ქემ რეჯენ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში
ორგანული MIlk Thistle ექსტრაქტი

(80%-იანი სილიმარინი)

500მგ
შიზანდრა (ნაყოფი)

10.1 ექსტრაქტი (9% შიზანდრინი)

250 მგ
ბაბუაწვერა (ფესვი) ფხვნილი 250  მგ
ზეთისხილის (ფოთოლი) ექსტრაქტი

(20 % ოლეა უროპინი)

50 მგ

გამოყენების ჩვენება
ნებისმიერი სახის სხივური და  ქიმიოთერაპიული მკურნალობის მიმდინარეობისას იცავს ღვიძლის უჯრედებს. აქვს ჰიპოლიპიდური მოქმედება, ხელს უშლის ჰეპატოციტებში ცხიმოვანი მჟავის დაგროვებას. ბლოკავს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური მექანიზმის გააქტიურების გზით. ხელს უწყობს ბუნებრივი რეაქციის განვითარებას  ჯანმრთელი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

სხვა ინგრედიენტები – ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, სილკომანგანუმი.

დოზირება და მიღების წესი
2 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. 18 წლამდე არ მიიღება.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: OR Supplements, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook