ფებროფიდი / FEBROFID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კეტოპროფენი/ ketoprofen

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენის ლიზინის მარილი 2,5გ/100,0გ გელი.
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 200, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოპროფენი ეკუთვნის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ  საშუალებათა ჯგუფს. გელის სახით კარგად აღწევს კანში და ახდენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ფებროფიდ გელი უზრუნველყოფს სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების, კანის, ვენების, ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებების ადგილობრივ მკურნალობას. სახსრების სინდრომის დროს იწვევს ტკივილის შესუსტებას სახსრებში უმოძრაო მდგომარეობის და მოძრაობის დროს, დილას სახსრების შებოჭილობის და შეშუპების შემცირებას. გელის ბიოშეღწევადობა არის 5%. კეტოპროფენის შეწოვილი ნაწილი ებმება სისხლის პლაზმის ცილებს დაახლოებით 99%. პრეპარატის მეტაბოლიზირება ხდება ღვიძლში. მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
არ კუმულირდება ორგანიზმში.

ჩვენებები
გამოიყენება ადგილობრივად, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, სიმპტომური მკურნალობის დროს:
– ტკივილები ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია,
– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი, ტენდინიტი, ლუმბაგო),
– ტრავმები გართულებების გარეშე, კერძოდ სპორტული ტრავმები, ამოვარდნები, ნაღრძობი, იოგების ან მყესთა დაჭიმვა ან გაწყვეტა, დაჟეჟილობა, ტრავმის შემდგომი ტკივილები,
– კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვების, ლიმფური კვანძების (ლიმფანგიიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის.
დღეში 2-3-ჯერ გელის მცირე რაოდენობა (3-5 სმ) დაიტანება კანზე მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.
არ არის საჭირო მშრალი სახვევის დადება, ვინაიდან გელი კარგად შეიწოვება კანში, არ გააჩნია სუნი, არ შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს, არ სვრის ტანსაცმელს.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ეგზანთემა, პურპურა.
ყველა თანამდევი (უჩვეულო) ეფექტის წარმოშობის შესახებ, მათ შორის რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძბობელობა კეტოპროფენის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
– მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდულ ანთების
საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
– სველი დერმატოზები, ეგზემა, ინფიცირებული დაჟეჟილობა, ჭრილობები, დამწვრობები;
– ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაცია.
კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობის I და II ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ორსულობის III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე
არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსზე და თვალებში.
არ გამოიყენოთ კანის დაზიანებულ ადგილებზე.
ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავადმყოფებში ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობით.
გამონაყარის წარმოშობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე
არ მოქმედებს

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ, კანზე გარეგანი გამოყენების დროს, არ არსებობს.
შეცდომით პრეპარატის შინაგანი მიღების შემთხვევში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების სიმპტომები, ისევე, როგორც სისტემური გამოყენების დროს.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლული და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. ერთდროული დანიშვნა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიტიკებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფაპერაზონთან, ცეფამანდოლთან ზრდის სისხლდენის რისკს. კეტოპროფენი ამცირებს ჰიპოტენზიური პრეპარატების და დიურეზული პრეპარატების მოქმედებას (პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება). ზრდის ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას (საჭიროა დოზის კორეგირება). ერთდროული დანიშვნა ნატრიუმის ვალპროატთან იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. ზრდის სისხლის პლაზმაში ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ტემპერატურაზე 15°C-დან 25°C-მდე.
დაიცავით სინათლისაგან.
სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: პოლფარმა, პოლონეთი

გაფრთხილება