ფეროპლექსი – FERROPLEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): რკინის სულფატი, ასკორბინის მჟავა/:
FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
რკინის სულფატი………    50 მგ
ასკორბინის მჟავა………..  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აღადგენს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის, ასკორბინის მჟავა კი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის გაუმჯობესებას. პრეპარატის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება უშუალოდ წვრილი ნაწლავი დისტალურ ნაწილში. შეწოვა იზრდება ორგანიზმში რკინის მარაგის დაქვეითებისას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.
პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
4-დან
12
წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე
ისეთივე დაავადებისას, როგორიცაა: აპლასტური და ჰემოლიზური ანემია, თალასემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, რკინის შეთვისების დარღვევისას (სიდერობლასტური ანემია, პერნიციოზულიანემია, ვიტამინ B12-ის უკმარისობა).

განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის დონის გამოკვლევა.
◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12 კვირა).
◄  პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.
◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს:
გულისრევა, ღებინება, დიარეა.
იმ შემთხევაში, თუკი არსებობს ჭარბი დოზირების მხრივ ეჭვი, აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინისა და ფერიტინის დონის გამოკვლევა, კუჭის ამორეცხვა, რძისა და უმი კვერცხის მიღება კუჭნაწლავის ტრაქტში რკინის იონებს შებოჭვა და მათი შემდგომი გამოყოფის გასაძლიერებლად.
თუკი შრატში აღინიშნება ფერიტინის მაჩვენებლების მომატება, მაშინ აუცილებელია რკინის ქელატორის (დესფერალი) მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ანტაციდურ პრეპარატებთან, ქოლესტირამინთან, მეთილდოფასთან, თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის, ფოსფორის და ალუმინის შემცველ პრეპარატებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბოტიკებთან, პენიცილამინთან, ციპროფლოქსაცინთან, ნორფლოქსაცინთან, როფლოქსაცინთან, ფეროპლექსის ერთდროული გამოყენებისას რკინის შეწოვა მცირდება.
– ფეროპლექსის რკინის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook