ფენობარბიტალი სოფარმა / PHENOBARBITAL SOPHARMA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენობარბიტალი / phenobarbital

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები

ფენობარბიტალი სოფარმას შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ფენობარბიტალი 200 მგ ერთ ამპულაში 2 მლ.
დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ფენობარბიტალი სოფარმა და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
უფერო, მკრთალი-ყვითელი ფერის ხსნარი.
ყავისფერი ამპულა 2 მლ ტევადობით, ამპულის გასახსნელი მარკირებით – წერტილი ამპულის ყელზე.
10 ამპულა პვქ გარსის ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, დარანთ-ფურცელთან ერთად.
ამპულის გახსნა ხდება მარკირების (წერტილი) ზონაზე თითის დაჭერით ამპულის ყელის ზევით. ხსნარის გამოყენებამდე საჭიროა მისი ვიზუალური დათვალიერება ნალექის, მყარი ნაწილაკების ან გამჭვირვალობის შეცვლის გამოსავლენად.

რას წარმოადგენს ფენობარბიტალი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
ფენობარბიტალი სოფარმას საინექციო ხსნარის აქტიური ნივთიერება ფენობარბიტალი ფლობს გამოხატულ კრუნჩხვის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ და სედატიური მოქმედებას. ინიშნება:
– კრუნჩხვების დასათრგუნად ეპილეფსიისა და სხვა მწვავე მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავთ მსგავსი გამოვლინებები;
– დასამშვიდებლად და დასაძინებლად ქირურგიული ჩარევების დროს.

ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენებამდე
არ მიიღოთ ფენობარბიტალი სოფარმა:
– თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფენობარბიტალის ან სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (ჩამონათალი იხილეთ ნაწ. 6);
– თუ თქვენ გაქვთ ჰემოგლობინის ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული (პორფირია) მემკვიდრეობითი დაავადებები;
– თირკმელების და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს;
– თუ თქვენ გაქვთ ფილტვების დაავადებები, რომლებსაც თან ახლავთ მოხრჩობა;
– თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე;
– თუ იყენებთ ალკოჰოლურ სასმელს ან გარკვეულ სამკურნალო პრეპარატებს.
ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენებამდე შეატყობინეთ ექიმს:
– თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან ბავშვი – პრეპარატის მიმართ მაღალი ჰიპერმგრძნობელობისა და პარადოქსული რეაქციების გამოვლენის გამო შესაძლებელია გამოვლინდეს აღგზნებადობა, არეული გონება, ცენტრალური ნერვული სისტემის შემდგომი დათრგუნვით. შესაბამისად, ამ ასაკობრივ ჯგუფებში თერაპიული დოზა ირჩევა სიფრთხილით, დოზა საჭიროებს კორექციას.
– ფენობარტიტალის მსგავსი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალებ რამოდენიმე პაციენტში გამოვლენილია თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. თუ მკურნალობის პროცესში თქვენ გაგიჩნდებათ მსგავსი ფიქრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
– თუ თქვენ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა; ფენობარბიტალი გამოხატულად თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის წნევის მკვეთრი დაწევა.
– თუ თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები.
– თუ ფენობარბიტალის მიღებისას გამოვლინდა გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), თავდაპირველად წითელი ან მრგვალი, ცენტრში ბუშტიკით, ლაქების სახით.
– თუ თქვენ გაქვთ წყლულოვანი გამონაყარი პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და კონიუქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები).
-თუ ამ სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ კანის გამონაყარს თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომატიკა. გამონაყარმა შესაძლებელია განიცადოს პროგრესი ფართო ბუშტუკებამდე და კანის აქერცვლამდე.
-კანის მხრიდან სერიოზული გართულების მაღალი საშიშროება ვლინდება ფენობარბიტალით მკურნალობის დაწყებიდან პირველ კვირას.
– ფენობარბიტალის გამოყენებისას სტივენს-ჯონსონის სიდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გამოვლენის შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენება თქვენთვის აღარ შეიძლება.
– თუ თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდით ფენობარბიტალს, არსებობს წამლისმიერი დამოკიდებულების (ფსიქიკური და ფიზიკური) განვითარების საშიშროება.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ფენობარბიტალი სოფარმა
თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ  სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფენობარბიტალმა შესაძლებელია დააჩქაროს სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი და ამით შეამციროს მათი მოქმედება.
ეს ეხება შემდეგ სამკურნალო პრეპარატებს:
– შიგნით მისაღები შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიც არის დიკუმაროლი და ვარფარინი;
– გულის არითმიის რეგულაციისათვის გამოყენებული სამკურნალო პრეპარატები (ქინიდინი, დიზოპირამიდი);
მეტოპროლოლი, თიმოლოლი და პროპრანოლოლი (ბეტა-ბლოკატორები); ვერაპამილი, ნიმოდიპინი, ნიფედიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, დილთიაზემი (კალციუმის მილების ბლოკატორები) და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა სამკურნალო პრეპარატები;
– გულის გლიკოზიდები (დიგოქსინი) – გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადებების დროს;
მეტრონიდაზოლი, დოქსიციკლინი, გრიზეოფულვინი და ინფექციების სამკურნალო სხვა პრეპარატები;
პაროქსეტინი, მიანსერინი, მაო-ს ინჰიბიტორები; ტრიციკლიდური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი) ან კრაზანას (Hყპერიცუმ პერფორატუმ) შემცველი სამკურნალო საშუალებები – შიშისა და შფოთვის სამკურნალოდ;
– ჰორმონი ესტროგენის შემცველი შიგნით მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
– კორტიკოსტეროიდები (ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი);
– ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები (ტორემიფენი, გესტრინონი, ირინოტეკანი) და ზოგიერთი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები (აბაკავირი, ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ლოპინავირი და სხვა);
– ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ოქსკარბაზეპინი, ფენიტოინი, ვალპროის მჟავა, ნატრიუმის ვალპროატი) და კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ლამოტრიჟინი და ზონიზამიდი);
-მეტადონი (ძლიერი ტკივილი შესამსუბუქებლად);
-ჰალოპერიდოლი, ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები (ანტიფსიქოზური სამკურნალო პრეპარატები);
-ბენზოდიაზეპინები, მაგალითად დიაზეპამი, კლონაზეპამი და სხვა.
-ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის დროს ორგანოების განდევნის თავიდან აცილებისათვის);
-ტროპისეტრონი და ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები;
-მემანტინი (დემენციის სამკურნალოდ);
-ალკოჰოლი, ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატები.
ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენება საკვებთან და სასმელთან
ფენობარბიტალი სოფარმას მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის ან ისეთი სამკურნალო პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა
თუ თქვენ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება წყდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა.

როგორ მივიღოთ ფენობარბიტალი სოფარმა
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი, სიმპტომატიკის შესაბამისად.
ფენობარბიტალი სოფარმა შეჰყავთ ვენაში ნელა, კუნთში ან კანქვეშ ექიმის ან სხვა კვალიფიცირებული სამედიცინო მუშაკის მიერ საავადმყოფოს პირობებში. პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია ვენაში.
მოცემულ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენთვის გამოყენებული იყო ფენობარბიტალი სოფარმას ჭარბი დოზა
პრეპარატი გამოიყენება კვალიფიციური სამედიცინო მუშაკების მიერ, შესაბამისად, ჭარბი დოზა ვლინდება იშვიათად. მაგრამ, თუ თქვენ თვლით, რომ პრეპარატის გამოყენება მოხდა ჭარბად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზის მკურნალობა ხდება სამკურნალო დაწესებულებაში. მკურნალობა – სიმპტომატურია, ვინაიდან სპეციფიური ანტიდოტი არ არის. ტარდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შემანარჩუნებელი მკურნალობა.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენთვის დაავიწყდათ ფენობარბიტალი სოფარმას გაკეთება
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ფენობარბიტალი სოფარმას გამოყენების შეწყვეტა ხდება თანმიმდევრობით ექიმის კონტროლის ქვეშ!

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ფენობარბიტალი სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
ნებისმიერი მითითებული ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის შესაბამისად:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
ძალიან ხშირი:
ერთი ან რამოდენიმე თითის სტატიკური კუნთოვანი შეკუმშვა (დიუპუიტრენის კონტრაქტურა), ტერფის კონტრაქტურა, შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (ფიბრომები), რომლებიც ვითარდებიან ფენობარბიტალის ხანგრძლივი შეყვანისას.
ხშირი:
სედაცია.
არახშირი:
-ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, მეგალობლასტური ანემია და სისხლის მხრიდან სხვა დარღვევები;
-გულის შეკუმშვის შენელებული სიხშირე;
-ცნს-ის დათრგუნვა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
-სუნთქვის უეცარი დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება, ლარინგოსპაზმი ან ბრონქოსპაზმი (ვენაში სწრაფი შეყვანისას).
-გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
-სიწითლე, გამონაყარი კანზე.
-ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია.
-ღვიძლის დაზიანება
იშვიათი:
-სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის ინფექციის გამოვლენის საშიშროებას, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც იზრდება სისხლდენების და სილურჯეების განვითარების საშიშროებას (თრომბოციტოპენია).
-ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიც არის სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება.
-ფენობარბიტალის გამოყენებისას გამოვლენილია ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის ცალკეული შემთხვევები (DღEშშ სინდრომი), რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია და სხვა ჰემატოლოგიური გადახრები, ასევე სისტემური გამოვლენები ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების მხრიდან. ზოგჯერ ამ სინდრომმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა.
-ექსფოლიაციური დერმატიტი;
-ტოქსიკური ჰეპატიტი, სიყვითლე.
ძალიან იშვიათი:
მძიმე გვერდითი ეფექტები კანის მხრიდან: ბუშტუკები კანზე, პირის ღრუში, თვალებში და სასქესო ორგანოებზე; კანის ფართო უბნების სიწითლე, სახის შეშუპება, ალერგიული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ასევე ცნობილია დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან, მათ შორის, ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება) და მოტეხილობები. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია, თუ თქვენ გიტარდებათ ეპილეფსიის საწინააღმდეგო ხანგრძლივი მკურნალობა ამ პრეპარატით და თქვენ ანამნეზში არის მონაცემები ოსტეოპოროზის  შესახებ ან იღებთ სტეროიდებს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფენობარბიტალი სოფარმას შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, შუქისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. არ იყინება!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. დარჩენილი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

ქვემოთ მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
გამოყენების წესი
გამოიყენება ვენაში ნელა, კუნთში ან კანქვეშ.
რეკომენდებულია ვენაში შეყვანა, ვინაიდან კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას რთულია საჭირო თერაპიული შრატისმიერი კონცენტრაციის მიღწევა.
კანქვეშ შეყვანა არ არის რეკომენდებული შეყვანის ადგილას ქსოვილის ნეკროზის განვითარების საშიშროების გამო.

დოზირება
კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია
მოზარდები
პრეპარატი შეიყვანება ნელა ვენაში 100-200 მგ დოზით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი შეიყვანება 6 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 600 მგ.
ეპილეფსიური სტატუსი
ეპილეფსიური სტატუსის შემთხვევაში შეიყვანება ნელა ვენაში 10-20 მგ/კგ სხეულის წონის დოზით. საჭიროებისას შესაძლებელია პრეპარატის იგივე დოზის გამოყენება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 600 მგ.
პედიატრია
პრეპარატი შეიყვანება ვენაში ნელა 10-20 მგ/კგ სხეულის წონის დოზით. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1-6 მგ/კგ/დღ სხეულის წონის.
ეპილეფსიური სტატუსი
შეიყვანება ვენაში ნელა 15-20 მგ/კგ სხეულის წონის 10-15 წუთის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა – 1-3 მგ/კგ სხეულის წონის კუნთში ან შიგნით ყოველ 8 საათში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ან 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების დაზიანება, საჭიროა დოზის შემცირება ფენობარბიტალის თირკმელებით გამოყოფის გამო.
სამკურნალო საშუალების პაციენტთა ამ ჯგუფში გამოყენება უნდა შეფასდეს კლინიკურად  სარგებლის/საშიშროების თანაფარდობის გათვალისწინებით.
გამოყენება ოპერაციამდე
100-200 მგ კუნთში ოპერაციამდე 60-90 წუთით ადრე.

გამოშვების ფორმა: 100მგ/მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)
მწარმოებელი: სოფარმა,  ბულგარეთი

გაფრთხილება