ქემ ჯინჯერ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მოქმედი აქტიური ნივთიერება:

დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში
კოჭა (ჯინჯერი)  ფხვნილი (ფესვი) 1,000 მგ

გამოყენების ჩვენება
ნებისმიერი სახის სხივური და  ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად გამოწვეული მოვლენები  – გულისრევა, პირღებინება, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ნაწლავის გაზი.

სხვა ინგრედიენტები – მიკროკრისტალური ცელულოზა, დიკალციუმ ფოსფატი, სტეარიული მჟავა, ნატრიუმის კროსკამელოზა, სილიკომაგნიუმი, მაგნიუმის სტეარატი, უფერო საფუარი, (ჰიპრომელოზა, გლიცერინი).

დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. 18 წლამდე არ მიიღება.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: OR Supplements, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook