ფენიბუტი ნეო / PHENIBUT NEO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენიბუტი/phenibut

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა
ფენიბუტი – 250 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი, კარბოქსიმეთილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ფენიბუტი ნეო’’ – γ-ამინოერბომჟავასა და ფენილეთილენამინის წარმოებულია, რომელიც ცნს-ში მოქმედებს γ-ამინოერბომჟავას რეცეპტორებზე და აადვილებს იმპულსების გადაცემას.,,ფენიბუტი ნეო’’-ს აქვს ტრანკვილიზური თვისებები. პრეპარატი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ხსნის ემოციურ დაძაბულობას, შფოთვას, შიშს, აუმჯობესებს ძილს.
,,ფენიბუტი ნეო’’ ახანგრძლივებს ნისტაგმის ლატენტურ პერიოდს, ამცირებს მის ხანგრძლივობას და გამოხატულებას. მას აქვს ანტიეპილეფსიური მოქმედება. პრეპარატი ამცირებს დაღლილობას და ვაზოვეგეტაციურ სიმპტომებს, მათს შორის თავის ტკივილს, თავში სიმძიმის შეგრძნებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას. ტრანკვილიზატორებისგან განსხვავებით აუმჯობესებს ყურადღებას, მეხსიერებას, სენსორულ-მოტორული რეაქციების სიჩქარესა და სიზუსტეს. ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში თერაპიის პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობა, იზრდება ინტერესი და აქტიური მოქმედების ინიციატივა სედაციური ეფექტის ან აგზნების გარეშე.
,,ფენიბუტი ნეო’’-ს გამოყენება ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ზრდის მიტოქონდრიების რაოდენობას დაზიანებული კერის პერიფოკალურად მდებარე უჯრედებში და აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ბიოენერგეტიკულ პროცესებს. პრეპარატი ახდენს ლიპიდების პეროქსიდაციის პროცესების ნორმალიზებას.,,ფენიბუტი ნეო’’ არ მოქმედებს ქოლინო- და ადრენორეცეპტორებზე.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ფენიბუტი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ფენიბუტი თითქმის თანაბრად ნაწილდება ღვიძლსა და თირკმელებში, ხოლო ტვინსა და სისხლში – არათანაბრად. მიღებიდან 3 საათის შემდეგ ფენიბუტის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში. ამასთანავე პრეპარატის კონცენტრაცია თავის ტვინის ქსოვილში არ ქვეითდება, და იგი ტვინში კიდევ 6 სთ-ის შემდეგ ფიქსირდება. მიღებიდან მეორე დღეს ფენიბუტი მხოლოდ შარდში აღინიშნება. მიღებიდან 2 დღის შემდეგ შარდში პრეპარატის რაოდენობა მიღებული დოზის 5%-ს შეადგენს.
ფენიბუტი მეტაბოლიზდება ღვიძლში (80%), განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენებები
• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება;
• ენაბლუობა, ენურეზი;
• სტრესული მდგომარეობის პროფილაქტიკა;
• უძილობა, ღამის შფოთვა ხანდაზმულ ადამიანებში;
• ფსიქოპათია;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირებისათვის);
• მენიერის სინდრომი;
• ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა (მათ შორის, ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი);
• კინეტოზის პროფილაქტიკა;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად საკვების მიღებამდე. ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2,5გ.
ბავშვებში 8-14 წლის ასაკში ინიშნება 250მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50-100მგ 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 750მგ-ს, 60წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში – 500მგ, 8-14 წლის ასაკის ბავშვებში – 300მგ, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 150მგ.
მკურნალობის კურსია 4-6 კვირა.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისთვის თავდაპირველად ინიშნება 250-500მგ (1-2 ტაბლეტი) 3-ჯერ დღის განმავლობაში და 750მგ (3 ტაბლეტი) ღამით. სადღეღამისო დოზა თანდათან მცირდება ჩვეულებრივ დოზამდე.
მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით, გამწვავების პერიოდში ინიშნება 750მგ (3 ტაბლეტი),,ფენიბუტი ნეო’’ 3-4-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ – 250მგ (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის დისფუნქციით, ინიშნება 250მგ (1 ტაბლეტი),,ფენიბუტი ნეო’’ 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში.
საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250-500მგ (1 ტაბლეტი),,ფენიბუტი ნეო’’ ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1სთ-ით ადრე.
ზღვის დაავადების გამოხატული სიმპტომების განვითარებისას,,ფენიბუტი ნეო’’-ს მიღება ნაკლებად ეფექტურია 750-1000მგ დოზებით მიღების შემდეგაც.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დადგენილი სქემის მიხედვით, გამოტოვებული დოზის დამატებით მიღების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ,,,ფენიბუტი ნეო’’ კარგი ამტანობით ხასიათდება, მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ძილიანობის, გულისრევის განვითარება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ფენიბუტის და პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი; ლაქტაციის პერიოდი; ფეხმძიმობა;

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სათანადო გამოკვლევების არარსებობის გამო. პრეპარატის დანიშვნის პერიოდში უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს გამაღიზიანებელი მოქმედების გამო. ამ შემთხვევაში,,ფენიბუტი ნეო’’ ინიშნება უფრო დაბალი დოზით. Pპრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობისა და ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლი.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
თუ,,ფენიბუტი ნეო”-ს მიღების შემდეგ აღინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
,,ფენიბუტი ნეო’’ ნაკლებ ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში – ჰიპოტენზია, თირკმელების უკმარისობა.
მკურნალობა: პირველადი დახმარება – კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში – რეკომენდებულია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
,,ფენიბუტი-ნეო’’ ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატების დოზის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურის პირობებში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 250მგ ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება