ფოსფესტროლი

ფოსფესტროლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოსფესტროლი წარმოადგენს ესტროგენული აქტივობის მქონე სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. სიმსივნის ქსოვილში შეღწევისას, მჟავა ფოსფატაზას ზემოქმედებით, ფოსფესტროლი დეფოსფოლირდება ციტოსტატური მოქმედების მქონე დიეთილსტილბესტროლის წარმოქმნით, რაც აერობული გლიკოლიზის მიტოზის, სიმსივნური უჯრედების ზრდისა და მათი მიგრაციის დათრგუნვით ვლინდება. პრეპარატი აინჰიბირებს ანდროგენების სინთეზს.

ჩვენებები

  • წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
  • სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო.

დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალური ამტანობის განსაზღვრის მიზნით ვენაში შეჰყავთ ნელა 150 მგ პრეპარატი, კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 600 მგ-მდე შემდეგი დღიდან იწყება მკურნალობის ძირითადი კურსი – ვენაში ინექციის ან წვეთოვანი სახით შეჰყავთ 1.2 გ პრეპარატი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში. შემდგომში ყოველდღიურად – 300 მგ 10 დღის განმავლობაში. რის შედეგადაც შეყავთ ვენაში პრეპარატის 10 ინექცია იგივე დოზით დღეგამოშვებით. მკურნალობის ძირითადი კურსის დამთავრების შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ თერაპიაზე: შიგნით მისაღებად ინიშნება 100-200 მგ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეში 2-3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომში 100-200 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები
დასაწყისში – გულისრევა, ღებინება, საერთო მდგომარეობის გაუარესება; ქავილი და ტკივილი ანუსის და გენიტალიუმის მიდამოში, შედარებით ნაკლებად –  სახისა და ყელის, მეტასტაზური კვანძების მიდამოში. შესაძლებელია ჰემორაგიების განვითარება, გინეკომასტია.

უკუჩვენებები
* ჰემორაგიული სინდრომი;
* ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
* სისხლმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
* ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები
♦ დასუსტებულ ავადმყოფებში, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, გულის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზის რეჟიმის კორექცია.
♦ გვერდითი ეფექტების სიხშირისა და მათი გამოვლენის შემცირების მიზნით ნაჩვენებია ანტიჰისტამინური პრეპარატების ვენაში შეყვანა.
♦ მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის შრატში ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და შარდის ნალექის გამოკვლევა.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook