ფურონი – FURON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ფუროსემიდი/FUROSEMIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.
1 ტაბ.
ფუროსემიდი……….    40 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
ფუროსემიდი………   40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფურესემიდი წარმოადგენს ეფექტურ და სწრაფად მოქმედ დიურეზულ (სალურეზულ) საშუალებას. დიურეზული ეფექტი დაკავშირებულია ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვასთან ჰენლეს მარყუჟში. ზრდის კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის იონების გამოყოფას.
ვენაში შეყვანისას იწვევს პერიფერიული ვენების გაგანიერებას, ამცირებს წინასწარ დატვირთვას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის შევსების წნევას და წნევას ფილტვის არტერიაში.
ვენაში შეყვანისას დიურეზული ეფექტი აღინიშნება 3-4 წუთში და გრძელდება 1-2 საათი. ეს პრეპარატის გამოყენებას შესაძლებელს ხდის გადაუდებელი მდგომარეობებისას – ფილტვების, ტვინის შეშუპების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:
სისხლის პლაზმაში ფუროსემიდის კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად, მაგრამ მაქსიმუმის მიღწევის დრო არ არის დამოკიდებული დოზაზე და მერყეობს ფართო საზღვრებში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერება ძირითადად ალბუმინთან კავშირშია: კონცენტრაციების დიაპაზონში 1-დან 400 ნგ/მლ-მდე ცილებთან კავშირი ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს 91-99%. თავისუფალი ფრაქცია შეადგენს თერაპიული კონცენტრაციის 2.5-4.1%.
ბიოტრანსფორმაციის პროცესში ორგანიზმში ფუროსემიდი ძირითადად გლუკურონიდად გარდაიქმნება.

ჩვენებები:
ფილტვების, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკამარისობა;
ჰიპერტენზიული კრიზები;
ფორსირებული დიურეზი;
შეშუპებები სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეებში შეგუბებითი მოვლენებისას;
ეკლამფსიები.

გამოყენების წესი და დოზირება:
ფუროსემიდი ინიშნება ვენასა და კუნთებში. დოზების შერჩევა ხდება მდგომარეობის სიმძიმისა და ეფექტის გამოხატულობის მიხედვით.
მოზრდილებში დღე-ღამის დოზა პარენტერალური შეყვანისათვის – 40-60-120 მგ (1-2-ჯერ დღე-ღამეში). დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის – 240 მგ.
ბავშვებში დღე-ღამის საწყისი დოზა – 1 მგ/კგ, დღე-ღამის მაქსიმალური დოზა – 6 მგ/კგ.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, ჰიპერემია და კანის ქავილი, ჰიპოტენზია, სმენის დროებით დაქვეითება, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, დეპრესია, კუნთების სისუსტე, წყურვილი, ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, ჰიპერგლიკემია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალიემია, განსაკუთრებით ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი), შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში პაციენტებში შაკიკის შეტევის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ფუროსემიდის დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

უკუჩვენებები:
* ორსულობის პირველი ნახევარი, ჰიპოკალიემია, ღვიძლის კომა, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, ანურია, საშარდე გზების მექანიკური ობტურაცია, შარდის დინების დარღვევა.

ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს დეჰიდრატაცია, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, განპირობებული დიურეზული ეფექტით. ფუროსემიდის ტოქსიკური ეფექტისა და კონცენტრაციების კავშირი ბიოლოგიურ სითხეებში უცნობია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
პრეპარატის გამოყენების პერიოდში დიეტა უნდა იყოს კალიუმით მდიდარი. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის პირებში ათეროსკლეროზის მოვლენებით, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობისას, გლიკოზიდური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას.
მზარდი აზოტემია და ოლიგურია მაჩვენებლებია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
– ფუროსემიდის შერევა არ შეიძლება ერთ მოცულობაში პარენტერალური შეყვანის სხვა პრეპარატების ხსნარებთან.
– არ ინიშნება კომბინაციაში ანტიბიოტიკებთან-ამინოგლიკოზიდებთან (შესაძლებელია ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება) და ტუბოკურარინთან.
– რეკომენდებული არ არის ფუროსემიდის შეთავსება ცეფალოსპორინებთან, გენტამიცინთან, სხვა საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ ნეფროტოქსიკურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა – 2 წელი.

მწარმოებელი: MERCKLE

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook