ფორკანი – FORCAN

ფორკანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა:
ფორკანი -50
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP   50 მგ
ფორკანი -150
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP   150 მგ
ფორკანი -200
თითოეული კაფსულა შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP   200 მგ
ფორკანი -100 DT
თითოეული დისპერსიული უგარსო ტაბლეტი შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP   100 მგ
ფორკანი I. V. საინექციო
თითოეული მლ შეიცავს
ფლუკონაზოლი UCP   2 მგ
ნატრიუმის ქლორიდი IP 0,9 % წ/ვ (წონა / მოცულობა)
საინექციო წყალი IP         ქ.ს.
აღწერილობა:
ფლუკონაზოლი არის ორმაგი ტრიაზოლის ანტიფუნგალური აგენტი, სტრუქტურულად დაკავშირებული იმიდაზოლ – წარმოებულ ანტიფუნგალებთან. ტრიაზოლის აზოლის რგოლის აზოტი აკავშირებს სოკოს ციტოქრომ P -450 ენზიმ ლანოსტეროლის ჰემურ კომპონენტს 14- დიმეთილაზას, რომელიც წყვეტს ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად, რაც იწვევს დარღვევების კასკადს მემბრანის განვლადობის მხრივ, მემბრანასთან დაკავშირებული ენზიმების აქტივობაში და ქიტინის სინთეზის კოორდინაციაში.

ჩვენებები:
ფორკანი ნაჩვენებია:
ლორწოვანის კანდიდოზები, როგორიცაა ოროფარინგეალური, ეზოფაგური,   კან – ლორწოვანის და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზები, ვაგინალური კანდიდოზები და ა. შ.
სისტემური კანდიდოზები: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზები, პერიტონეუმის, ენდოკარდის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციები.
კრიპტოკოკოზი: კრიპტოკოკული მენინგიტი, როგორც პირველადი, ისე შემანარჩუნებელი თერაპია
სოკოვანი ინფექციის პრევენცია: პაციენტებში სიმსივნეებით, აივ ინფექციით, ინტენსიურ განყოფილებაში და იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში.

მიღების გზები და დოზირება:
მოზრდილები
ოროფარინგეალური კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ   14 დღის განმავლობაში.
ეზოფაგური კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდგომ 100 მგ დღეში ერთხელ   21 დღის განმავლობაში.
ვაგინალური კანდიდოზი: 150 მგ ერთჯერადი დოზა
სისტემური კანდიდოზი: 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ დღეში ერთხელ.
კრიპტოკოკული მენინგიტი: 400 მგ დატვირთვის დოზა, შემდგომ 200 მგ დღეში   10-12 კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩFშ გახდება კულტურაზე ნეგატიური.
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციის მიზნით შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ დღეში.
პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში: 50-400 მგ დღეში ერთხელ დაწყებული ნეიტროპენიის პიკამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება 7 დღე მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რიცხვი > 1000 უჯრედი / მმ 3.
ბავშვები
ლორწოვანის კანდიდოზები
< 2 კვირაზე: 3 მგ / კგ ყოველ 72 სთ – ში
2-4 კვირა:    3 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში
4 კვირის შემდეგ: 3 მგ / კგ დღეში

სისტემური კანდიდოზები
< 2 კვირაზე: 6-12 მგ / კგ ყოველ 72 სთ – ში
2-4 კვირა: 6-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში
4 კვირის შემდეგ: 6-12 მგ / კგ დღეში

პროფილაქტიკა იმუნოკომპრომიტირებულებში:
< 2 კვირაზე: 3-12 მგ / კგ ყოველ 72 სთ – ში
2-4 კვირა: 3-12 მგ / კგ ყოველ 48 სთ – ში
4 კვირის შემდეგ: 3-12 მგ / კგ დღეში

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას:
ფლუკონაზოლი ექსკრეტირდება ძირითადად შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.   ამიტომ,  პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის კორექცია ფუნქციის დარღვევის შესაბამისად და ის დამყარებული უნდა იყოს გაზომილ ან მიახლოებით გამოთვლილ კრეატინინის კლირენსზე პაციენტში.

რეკომენდებული დოზირება:

კრეატინინის კლირენსი

( მლ / წთ )

დოზირება

შიგნითა / დღიური დოზა

>50

21-50

10-20

პაციენტები რეგულარულ

ჰემოდიალიზზე

24 სთ /100%

48 სთ /50%

72 სთ /25%

დოზის 100 % ყოველი

დიალიზის შემდეგ

ინტრავენური ინფუზიის შეთავსებადობა – თუმცა პრეპარატის გახსნა არაა საჭირო, ფორკანის ი.ვ ინფუზია შეთავსებადია შემდეგ სითხეებთან:
დექსტროზა 20%
რინგერის ხსნარი
ჰარტმანის ხსნარი
კალიუმის ქლორიდი დექსტროზაში
ნატრიუმის ბიკარბონატი
ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9 %)
შერევა სხვა პრეპარატთან ინფუზიამდე არაა რეკომენდებული.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან პრეპარატის დანამატების ან აზოლის შენაერთების მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
ურთიერთქმედება:
– ანტიკოაგულანტები: ფლუკონაზოლი კუმარინის პრეპარატების პროთრომბინის დროს ზრდის, ამიტომ საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი.
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის დონე.
– ფენიტოინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენიტოინის დონეს და AUC – ს და შედეგად ფენიტოინის ტოქსიურობას.
– ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები: ფლუკონაზოლისა და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ერთდროული მიღება (როგორიცაა სულფონილშარდოვანა დიაბეტიკებში) იწვევს ანტიდიაბეტური პრეპარატების კონცენტრაციის გაზრდას და მეტაბოლიზმის შენელებას.
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღება ამცირებს AUC – ს ფლუკონაზოლისთვის 20 %- ით.
– თეოფილინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს თეოფილინის კონცენტრაცია შრატში. საჭიროა დაკვირვებული მონიტორინგი მათი ერთდროული მიღებისას.

ორსულობა
არ მოიპოვება ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულებში. ფორკანი ორსულებში გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა პოტენციური სარგებელი აჭარბებს რისკს.

ლაქტაციის პერიოდი
რამდენადაც პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძეში, იგი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება
იხ. მიღების გზები და დოზირება

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
იხ. მიღების გზები და დოზირება

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
ღვიძლის ფუნქციის გადახრის დროს საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. იმუნოკომპრომიტირებულ პაციანტებში გამონაყარის განვითარებისას საჭიროა მონიტორინგი და პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თუ სიმპტომები პროგრესირებს.

გვერდითი ეფექტები
ჩვეულებრივ, ფლუკონაზოლი კარგად აიტანება. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონაყარი და დიარეა. შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების – ალტ – ის, ასტ – ის, ტუტე ფოსფატაზას და შრატის ბილირუბინის დონის ზომიერი მატება, რომელიც გარდამავალი და შექცევადია. სერიოზული ჰეპატოტოქსიურობა იშვიათია. კლინიკური გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ნანახი იქნა აივ – ინფიცირებულებში, ვიდრე არაინფიცირებულებში, თუმცა მოდელი იყო მსგავსი. იშვიათ შემთხვევებში აღნიშნულია ანაფილაქსიური რეაქციაც.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს დამხმარე ღონისძიებები და სიმპტომური თერაპია, კუჭის ლავაჟიც მათ შორის, საჭიროებისას.
ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა, ამდენად, ფორსირებული დიურეზი ზრდის მისი ელიმინაციის სიჩქარეს.
3 საათიანი დიალიზის პროცედურა ამცირებს პლაზმაში მის დონეს 50 %- ით.

შეფუთვის ფორმა
ფორკანი -50               ფირფიტა 4 კაფსულისგან
ფორკანი -150              ფირფიტა 1 კაფსულისგან
ფორკანი -200              ფირფიტა 4 კაფსულისგან
ფორკანი -100 Dთ           ბლისტერი 4 ტაბლეტისგან
ფორკანი I. V.             ფლაკონი, 100 მლ

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

აფთიქიდან გაცემის წესი: რეცეპტით

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი: ციპლა, ინდოეთი.

გაფრთხილება