ფუნგოლონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფლუკონაზოლი /FLUCONAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 8 კაფს, შეფუთვაში 1 ბლისტერი.
1 კაფს.
ფლუკონაზოლი……….        50 მგ
კაფსულები: ბლისტერზე 8 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი
1 კაფს.
ფლუკონაზოლი………  100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, E171, E172, E132;

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფუნგოლონი მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ანტიმიკოზურ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება სოკოს უჯრედის გარსში სტეროლების სინთეზის სპეციფიკური ინჰიბირებით. იგი ხასიათდება აქტიური მოქმედებით მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის სოკოვან დაავადებებს როგორიცაა: Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე გენერალიზებული ფორმის კანდიდოზის ჩათვლით), CryptºCºCcus neoformans და CºCcidioides immitis (ქალასშიგა ინფექციების ჩათვლით), Microsporum spp. და Trichophyton spp; პრეპარატის მიმართ რეზისტენტობას იშვიათად აქვს ადგილი.

ჩვენებები:
მძიმე სისტემური კანდიდოზური ინფექციები შარდ-სასქესო გზების ინფექციების ჩათვლით, პერიტონიტი და პნევმონია;
ვაგინური კანდიდოზი;
ოროფარინგული და ეზოფაგური კანდიდოზი;
კრიპტოკოკური მენინგიტი;
დერმატომიკოზები;
იყენებენ აგრეთვე ქიმიოთერაპიის დროს სხივური თერაპიის შემდეგ იმუნიტეტ დაქვეითებულ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ვაგინური კანდიდოზის დროს რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზა პერორალურად მიღებისას შეადგენს 150 მგ-ს. მკურნალობა გრძელდება კლინიკური სიმპტომების სრულ გაქრობამდე, სანამ ნორმას არ უბრუნდება ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც მიკოზურ ინფექციაზე მიუთითებენ.
შემანარჩუნებელ თერაპიას, რეციდივების თავიდან აცილების მიზნით ძირითადად იყენებენ შიდსით და კრიპტოკოკური მენინგიტით, ან რეკურენტული ოროფარინგული კანდიდოზის დროს.
ოროფარინგული კანდიდოზის დროს ფუნგოლონის რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს პირველ დღეს 200 მგ-ს, და 100-100 მგ-ს დანარჩენ დღეებში.
კლინიკურ გამოჯანმრთელებას ადგილი აქვს ძირითადად რამდენიმე დღეში, მაგრამ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში, რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.
ეზოფაგური კანდიდოზის დროს ფუნგოლონი ენიშნებათ პირველ დღეს ერთჯერადი დოზით 200 მგ და 100-100 მგ შემდეგ დღეებში, შეიძლება აგრეთვე დოზის მომატება 400 მგ-მდე., მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირას, ან სულ მცირე 2 კვირას დაავადების კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
სისტემური კანდიდოზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ-ს პირველ დღეს, შემდგომში კი 200 მგ-ს ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი -4 კვირაა.
კრიპტოკოკოკური მენინგიტის დროს – 400 მგ პირველ დღეს და შემდგომ დღეებში 200 მგ-ს ერთხელ დღეში. ამ დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 კვირას.
შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, კრიპტოკოკური მენინგიტის თავიდან აცილების მიზნით ფუნგოლონის რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ დღეში ერთხელ.
1 წლის ასაკის ზევით ბავშვებში 1-2 მგ/კგ წონაზე, კანის, სისტემური კანდიდოზის და კრიპტოგენული ინფექციების დროს 3-6 მგ/კგ წონაზე.
ბავშვებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული დაავადებების დროს, საჭიროა დოზის რეგულირება კრეატინინის კლირენსთან მიმართებაში.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში დიარეა, გულისრევა, პირღებინება. იშვიათად გამონაყარი კანზე და თავის ტკივილი. მკურნალობის პროცესში შესაძლებელია ღვიძლის ენზიმების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება. იშვიათად აღინიშნება მეტად ძლიერი რეაქციები ღვიძლის მხრივ.
ფუნგოლონი სიფრთხილით ინიშნება ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებთან როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, იზონიაზიდი, ვალპროის მჟავა, ან პერორალური სულფანილშარდოვანას წარმოებული ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად.
ცნსის მხრივ: – იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები.
სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
იშვიათად -ანაფილაქსია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ფლუკანაზოლის ან მასში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ფუნგოლონი გადადის დედის რძეში, რის გამოც მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ ფუნგოლონის და ორალური სულფანშარდოვანას წარმოებული პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექცია.
◄ ფუნგოლონის და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების კომბინაციით, პროთრომბინის დროის გახანგრძლივების გამო, აუცილებელია ასეთი პაციენტების ყურადღებით გამოკვლევა.
◄ ყურადსაღებია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ფუნგოლონის მეტაბოლიზმი ძლიერდება მასთან რიფამპიცინის კომბინაციით, ამ დროს საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა.
◄ ციკლოსპორინის და ფუნგოლონის ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, რადგან შესაძლებელია მისი მომატება.
ჭარბი დოზირება:
გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარე, თავის ტკივილი, რომელთა კორეგირება წარმოებს შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ციმეტიდინთან და რიფამპიცინთან კომბინაციით ფუნგოლონის კონცენტრაცია სისხლში მცირდება, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდთან – იზრდება.
– ვარფარინთან პრეპარატის ერთდროული დანიშვნით იზრდება პროთრომბინის დრო.
– ფუნგოლონი აძლიერებს სულფანილშარდოვანას წარმოებული ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის შრატში, ახანგრძლივებს თეოფილინის, ტოლბუტამიდის, ციკლოსპორინის, ზიდოვუდინის და ფენიტოინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, რის გამოც ამ პრეპარატების კომბინირების დროს საჭიროა ფუნგოლონის დოზის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BALKANPHARMA-RAZGRAD, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook