენალინისა და ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლში
· ამცირებს პოსტდატვირთვას, ხელს უშლის მიოკარდიუმის ჰიპერტროფიის განვითარებას
· გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ზრდის ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობას
· პაციენტებში  ტიპი II შაქრიანი დიაბეტით ამცირებს პროტეინურიის და თირკმლის უკმარისობის პროგრესირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ლოსარტანი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33%. გააჩნია ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტი. ლოსარტანის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 1 საათს, აქტიური მეტაბოლიტის 3-4 საათს, პეროლარული მიღების შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არის 1,5 – 2 საათი, ხოლო მისი ძირითადი მეტაბოლიტის 6 – 9 საათი. ლოსარტანის დაახლოებიტ 35% გამოიყოფა შარდით, ხოლო 60% ნაწლავიდან.

ჩვენება:
· არტერიული ჰიპერტენზია;
· არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით;
· გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში, აგფ – ინჰიბიტორების აუტანლობის ან არაეფექტურობის შემთხვევაში);
· ნეფროპროტექცია პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და პროტეინურიით.

მიღების წესი და დოზირება:
• შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.
• ტაბლეტები მიიღეთ წყლის სათანადო რაოდენობის მიყოლებით დაღეჭვის გარეშე
• ფარლოსარი მიიღეთ დღის ერთსა და იმავე დროს.

ფარლოსარის
ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება მაქსიმუმს აღწევს 6 საათში, ხოლო შემდეგი 24 საათის განმავლობაში მცირდება.
მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 3-6 კვირაში

ფარლოსარი ერთნაირად ეფექტურია სხვადასხვა სქესის და ასაკის პაციენტებისთვის.

არტერიული ჰიპერტენზია:
 საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირაში. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა უფრო გამოხატული ეფექტის მიღწევა პრეპარატის დოზის გაზრდით 100 მგ – მდე დღეღამეში. დიურეტიკების მაღალი დოზების მიღების ფონზე რეკომენდირებულია თერაპიის დაწყება 25 მგ ფარლოსარით დღე ღამეში.
ხანდაზმული  და  თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში  (ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით)  საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გულის ქრონიკული უკმარისობა:
საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ – ს 1 ჯერ დღეღამეში. დოზის გაზრდა აუცილებელია თანდათან, ერთ კვირიანი ინტერვალით. ისე რომ მიღწეული იქნას შემანარჩუნებელი დოზა – 50 მგ დღეღამეში, ამისთვის საჭიროა არა ნაკლებ 2 კვირა: პირველი კვირა – 12,5 მგ დღეღამეში, მე -2 კვირა – 25 მგ დღეღამეში, მე -3 კვირიდან 50 მგ დღეღამეში.

არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით: ფარლოსარის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ – ს დღეღამეში. შემდგომში შესაძლოა დაემატოს ჰიდროქლორთიაზიდი დაბალი დოზით და / ან გაიზარდოს ფარლოსარის დოზა 100 მგ – მდე დღეღამეში.

არტერიული ჰიპერტენზია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით:
მკურნალობა იწყება 50მგ ფარლოსარით დღეში ერთხელ. ფარლოსარის გამოყენება შესაძლებელია ინსულინთან ან ზოგადად გამოყენებად პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზას დონეს (მაგ სულფონილშარდოვანა, გლიტაზონები და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები).
 
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ,  ორსულობა, ლაქტაცია. 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)

გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა

იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა: 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

გაცემის რეჟიმი: ფორმა 3 რეცეპტით.

მწარმოებელი: Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook