ფოზიტონი

ფოზიტონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკოფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გულ–სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი. კარდიოტონული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
5 გ ფხვნილი შიცავს:
აქტიური ნივთიერება: D–ფრუქტოზო–1,6 დიფოსფატის ტრინატრიუმის მარილი 5 გ (სტერილური ფხვნილი, ექვივალენტური 3,75 გ ფრუქტოზო – 1,6 დიფოსფორის მჟავის).
გამხსნელი: წყალი ინექციისთვის 50 მლ.
პრეპარატის ყოველი შეფუთვა შეიცავს:
ფლაკონი, 5 გ D–ფრუქტოზო–1,6 დიფოსფატი ტრინატრიუმის მარილის ლიოფილიზირებული ფხვნილი;
ფალაკონი, 50მლ სტერილური აპიროგენული, საინექციო წყალი გამხსნელის სახით;
სისტემა ხსნარის ექსტემპორალურად მოსამზადებლად და ვენაში შესაყვანად.

ფარმაკოკინეტიკა:
ფოზიტონი კონცენტრაციამ პლაზმაში, 250მგ/კგ დოზით შეყვანიდან 5 წთ–ის  შემდეგ შეადგინა 770მგ/ლ. ინფუზიის დამთავრებიდან 80წთ–ის შემდეგ არ ისაზღვრებოდა. პრეპარატის პლაზმიდან გაქრობა შედეგია მისი გავრცელებით ქსოვილებში და  არაორგანულ ფოსფატამდე და ფრუქტოზამდე ერითროციტარული და პლაზმური ფოსფატაზით ჰიდროლიზით.

ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატის მოქმედების ძრითდი მექანიზმი – იმ უჯრედების კედლებთან ურთიერთქმედება, რომელიც ხასითდება ფოსფორფრუქტოკინაზის, პირუვატკინაზის და ლაქტატკინაზის სტიმულაციური აქტიობით და საბოლოო ჯამში შიგაუჯრედული მაღალენერგეტიკული ფოსფატური აუზის (მარაგის) გაზრდით. პრეპარატის შიგაუჯრედული კონცენტრაცია ვარირებს უჯრედის „სპეციალიზაციის“ მიხედვით. ადამიანის ერთროციტებში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს 6–10მგ/ლ უჯრედზე.
ურთიერთქმედება უჯრედის ზედაპირთან ვლინდება ასევე კალიუმის გაძლიერებეული დიფუზიის სახით უჯრედის შიგნით. პრეპარატი ეწინააღმდეგება ჰიპერკალიემიის უარყოფით შდეგებს, ეწინააღმდეგება ადენოზინტრიფოსფატის მარაგის გულის კუნთში შემცირებას და ინარჩუნებს გულის მოქმედებას, იცავს გაჩერებისგან.
ინარჩუნებს რა ატფ–ის და კრეატინფოსფატის მარაგს გულის იშემიისას. პრეპარატი უზრუნველყოფს კარდიორესპირატორულ რეანიმაციას, შემოსაზღვრავს ნეკროზის ზონას, გამოწვეულს კორონარული არტერიის მწვავე ოკლუზიით; იწვევს სასურველ კარდიოცირკულატორულ ეფექტს და აუმჯობესებს ჰემოდინამიკას მიოკარდის ფართო ინფარქტისას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე.
ფოზიტონი ახდენს მნიშვნელოვან პროტექტურ აქტიობას ჰემორაგიული და ტრავმატული შოკისას; ფოზიტონი ავლენს აგრეთვე პროტექტულ ეფექტს თავის ტვინის ქსოვილზე, აქვეითებს ჰიპოქსიური სტრესის შედეგებს.
ავადმყოფებში გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით ფოზიტონი აუმჯობესებს გულის შრომისუნარიანობას და ფუნქციას დატვირთვისას; აქვეითებს ციტოსტატიკების ტოქსიური ზემოქმედებით გამოწვეულ  ბიოქიმიურ და ელექტროკარდიოგრაფიულ გამოვლენას გულზე. ფოზიტონი აჩქარებს გული მოქმედების აღდგენას ხანგრძლივი იშემიური კარდიოპლეგიის შემდეგ.
დადგენილი, რომ ფოზიტონი იცავს ღვიძლს და თირკმელებს იშემიისგან და ფუნქციონალური და ორგანული დაზიანებისაგან, გამოწვეულს პოსტ–იშემიური რეპარფუზიით.
ფოზიტონი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებელს პაციენტებში, რომლებთაც აქვთ პერიფერიული სისხლძრღვების დაავადება. სისხლის მრავალჯერადი გადასხმისას ფოზიტონი ზრდის შიგაერთროციტარულ ენერგეტიკულ მარაგს, ამცირებს გადასხმულ პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციას, აღადგენს უჯრედის შიგნით კალიუმისა და ნატრიუმის კონცენტრაციულ თანაფარდობას, აუმჯობესებს ერთროციტების ელასტიურობას და ჰემოლიტურ რეზისტენტობას.
ფოზიტონი შესაძლებელი სასრგებლო იყოს მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს–სინდრომის მკურნალობისას. ამ სინდრომის დროს ფოზიტონი ხელს უწყობს ფილტვების მაკროვასკულარულ დაზიანების შემცირებას პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული ჰისტამინის დათრგუნვის გზით და იცავს თავისუფალი ჟანგბადოვანი რადიკალების წარმოქმნისაგან (პერეკისული და სუპეროქსიდული) ნეიტროფილებში.
გარდა ამისა, ფოზიტონი დადებითად მოქმედებს აზოტურ ბალანსზე და მონაწილეობს გლუკოზის უტილიზაციაში საერთო პარენტერალური კვებისას.

ჩვენებები:
მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
შოკური მდგომარეობა;
გულის ქრონიკული უკმარისობა;
მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემია;
სხვადასხვა ლოკალიზაციას იშემია (მათ შრის ქვედა კიდურების მძიმე იშემია);
ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევა;
ჰიპოფოსფატემია, გამოწვეული მეტაბოლიზმის დარღვევით;
მასიური ტრანსფუზიისას გამო დიფოსფოტგლიცერატის მარაგის ამოწურვისას და გულზე ოპერაციის დროს ექსტრაკორპორალური სისხლისმიმოქცევისას;
სპორტულ მედიცინაში ინტენსიური დატვირთვისას დაკარგული ენერგიის აღსადგენად;
ფიზიკური დატვირვთვის სინდრომის საპროფილაქტიკოდ, ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვისას ადაპტაციის გასაუმჯობესებლად.

დოზირების რეჟიმი:
განკუთვნილი მხოლოდ ინტრავენური შეყვანისათვის.
სწრაფი ინტრავენური გადასხმისას (დაახლოებით 1გ/წთ სიჩქარით, რაც შეესაბამება სიჩქარეს 10მლ/წთ) 5გ ფხვნილს ხსნიან 50მლ თავისივე გამხსნელში 10% ხსნარის მისაღებად. რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა და მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება მდგომარეობის სიმძიმით. მწვავე მდგომარეობისას პრეპარატი ჩვეულებრივ შეყავთ ანგარიშით 125–175 მგ/კგ (შეესაბამება 2 ფლაკონს დღეღამეში, მაქსიმალური დოზა 250 მგ/კგ. უფრო მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობისას რეკომენდებულია საერთო სადღეღამისო დოზა გაიყოს 2 შეყვანაზე.
ქრონიკული მდგომარეობისას – 75მგ–დან 160მგ–მდე ფხვნილი კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1–2 ფლაკონს დღეში).
მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას პეპარატს უმატებენ კარდიოპლეგიური ხსნარის შემადგენლობაში უშუალოდ შეყვანის წინ.
რეკომენდებულია ინფუზიის პროფილაქტიკური კურსის ჩატარება 1 ფლაკონი დღეღამეში 3–5 დღის მანძილზე, ქირურგიული ჩარევის წინ, და 1–2 დღის მანძლზე ოპერაციის შემდეგ.

ჰიპოფოსფატემიის სამკურნალოდ დანიშნული დოზა დამოკიდებული უნდა იყოს დეფიციტის გამოხატულებაზე ფოსფორის სიჭარბის ასარიდებლად.

ბავშვებში დოზირება განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით.

ყურადღება!
მომზადებული ხსნარი შეიძლება მხოლოდ ერთხელ იქნას გამოყენებული. დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიღვაროს.

გვერდითი მოქმედება:
ძალიან იშვიათდ სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია;
10მლ/წთ სიჩქარით გადასხმისას შესაძლებელია სახის სიწითლე, გახშირებული გულისცემა, კიდურების თითების დაბუჟება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ჰიპერფოსფატემია;
* თირკმლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები:
როცა კრეატინინის კლირენსი <50მლ/წთ აუცილებელია მუდმივი დაკვირვება სისხლში ფოსფორის დონეზე.
მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ აუცილებლობისას მკაცრი სამედიცინო კონტროლით.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე:
არ ახდენს გავლენას.

სიფრთხილე:
ხსნარის კანქვეშ მოხვედრისას შესაძლებელია ზომიერი ლოკალური ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატით მკურნალობისას არავითარი გვერდითი ეფექტი არ იქნა გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფოზიტონის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ იქნა დაფიქსირებული.

შეთავსებადობა: არ შეიძლება პრეპარატის იმ წამლებთან შერევა, რომელებიც არ იხსნება pH 5,5-ის დროს, ასევე კალციუმის მარილების ტუტოვან ხსნართან.

მწარმოებელი: FISIOPHARMA S.r.l., იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook