ფოსმიცინ-S

ფოსმიცინ-S. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფოსფომიცინ ნატრიუმი / FOSFOMYCIN SODIUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ფხვნილი ი/ვ ინექციისათვის:ფლაკონში, შეფუთვაში 10 ც.
1 ფლ.
ფოსფომიცინ ნატრიუმი……..   1 გ
1 ფლ.
ფოსფომიცინ ნატრიუმი……..   2 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოსფომიცინს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი გამომწვევების, მათ შორის ანაერობული ფლორის მიმართ. იგი განსაკუთრებით აქტიურია შემდეგი გამომწვევების მიმართ: P.aeruginosa, P.vulgaris, S. marcescens და მულტირეზისტენტული S. aureus, E. coli.
ფოსფომიცინის მოქმედების მექანიზმი უნიკალურია. აქტიური ტრანსპორტის საშუალებით მაღალი კონცენტრაციით ხვდება უჯრედის შიგნით და აინჰიბირებს ბაქტერიის კედლის სინთეზს საწყის სტადიაზე (ბ-ლაქტამური ანტიბიოტიკები აინჰიბირებენ ბაქტერიის კედლის სინთეზს ბოლო სტადიაზე). ფოსფომიცინს არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი, ამიტომ ეფექტურია რეზისტენტული პათოგენების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:
1. კონცენტრაცია სისხლში:
მოზრდილებში: სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია მისი ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის შემდეგ:

ავადმყოფი

მოზრდილები

ჯანმრთელი მოზრდილები იგივე იგივე
რაოდენობა 6 3 3 3
ინექციის დოზა (გ) 1.0 1.0 2.0 2.0
გამხსნელის მოცულობა (მლ) 20 200 300 300
შეყვანის ხანგრძლივობა 5 წთ 1სთ 1სთ 3სთ
მაქს. კონცენტრაცია მკგ/მლ 74 87.3 157.3 98.3
T საათი 1.7 1.5 1.8 1.7

შრატში კონცენტრაცია შეყვანიდან 30 წუთში.
2. ცილებთან კავშირი: ცილებთან კავშირი შეადგენს 2.16%-ს.
მეტაბოლიზმი და ექსკრეცია: ფოსფომიცინი არ განიცდის მეტაბოლიზმს და ძირითადად ექსკრეტირდება შარდით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:
ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციები – P.aeruginosa, P.vulgaris, S. marcescens და მულტირეზისტენტული S. aureus და E. coli:
სეპტიცემია, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია თანდართული ინფექციით, პნევმონია, ფილტვების ემპიემა, პიოთორაქსი, პერიტონიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ადნექსიტი, საშვილოსნოსშიდა ინფექცია, მცირე მენჯის სივრცის ანთება, პარამეტრიტი და ბართოლინიტი.

მიღების წესი და დოზირება:
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზია: ფოსმიცინ-S-ის ჩვეულებრივი დღიური დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 2-4 გ, ხოლო ბავშვებისათვის – 100-200 მგ/კგ; მიიღება წვეთოვნად 2 გაყოფადი დოზით. თითოეული დოზა იხსნება 100-150 მლ საინფუზიო ხსნარში. ინფუზიის ხანგძლივობაა 1-2 საათი. ინტრავენური ინიექცია: ჩვეულებრივი დღიური დოზა მოზრდილებისათვის 2-4 გ და ბავშვებისათვის 100-200 მგ/კგ მიიღება 2-4 გაყოფადი დოზით. 1-2 გ ნივთიერების გამხსნელად გამოიყენება 20 მლ საინექციო წყალი JP (იაპონიის ფარმაკოპეა) ან გლუკოზის საინექციო ხსნარი JP. ინექციის ხანგრძლივობა 5 წუთი ან უფრო მეტი. დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
სიფრთხილის ზომები:
მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დადგენის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მინიმალური დროით, რომ თავიდან ავიცილოთ რეზისტენტული შტამების განვითარება.
ინიშნება სიფრთხილით:
1) პაციენტებში პირადი ან მემკვიდრული წინასწარგანწყობით ალერგიული რეაქციების მიმართ, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ეგზემა ან ჭინჭრის ციება.
2) პაციენტებში ღვიძლის ფუნქცის დარღვევით.
განსაკუთრებული რჩევები:
1) ავადმყოფი დეტალურად უნდა გამოიკითხოს, რომ თავიდან ავიცილოთ შოკის განვითარების რისკი.
2) ვინაიდან პრეპარატი შეიცავს 14.5 მკგ ნატრიუმს სიფრთხილეა საჭირო ავადმყოფებში, რომელთანაც რეკომენდებულია ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის მიღება გულის დაავადების თირკმლის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის გამო.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
ღვიძლისმიერი: ≥0.1%-0.5%: AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა, yGT და ბილირუბინის დონის მომატება, <0.1% სიყვითლე.
ჰემატოლოგიური: <0.1% ანემია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია.
თირკმლისმიერი: <0.1%, თირკმლის დისფუნქცია. შეშუპება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, პროტეინურია, ელექტროლიტების დონის მატება.
კუჭნაწლავის მხრივ: ≥ 0.1%-0.5%: დიარეა; <0.1% სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია.
დერმატოლოგიური: ≥0.1%-0.5%: ეგზანთემა; <0.1% ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: <0.1% ხველა, ასთმის შეტევა.
ფსიქონევროლოგიური: <0.1% დაბუჟება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
ინექციის ადგილას: ≥0.1%-0.5%: ანგიალგია; <0.1% ფლებიტი.
სხვა გვერდითი მოვლენები: <0.1% თავის ტკივილი, წყურვილი, ცხელება, ლეთარგია, გულმკერდის არეში დისკომფორტის ან ზეწოლის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
1. შოკი: ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, ვინაიდან შეიძლება გამოვლინდეს შოკის სიმპტომები (სიხშირე: <0.1%). თუ გამოვლინდა შოკის რომელიმე სიმპტომი, კონკრეტულად სუნთქვის უკმარისობა,წნევის დაქვეითება, ციანოზი, ჭინჭრის ციება და დისკომფორტი, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესამისი ზომები.
2. ფსევდომემბრანული კოლიტი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას, მუცლის ტკივილის და ხშირი დიარეის განვითარებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები.
3. პანციტოპენია და აგრანულოციტოზი (სიხშირე: <0.1%). ავადმყოფები საჭიროებენ დაკვირვებას. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გატარდეს შესაბამისი ზომები. ასეთი სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა და გატარდეს შესაბამისი ზომები.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს (არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ).

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: პრეპარატის უსაფრთხოება დღენაკლულებში და ახალშობილებში არ არის დადგენილი.
პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში: პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი იზრდება. ხანდაზმულებში, რომლებშიც რეკომენდებულია ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის მიღება გულის დაავადების, თირკმლის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის გამო, საჭიროა დოზის ფრთხილად შერჩევა.
სიფრთხილის ზომები დაკავშირებული პრეპარატის შეყვანასთან:
1. შეყვანის მეთოდი: პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ ინტრავენურად. რეკომენდებულია მისი წვეთოვანით შეყვანა.
2. ცნობილია, რომ მედიკამენტის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფლებიტი და ანგიალგია. ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა შეყვანის ადგილს და მეთოდს, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნელა.
სიფრთხილის სხვა ზომები: ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის, აგრეთვე ჰემატოლოგიური სურათის მონიტორინგი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან. ახასიათებს სინერგიზმი პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების, ტეტრაციკლინების და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: MEIJI SEIKA KAISHA, იაპონია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook