ფიტოლაქსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარასამკურნალო საშუალება; საფაღარათო საშუალება.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა:
ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი…………….  0,25გ;
დამხმარე  ნივთიერებები ბირთვის ფორმირებისთვის:
მაგნიუმის ფუძე კარბონატი, კალციუმის სტეარატი, სახამებელი.

შემომგარსავი ნივთიერებები:
საქაროზა; პოლივინილპიროლიდონი; მაგნიუმის კარბონატი; აეროსილი; ტიტანის ორჟანგი; მწვანე საღებავი.
ფიტოლაქსის მშრალი ექსტრაქტი მზადდება სენას ფოთლების, ხეჭრელის ქერქის და ძირტკბილას ფესვების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები: ემოდინი, ქრიზოფანის მჟავა, გლუკოფრანგულინი, ფრანგულინი და სხვა, ასევე საპონინი გლიცირიზინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნაწლავის ფერმენტებისა და ბაქტერიების ზემოქმედებით ხორციელდება ანტრაგლიკოზიდების და საპონინების ჰიდროლიზი. წარმოქმნილი პროდუქტები აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ჰიდროლიზის პროცესის ნელა მიმდინარეობის გამო, საფაღარათო ეფექტი ვითარდება მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, პრეპარატის მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ; პრეპარატში ძირტკბილას საპონინების შემცველობა მას დამატებით ანიჭებს ანთების საწინააღმდეგო, კუჭის-ნაწლავის ლორწოვან გარსის დამცველ, სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენება:
• სპასტიური კოლიტი;
• ატონიური შეკრულობა;
• ბუასილი (ნაწლავების მოქმედების რეგულირებისთვის);
• ნაპრალები სწორ ნაწლავზე;
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობისას, რომელიც უფრო ხშირად უვითარდება მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს;

მიღების წესი და დოზირება:
1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღება იწვევს მიჩვევას, ამიტომ საჭირო ხდება დოზის გაზრდა, ან პერიოდულად საფაღარათო პრეპარატის შენაცვლება;

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
• მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია;
• ჰიპოკალიემია, დემინერალიზაცია (ამიტომ სასურველი იქნება პარალელურად რომელიმე კალიუმის შემცველი პრეპარატის ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ბალანსის აღდგენისათვის);
• ფეხმძიმე ქალებში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა;

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოთ დღეში 1 ტაბლეტით, დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე სასურველია მხოლოდ არასაკმარისი ეფექტის მიღების შემთხვევაში.
თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, სასურველია ექიმთან კონსულტირება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისთვის!

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ნაწლავების გაუვალობა;
• ფეხმძიმობა;
• მენსტრუაცია;

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის წესი:
ინახება 15-25˚C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაიცემა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)

გაფრთხილება

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..