ფრომილიდი

ფრომილიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კლარითრომიცინი/CLARITHROMYCIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 7 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
კლარითრომიცინი……..   250 მგ
1 ტაბ.
კლარითრომიცინი…….   500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური ორჟანგი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ქინოლის ყვითელი საღებავი.
გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად:
ფლაკონში 60 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში
5 მლ
კლარითრომიცინი………  250 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბიმერი, პოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზის ფტალატი, ტალკი, აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის კამედი, ბანანის არომატი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სილიციუმის უწყლო ჟანგი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლარითრომიცინი არის მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი. ის აინჰიბირებს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს, ძირითადად ავლენს ბაქტერიოსტატულ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას. კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და Chlamydia pneumoniae, Ureaplasma urealyticum; გრამდადებით მიკროორგანიზმები: (Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Staphylococcus aureus, Listeria monºCytogenes, Corynebacterium spp., Bacillus spp.); გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:(Haemophilus influenzae და Haemophilus ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Neisseria gonorrhoeae და Neisseria meningitidis, Borrelia burgdorferi, Pasteurella multºCida, Campylobacter spp. და Helicobacter pylori); ზოგიერთი ანაერობები: (Eubacterium spp., PeptºCºCcus spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens и Bacteroides melaninogenicus); Toxoplasma gondii და ყველა მიკრობაქტერია Mycobacterium tuberculosis გარდა.

ფარმაკოკინეტიკა:
კლარითრომიცინი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.
კლარითრომიცინის 20% დაუყოვნებლივ მეტაბოლიზდება 14-ჰიდროქსი-კლარითრომიცინად, რომელსაც გააჩნია გამოხატული აქტივობა Haemophilus influenzae -ს მიმართ.
კლარითრომიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში, სადაც მისი კონცენტრაცია 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე შრატში. 250 მგ დოზის მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს; 500 მგ-ს მიღებისას კი – 5-7 საათს. კლარითრომიცინის 20-დან 30%-მდე (სუსპენზიის მიღებისას 40%) შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი ნაწილი კი – მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:
პრეპარატი განკუთვნილია ზემო სასუნთქი გზების (ტონზოლოფარინგიტი, მწვავე სინუსიტი);
ქვემო სასუნთქი გზების (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების სტადიაში ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
ინფექციების შუა ოტიტის მიკრობაქტერიებით (Mycobacterium avium complex, Mycobacterium kansasii, Mycobacterium marinum, Mycobacterium leprae) გამოწვეული კანის და რბილი ქსოვილების ინექციების სამკურნალოდ;
შიდსით დაავადებულებში ამ დაავადებების პროფილაქტიკისათვის;
H.pilory-ს ერადიკაციისათვის კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში (ყოველთვის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში), ასევე პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გატეხვის გარეშე, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 250 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ.
სინუსიტის სამკურნალოდ, მწვავე ინფექციებისას როდესაც ინფექციის  გამომწვევია Haemophilus influenzae, ნიშნავენ 500 მგ კლარითრომიცინს ყოველ 12 საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 8-14 დღე.
Helicobacter pyloris ერადიკაციისათვის ინიშნება 250-500 მგ დღეში 2-ჯერ. ძირითადად 7 დღე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს ეძლევა სუსპენზია, დღეში 15 მგ კილოგრამ წონაზე ორ მიღებაზე გადათვლით. სუსპენზის მიღების შემდეგ რეკომენდებულია მცირე რაოდენობით სითხის დაყოლება. სუსპენზია შეიცავს მცირე გრანულებს, რომელთა დაღეჭვა არ არის რეკომენდებული მწარე გემოს გამო. მოყვება შპრიცი პერორალური მიღებისათვის. ერთი სავსე შპრიცი იტევს 5 მლ სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 125 მგ კლარითრომიცინს. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა შპრიცის გარეცხვა. პრეპარატის დოზა პედიატრიაში გამოითვლება სხეულის მასით. ცხრილში მოცემულია დოზირების პრინციპი:

ბავშვის სხეულის წონა  დოზა მლ-ში (შპრიცი)  დოზა მგ-ში
 8კგ  2,5მლ (1/2) 2-ჯერ დღეში  62,5მგ
 16კგ  5მლ (1) 2-ჯერ დღეში  125მგ
 24კგ  7,5მლ (1 1/2) 2-ჯერ დღეში  187,5მგ
 32კგ  10მლ (2) 2-ჯერ დღეში  250მგ

მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 7-14 დღე.

Mycobacterium avium complex-ით გამოწვეული გავრცელებული ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ინიშნება 500 მგ ყოველ 12 საათში. შესაძლებელია დოზის გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 გ. ბავშვებს ეძლევათ დღეში 15 მგ კილოგრამ წონაზე, ორ მიღებაზე გადათვლით. პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს ყოველ 12 საათში 500 მგ-ს. პედიატრიაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1 გ.
Mycobacterium avium -ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ხანგრძლივია.
თირკმლის უკმარისობისას როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 0,5 მლ/წმში (30 მლ/წთ) ან შრატის კრეატინინი შეადგენს 2901 მოლი/ (3.3 მგ/100 მლ დოზა უნდა შემცირდეს 2-ჯერ, ან უნდა გაორმაგდეს მიღებებს შორის შუალედი.
სუსპენზიის მომზადება: სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა 42 მლ წყალი. წინასწარ შეანჯღრიეთ ფლაკონი დაამატეთ წყლის მოცულობის 1/4 და შეანჯღრიეთ გრანულების გახსნამდე. დაამატეთ დარჩენილი წყალი, და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული სუსპენზიის მოცულობა უნდა აღწევდეს ფლაკონზე არსებულ ხაზს.

გვერდითი მოვლენები:
გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის არეში. მწვავე და მედგარი დიარეის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევებში, რაც შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევებში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტომატიტს, გლოსიტს, თავის ტკივილს, მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი), წარმავალი ხასიათის გემოვნების შეცვლა ცალკეულ ავადმყოფებში დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, ცნობიერების აღრევა, შიშები, უძილობა, ღამის კოშმარები), პაციენტების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები სუსტი ინტენსივობისაა.
ძალიან იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება ქოლესტაზური სიყვითლე.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* პრეპარატი არ ენიშნებათ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კლარითრომიცინზე ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა პრეპარატებზე.
* იმასთან დაკავშირებით რომ პრეპარატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, იგი არ ინიშნება ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ჰეპატიტის (ანამნეზში) დროს; ასევე პორფირიისას, ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
* კლარითრომიცინი არ ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ტერფენადინს, ცისაპრიდს, პიმოზიდს ან ასტემიზოლს.

ორსულობა და ლაქტაცია:
კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
! პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს შორის არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა. მსუბუქი ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ წარმოადგენს დოზის კორექციის მიზეზს, იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის ფუნქცია შეესაბამება ნორმას. თირკმლის მწვავე უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება.
◄  დღეისათვის კლარითრომიცინის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
◄  ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას, ამიტომ შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია, რომელიც გამოწვეულია რეზისტენტული მიკროორგანიზმებით. მწვავე და მედგარი დიარეის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილი და სხვა მექანიზმების მართვაზე: პრეპარატი არ ახდენს გავლენას პაციენტის ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე ავტომობილის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:
როგორც წესი პრეპარატის ჭარბი დოზირება იწვევს ღებინებას და მუცლის არეში ტკივილს, თავის ტკივილს და ცნობიერების აღრევას. თუ პაციენტმა მიიღო ჭარბი დოზა, მან უნდა მიმართოს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც მას შეუძლია მოახდინოს ციტოქრომ P450 კომპლექსის ფერმენტების ინჰიბირება.
– კლარითრომიცინის და იმ პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ სისტემის საშუალებით მათი კონცენტრაცია მატულობს და ვლინდება გვერდითი მოვლენები. ამიტომ კლარითრომიცინის მკურნალობისას, სიცოცხლისათვის საშიში არითმიების განვითარების რისკის გამო, არ შეიძლება თეოფილინის, კარბამაზეპინის, დიგოქსინის, მიდაზოლამის, ფენიტოინის, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის, და სპორინიის ალკალოიდების ერთობლივი დანიშვნა.
– იმ პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინთან ერთად ღებულობენ ვარფარინს ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
– ზიდოვუდინის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება ამცირებს ზიდოვუდინის აბსორბციას.
– რიტონავირის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება იწვევს შრატში კლარითრომიცინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას და მისი მეტაბოლიტის – 14-ჰიდროქსიერითრომიცინის მნიშნველოვან შემცირებას.

შენახვის პირობები:
ტაბლეტები ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, გრანულები სუსპენზის მოსამზადებლად ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მომზადებული სუსპენზია ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას. მისი გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი; გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook