ფსორნოჰელ ნ

ფსორნოჰელ ნ. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.
100 მლ

Psorinum D10 ……………………………………… 10მლ.
Medorrhinum D12 ………………………………… 10მლ.
Sulfur D6 …………………………………………….. 10მლ.
Thuja occidentalis D6 …………………………… 10მლ.
Bufo bufo D10……………………………………… 10მლ.
Luesinum D8………………………………………… 10მლ.
Vaccininum D8…………………………………….. 10მლ.
Natrium chloratum D12…………………………. 10მლ.
Bismutum kalium jodidum D5………………… 5მლ
Nerium oleander D4  …………………………….. 5მლ
Cicuta virosa D5 …………………………………… 5მლ
Bacillinum D12 ……………………………………. 5მლ

Spiritus 35 vol%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მდორედ მიმდინარე ქრონიკული პროცესების და სიმსივნეების კომპლექსური მკურნალობის სქემაში PSORINOHEEL N ერთ-ერთ ძირითად პრეპარატს წარმოადგენს.

ჩვენებები:
კანის და ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადებები (პიგმენტური ლაქა, ხალი, კელოიდი, ჰემანგიომა, ნეიროდერმიტი, ეზემა, დერმატოზი, ერითემა, მეჭეჭები, ქერცლიანი სირსველა, ფერიმჭამელები, Plica polonica პიტირიაზი, კონტაგიოზური იმპეტიგო, მგლურა, სკლეროდერმია და სხვა);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
PSORINOHEEL N ძირითადი პრეპარატია შაკიკის, გლაუკომის, ქრონიკული პოლიართრიტის, ნეფროზის მკურნალობისას.

მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია

უკუჩვენებები: არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook