ფომეპიკელ D5 ამპულები

  • თურმანიძის მალამოები

ფომეპიკელ D5 ამპულები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Fomitopsis pinicola e muribus mycelii D5-ის 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი

ჩვენება
– ინტერმისიური, რემისიული და ნაღვლისმიერი ცხელება, რომელსაც ახლავს თავის ტკივილი, ყვითლად შელესილი ენა, სიყვითლე
– ხანგრძლივი ღებინება, დიარეა და ყაბზობა
– დიდი წვივის ძვლის ყრუ ან ძლიერი ტკივილი
– ძილის დარღვევა
– პროსტატის ადენომა
თვისებები
უახლესი გამოკვლევების თანახმად, Fomitopsis pinicola-ს  პოლისაქარიდების ექსტრაქტები მაღალეფექტური იმუნომოდულატორებია. ამ რთული პოლისაქარიდების გარდა, დადასტურებულია გლიკოპროტეიდების კლასის მაკრომოლეკულების არსებობა, რომლებიც ვაზოდილატაციური და ჰიპოტენზიური მოქმედებით ხასიათდება.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კანქვეშ, კვირაში 2-ჯერ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook