ფეროგლობინი / Feroglobin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

რეკომენდებულია:
ჯანმრთელობისა და ენერგიულობის შენარჩუნებისათვის ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის, სპორტსმენებისთვის ან დიეტის დროს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ორსულობის პერიოდში, მენსტრუალური ციკლის დროს.
– არ შეიცავს შაქარს
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება ერთი კაფსულა შეიცავს % რდნ*
რკინა (ფუმარატის სახით) 17 მგ 121
თუთია 12 მგ 120
ვიტამინი B6 5 მგ 357
სპილენძი 1000 მკგ 200
ფოლაცინი  (ფოლიუმის მჟავას სახით) 400 მკგ 200
ვიტამინი B12 10 მკგ 400
არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს, მარილს ან საფუარსწებოვანას (გლუტენს), შაქარსკონსერვანტებს,სახამებელს ან ჰორმონებს

* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

გამოყენების წესი: ერთი კაფსულა დღეში ძირითადი კვების დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ. მიიღეთ ერთ სავსე ჭიქა წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად.


გაფრთხილება
ალერგიის დროს: შეიცავს სოიოს

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook