ფერვექსი – FERVEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა, ფენირამინი/PARACETAMOL; ASCORBIC ACID; PHENIRAMINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფერვექსი შაქრით მოზრდილებისათვის:
გრანულები:
პაკეტი 13.1 გ შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი………….      500 მგ
ასკორბინის მჟავა…………   200 მგ
ფენირამინის მალეატი….     25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ხსნადი საქარინი, ლიმონ-რომის არომატიზატორი.
ფერვექსი ჟოლოს გემოთი მოზრდილებისათვის:
გრანულები:
პაკეტი 12.75 გ. შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი………….   500 მგ
ასკორბინის მჟავა……..    200 მგ
ფენირამინის მალეატი….. 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, აკაციის ფისი, ნატრიუმის საქარინატი, ჟოლოს არომატიზატორი.
ფერვექსი უშაქრო მოზრდილებისათვის:
გრანულები: პაკეტი 13.1 გ. შეფუთვაში 8 ც.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატურალური არომატიზატორი. შაქრის შემცველი – ასპარტამი.
ფერვექსი ბავშვებისათვის ბანანის არომატით:
გრანულები:
პაკეტი 3 გ. შეფუთვაში 8 ც.
1 პაკ.
პარაცეტამოლი ……..      280 მგ
ასკორბინის მჟავა………  100 მგ
ფენირამინის მალეატი….. 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, რიბოფლავინის ფოსფატი, უწყლო ტრიმაგნიუმის დიციტრატი, ასპარტამი, ბანან-კარამელის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერვექსი აღჭურვილია სამი ფარმაკოლოგიური თვისებით:
– ფენირამინ ჰისტამინური – H1 რეცეპტორების ბლოკადით განაპირობებს მის ანტიჰისტამინურ აქტივობას, რომელიც ამცირებს ცხვირიდან გამონადენს, თვალებიდან ცრემლდენას და გააჩნია ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული ეფექტი;
– ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება (მაგ. თავის და კუნთის ტკივილის დროს) გამოწვეული პარაცეტამოლის შემცველობით, რომელიც თავის ანტიპირექსულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახორციელებს ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებით და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით;
– ვიტამინი C უზრუნველყოფს ორგანიზმის მოთხოვნილებას ასკორბინის მჟავას მიმართ. იგი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.

ფარმაკოკინეტიკა:
პარაცეტამოლს ახასიათებს:
სწრაფი და მთლიანი აბსორბცია კუჭ-ნაწლავიდან, სწრაფი განაწილება ორგანიზმის ბიოლიგურ სითხეებში და პლაზმის ცილებთან სწრაფი შეკავშირების უნარი. მისი კონცენტრაციის პიკი სისხლში აღინიშნება მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.
ღვიძლში მეტაბოლიზმი:
პარაცეტამოლს გააჩნია გამოყოფის ორი ძირითადი გზა: შარდით გამოყოფა გლუკურონიდული (60-80%) და სულფურონიდული კონიუგატების სახით 20-30-%, ხოლო 5%-ზე ნაკლები ელიმინირდება უცვლელი სახით. მისი მცირე ფრაქცია (4%-ზე ნაკლები) გარდაიქმნება მეტაბოლიტად ციტოქრომ P450 მეშვეობით და შემდგომში ხდება მისი დეტოქსიკაცია გლუტათიონით კონიუგაციის გზით.

ფენირამინ მალეატი:
კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათიდან – 1 საათსა და 30 წუთამდე, ქსოვილების მიმართ ხასიათდება მაღალი აფინურობით. მისი ელიმინაცია წარმოებს თირკმელებით.
ვიტამინი C:
კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები:
მწვავე რესპირატორული ინფექციების, გაცივების სიმპტომური მკურნალობა; ალერგიული რინიტი, რინოფარინგიტი.
ფერვექსი ბავშვებისათვის გამოიყენება 6-15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო ფერვექსი მოზრდილებისათვის – მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით.

მიღების წესი და დოზირება:
ფერვექსი მოზრდილებისთვის
– მოზრდილები და ბავშვები 15 წლის ასაკის ზევით: 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში.
ფერვექსი ბავშვებისათვის
ბავშვები 6-10 წელი – 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვები 10-12 წელი – 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში;
ბავშვები 12-15 წელი – 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში.
პრეპარატი მთლიანად იხსნება 200 მლ თბილ წყალში (50-600C) უმჯობესია პრეპარატის მიღება საკვების მიღებებს შორის. პრეპარატი ინიშნება 4 საათიანი ინტერვალით. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს და ხანდაზმულებში პრეპარატი მიიღება 8 საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით – 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შარდის შეკავება ყაბზობა, ალერგიული რეაქციები, რომელიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ქავილით, ურტიკარიით და კვინკეს შეშუპებით.
იშვიათად – ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია. გადაჭარბებული დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატოტოქსიკური ან ნეფროტოქსიური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.
არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);
* თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
* პორტალური ჰიპერტენზია;
* ალკოჰოლიზმი,
* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.
* ორსულობა (I-III ტრიმესტრი) და ლაქტაცია;
* გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიასთან;
* გლაუკომა.
* სიფრთხილით ინიშნება – ღვიძლის უკმარისობის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემიის (სინდრომები – ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტორის), ვირუსული ჰეპატიტის, ალკოჰოლური ჰეპატიტის და ხანდაზმული ასაკის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ფერვექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა, პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად.
◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ტესტებისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
◄ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გასათვალისწინებელია თითოეულ პაკეტში შაქრის შემცველობა.
◄ თერაპიული ეფექტის არარსებობისას (როცა ჰიპერთერმია გრძელდება 3 დღეზე მეტი და ტკივილი 5 დღეზე მეტი) საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა/მექანიზმებზე მუშაობა:
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და პირებმა, რომლებიც მუშაობენ მანქანა/მექანიზმებზე, ყურადღება უნდა მიაქციონ ძილიანობის განვითარების რისკს.

ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით გამოწვეული სიმპტომები:
კანის სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; ჰეპატონეკროზი.
ტოქსიკური ზემოქმედება მოზრდილებში
ვითარდება >10-15 გ პარაცეტამოლის მიღების შემდეგ: ღვიძლის მიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრომბინის დროის მომატება (მიღებიდან 12-48 საათში); ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ვითარდება 1-6 დღეში. იშვიათად ღვიძლის უკმარისობა ვითარდება ელვისებურად და შესაძლებელია გართულდეს თირკმლის უკმარისობით (ტუბულარული ნეკროზი).
მკურნალობა: პირველი 6 საათი – კუჭის ამორეცხვა, დონატორების SH-ჯგუფის და გლუტათიონის სინთეზში მონაწილე წინამორბედი ნივთიერებების შეყვანა ჰიპერდოზირებიდან 8-9 საათში და აცეტილცისტეინის – 12 სათში. დამატებითი მკურნალობის ჩატარება განისაზღვრება სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციისა და მისი ბოლო მიღებიდან გასული დროის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ეთანოლი აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, ანტიპარკინსონული და ანტიფსიქოზური საშუალებები (ფენოთიაზინის წარმოებულები) – აძლიერებენ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (გაძნელებული შარდვა, პირის სიმშრალე, ყაბზობა).
– გლუკოკორტიკოიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს.
– ღვიძლში მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ზრდიან ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების რისკს.
– სალიცილატებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.
– ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლი) ერთდროული მიღება ზრდის ლევომიცეტინის ტოქსიკურობას.
ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას. ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს.
პარაცეტამოლი ზრდის არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას და ამცირებს ურიკოზული პრეპარატების ეფექტურობას.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

გაფრთხილება