ფორლაქსი

ფორლაქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მაკროგოლი/MACROGOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოსმოსური საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში 10 გ, შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 პაკ.
მაკროგოლი 4000………  10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის საქარინი, არომატული გემოს მიმცემი შემავსებლები (ფორთოხალი და გრეიფრუტი).

ჩვენებები:
ყაბზობის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მისაღებად ენიშნებათ 1-2 პაკეტი დღეში. მკურნალობის დასაწყისში საჭიროა პაკეტის შიგთავსი გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. მოქმედების ეფექტი იწყება პრეპარატის მიღებიდან 24-48 სთ-ის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
♦ პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას ვითარდება დიარეა, რომელიც შეიძლება შეწყდეს 24-48 სთ-ში მკურნალობის შეწყვეტიდან, ამის შემდეგ კი შესაძლებელია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შედარებით დაბალი დოზებით;
♦ ტკივილები მუცლის არეში, განსაკუთრებით ავადმყოფებში ნაწლავების ფუნქციის დარღვევით.

უკუჩვენებები:
* მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაავადებები, მათ შორის არასპეციფიკური წყლულოვანი რექტოკოლიტი;
* კრონის დააავადება;
* უცნობი ეტიოლოგიის ტკივილები მუცლის არეში.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ რეკომენდებული არ არის ყაბზობის დროს ფოლაქსის ხანგრძლივად გამოყენება.
◄  ყაბზობის მედიკამენტური მკურნალობა წარმოადგენს საერთო ჰიგიენური მეთოდის და დიეტოთერაპიის მხოლოდ დამატებით საშუალებას, როგორიც არის მდიდარი მცენარეული უჯრედისის მქონე საკვების და სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება ფიზიკურ აქტივობასთან და დეფეკაციის რეფლექსის აღდგენასთან ერთად.
◄  რადგან პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, იგი ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, აგრეთვე იმ ავადმყოფებს, რომელთა რაციონიდან ამოღებულია გალაქტოზა.
◄  ფოლაქსის მიღება რეკომენდებულია ცალკე სხვა მედიკამენტებისაგან არანაკლებ 2 სთ-იანი ინტერვალით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook