ფიტობრიუ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

საკვები დანამატი
ფიტობრიუ-სიროფი შეიცავს ნატურალურ აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებს ხველას და ყელის ტკივილს.
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
•          ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი (Pinus sylvestris L.) 3 %,
•          ევკალიპტოლი 0.04 %,
•          ალთეს თხიერი ექსტრაქტი (Althea officinalis L.) 3 %.
სხვა ინგრედიენტები: დამატკბობელი (E240), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტი (E219).

თვისებები
ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი – ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის
ორგანოებზე, ძველი დროიდან გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში.
ევკალიპტოლი – ევკალიპტის ფოთლების არომატული ზეთი, ახასიათებს დამარბილებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ალთეს თხიერი ექსტრაქტი – ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის ორგანოებზე, გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანების შესამცირებლად და ხველის შესამსუბუქებლად.

გამოყენების მეთოდი:
ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ სახურავს და მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით.
2-10 წლის ბავშვებში:
– 1 დესერტის კოვზი (10მლ) 6 საათში ერთხელ.
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
– 1 სუფრის კოვზი (15მლ) 6 საათში ერთხელ.
– ფიტობრიუ შეიძლება გაიხსნას სასმელ წყალში ან წვენში.

მიღების შეზღუდვა
•          მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
•          ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი – ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
•          2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გაფრთხილებები
•          არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების
შემცვლელად.
•          მუდმივი ხველის ან შემდგომი ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
•          არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
•          შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.
•          არ შეიცავს შაქარს.
•          ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), სინათლისგან დაცულ ადგილზე  ორიგინალურ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..