ფურაგინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება (ნიტროფურანის წარმოებული).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს – Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფურაგინი – ანტიბაქტერიული საშუალება, ეფექტურია, როგორც გრამდადებითი ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს სტაფილოკოკობის და მიკროორგანიზმების სხვა პათოგენურ შტამებზე, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. ფურაგინის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნელა ვითარდება და მაღალ ხარისხს ვერ აღწევს. პრეპარატის მიმართ მდგრადია Pseudomonas  aeruginosa.
ფურაგინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფურაგინის ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნარჩუნდება 8-12 საათის განმავლობაში. ფურაგინი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით, უპირატესად მილაკების სეკრეციის გზით. ფურაგინის 8 -13 % ხვდება შარდში, სადაც ფურაგინის კონცენტრაცია უმეტესი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის აღემატება მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცეტრაციას. ფურაგინის კონცენტრაცია ყველაზე უფრო გამოხატულია მჟავე გარემოში. შარდის გამანეიტრალებელი საშუალებები პრეპარატის მოქმედებას აქვეითებენ. ნიტროფურანები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში, მაგრამ ნაყოფის სისხლში მათი კონცენატრცია გაცილებით დაბალია, ვიდრე დედის სისხლში.

ჩვენებები:
შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).

უკუჩვენებები:
ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები).
ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება.
კუჭნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი.
ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია.
ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი.
სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, erythema multiphorme, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფურაგინი  შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, ანემიის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის და ფოლიუმის მჟავას, ფილტვების დაავადებების დროს. ფურაგინის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს ნევტირი. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში საჭიროა ღვიძლისა და ფილტვების ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით 65 წელზე ზემოთ პაციენტებში. სიფრთხილით გაოიყენება ფურაგინი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ვინაიდან პრეპარატმა პოლინევროპათიის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
ექსპერიმენტული გამოკვლევები და კლინიკური დაკვირვებები ადასტურებენ ნიტროფურანის არასასურველ ზემოქმედებას სათესლეებზე (ტესტეს), რომელიც გამოვლინდება სპერმისა და ეაკულატის რაოდენობის შემცირებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის შემცირებით და მათი მორფოლოგიის პათოლოგიური ცვლილებებით.
იმ პაციენტების ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა, რომლებიც ფურაგინს ღებულობენ, შარდში გლუკოზას შემცველობაზე შეიძლება ცრუ-დადებითი რეაქციები მოგვცეს, თუ ამის დასადგენად სპილენძის აღდგენის მეთოდი გამოიყენება.
შარდში გლუკოზის დასადგენად, ფერმენტული მეთოდით შესრულებულ შედეგებზე ფურაგინი ზეგავლენას არ ახდენს.
ფურაგინის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში ლეიკოციტების, და ასევე ღვიძლისა და თირკმლების პერიოდული კონტროლი.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:
უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა მედიკამენტების გამოყენების შესახებ.
საშუალებები, რომლებიც შარდს ტუტე ხასიათს აძლევენ, ასუსტებენ ფურაგინის თერაპიულ ეფექტს (აჩქარებენ ფურაგინის გამოყოფას შარდით). საშუალებები, რომლებიც შარდს მჟავა ხასიათს აძლევენ (მჟავეები, მათ შორის ასკორბინის მჟავა, და ასევე კალციუმის ქლორიდი), ზრდიან ფურაგინის კონცენტრაციას შარდში (ნელდება მისი გამოყოფა შარდით), ამრიგად იზრდება პრეპარატის სამკურნალო ეფექტი, თუმცა ამავდროულად იმატებს ტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიშროება.
– ანტიბიოტიკები – ამინოგლიკოზიდები და ტეტრაციკლინი აძლიერებენ ფურაგინის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლთან და რისტომიცინთან კომბინაციაში მატულობს ჰემოტოქსიკური მოვლენების განვითარების საშიროება.
– მოქმედების ანტაგონიზმი ნალიდიქსის მჟავასთან (ასუსტებს ფურაგინის ბაქტერიოსტატულ მოქმედებას).
– ფურაგინისა და ურიკოზურიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მცირდება შარდით ფურაგინის გამოყოფა, რაც იწვევს ფურაგინის კუმულაციას და ტოქსიკური მოვლენების განვითარების შესაძლებლობას.
– ფურაგინისა და მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას, მცირდება ფურაგინის აბსორბცია. ატროპინი ანელებს ფურაგინის აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული პრეპარატის საერთო რაოდენობა არ იცვლება.
– B ჯგუფის ვიტამინების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს ნიტროფურანები, მათ შორის ფურაგინის აბსორბციას.

გამოყენების მეთოდები და დოზები.
ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:
ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით.
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე:
არ აღინიშნება.

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook