ფენელინის რბილი კაფსულა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
დიდი კამის ეთერზეთი (Foeniculum vulgare)
მოქმედი ნივთიერებები
ტრანს-ანეტოლი, ფენხონი, მეთილხავიკოლი, ესტრაგოლი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა  მდიდარია უჯრედისით.
კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს: ბაქტერიოციდული – აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; სპაზმოლიზური – ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; სისხლძარღვთა გამაფართოებელი – აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ; ჰიპოტენზიური – აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში; შარდმდენი – ასტიმულირებს შარდის გამოყოფას; ანთების საწინააღმდეგო – აცხრობს ყოველგვარ ანთებას; კარდიოტონური – აქვს გულის მუშაობის მატონიზირებელი ეფექტი; სედატიური – აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს; ბრონქოლიზური – რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, ზოგადად შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში; ამოსახველებელი – ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას; ნაღვლმდენი – აადვილებს ნაღველის გამოყოფას; საფაღარათე – აუმჯობესებს პერისტალტიკას, ეფექტურია შეკრულობისას; რეპარაციული – აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას. ცალკე უნდა აღინიშნოს კამის (დიდი კამა) ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება.

ჩვენებები:
•          მეძუძურ დედებში რძის მოსამატებლად
•          ადიუვანტური სამკურნალო საშუალება პირველადი დისმენორეის შესამსუბუქებლად

დოზირება და მიღების წესი:
მიიღეთ 30 წვეთი სითხესთან ერთად  ყოველ 4 საათში.

უკუჩვენებები:
•          ორსულობა
•          ალერგიული ასთმა
•          კრუნჩხვები
•          ღვიძლის დაავადებები
•          სიმსივნე
•          ბავშვები
•          მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
•          ასაკი 12 წლამდე

გვერდითი მოვლენები
მენსტრუალური სისხლდენის გაზრდა

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
ორსულობის დროს არ მიიღება, მაგრამ ის გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში რძის მოსამატებლად

დამატებითი შენიშვნები
•          სხვა მედიკამენტების მსგავსად ფენელინის ორალური წვეთები  შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.
•          უკეთესი შედეგისთვის, ამ პრეპარატის მიღება დაიწყეთ PMS (პრემენსტრუალური) სიმპტომის დაწყებისთანავე.
•          გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ კონტეინერს და შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება სინათლისაგან მოშორებულ ადგილას  15-30°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 20მგ რბილი კაფსულა N30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook