ფიტორემი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული საძილე და დამაშვიდებელი საშუალება

შემადგენლობა:
მელატონინი – ადამიანის უმნიშვნელოვანესი ჰორმონი გამოიყოფა ეპიფიზის მიერ. არეგულირებს ადამიანის ბიოლოგიურ რიტმს. მისი გამოყოფა დამოკიდებულია სინათლეზე. როდესაც სინათლე მოქმედებს თვალის ბადურაზე, აქედან სიგნალი, თავის ტვინის გავლით, ეგზავნება ეპიფიზს, რათა მოხდეს მელატონინის გამოყოფის შემცირება. სიბნელეში კი პირიქით. როდესაც თვალის ბადურაზე მოქმედი სინათლის სიხშირე მცირდება შესაბამისად ეგზავნება ეპიფიზს სიგნალი მელატონინის გამოყოფის სტიმულირებისათვის. ხშირად, სხვადასხვა მიზეზების გამო ორგანიზმის ბუნებრივი მელატონინის გამოყოფა არის შემცირებული. ამიტომ ის ეფექტურია ძილის დარღვევების დროს. ის არეგულირებს ჩაძინების, ძილის და ღრმა ძილის ფაზებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ბუნებრივი ენერგიის აღდგენისათვის.
• კალიფორნიული ეშოლცია – ხარობს ამერიკის კონტინენტზე. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა აბორიგენი ინდიელების მიერ საძილე, დამამშვიდებელ და სპაზმების მომხსნელ საშუალებად. ის შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ფოტოსტეროლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძილს და მოდუნებას.
• შვრია – მატონიზირებელი, ანტიდეპრესანტი, სედატივი, ანტისტრესული აგენტი; ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში შვრია გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს. ასევე ასთენიის, მენტალური და ფიზიკური სისუსტეების, ნევრასთენიის, ძილის დარღვევის, დეპრესიის დროს.
• კატაბალახა – კატაბალახას ფესვი გამოიყენება სედატიურ საშუალებად რომელიც ხელს უწყობს ძილს, ისევე როგორც ნერვული წარმოშობის შფოთვის, დეპრესიის და ინსომნიის საწინააღმდეგოდ. ის ასევე სასარგებლოა თავის ტკივილის, გულის აჩქარების, რევმატოიდული ტკივილის, არითმიების, ჰიპერტენზიის, გაღიზიანებულობის, შფოთვის და სხვა ფსიქოსომატური დარღვევების დროს.
• პასიფლორა – მდიდარია ფლავონოიდებით. მისი საძილე და დამამშვიდებელი ეფექტი აღმოჩენილი იქნე 1800 წელს და იმ დროის შემდეგ გამოიყენება ამ დანიშნულებით. განსაკუთრებით გამიოყენებოდა ის ბავშვებსა და ხანშიშესულებში, როგორც პრაქტიკულად გვერდითი ეფექტის არმქონე, უსაფრთხო საშუალება.
• კურდღლისფრჩხილა – გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება, ასევე დაძაბულობისა და აღგზნებულობის საწინააღმდეგოდ
• უნაბი  – ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს და საპონინებს, რომლებიც გამოიყენება შფოთვის საწინააღმდეგოდ. უნაბის ნაყოფის ექსტრაქტის შემცველები ამცირებენ ტვინში მონოამინ-ნეიროტრანსმიტერების დონეს, რითაც იწვევენ კუნთების მომადუნებელ ეფექტს.

ინგრედიენტები შემცველობა დღიურ დოზაში
( 2 
აბი)
მელატონინი 2 მგ.
კალიფორნიული ეშოლცია ((Escholtzia Californica) 250 მგ.
შვრია(Avena Sativa) 200 მგ.
კატაბალახა (Valeriana Officinalis) 200 მგ.
პასიფლორა (Passiflora Incarnata) 150 მგ.
კურდღლისფრჩხილა (Lotus Corniculatus) 100 მგ.
უნაბი (Zizyphus jujuba Miller) 70 მგ.
მაგნიუმი 10 მგ.
თუთია 10 მგ.
ვიტამინი B6 1.4 მგ.

ჩვენება:
• უძილობა
• ნევროზი
• ქრონიკული სტრესი
•  პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ქავილით მიმდინარე დერმატოზები

მიღების წესი:
• საძილედ და დაძაბულობის მოხსნის მიზნით რეკომენდებულია 2 აბი, ძილის წინ 1/2½საათით ადრე.
• დღის განმავლობაში დაძაბულობის უკეთ ატანის მიზნით რეკომენდებულია1 აბი დილით და 1 აბი საღამოს, ძილის წინ.

გაფრთხილება:
• არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
• არ გადაამეტოთ მითითებულ დღიურ დოზას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PromoPharma, იტალია

გაფრთხილება